როგორ გამოვიყენოთ მცენარეთა დაცვის საშუალებები უსაფრთხოდ?

  • ihow.ge
  • აპრილი 17, 2018

მცენარეთა_დაცვის_საშუალებებიმცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, უნდა განისაზღვროს არსებული პრობლემები და მიღებულ იქნას შესაბამისი კონსულტაციები სპეციალისტისგან. მომხმარებლებს უნდა მიეცეთ სპეციალური რჩევები ქიმიკატების შენახვასთან, მათი ნარჩენების და დაცლილი ჭურჭლის მინიმიზაციასა და გადაყრასთან დაკავშირებით.

  • მომხმარებლებმა უნდა მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება და მცენარეთა დაცვის საშუალებების სწორად შერჩევა.
  • მცენარეთა დაცვის საშუალებების მომხმარებლებმა უნდა გაიარონ ტრენინგი.

მცენარეთა დაცვის საშუალებები

შესყიდვა, ტრანსპორტირება და შენახვა

მცენარეთა დაცვის საშუალებების შეფუთვები უნდა შემოწმდეს შესყიდვამდე, არ შეიძლება დაზიანებული ყუთების შეძენა. ეტიკეტზე იდენტიფიცირებული უნდა იყოს ყველა დეტალი.

  • შეინახეთ მცენარეთა დაცვის საშუალებები მგზავრებისა და საკვებისგან შორს
  • მანქანის ძარაზე არ უნდა იყოს ბასრი და მჭრელი ნივთები, დააჭედეთ ლურსმნები
  • დატვირთვისას და გადმოტვირთვისას აკრძალულია მოწევა და ჭამა-სმა.
  • ფრთხილად დატვირთეთ და გადმოტვირთეთ.
  • შეფუთვებს ნუ დაადებთ მძიმე საგნებს, რათა არ დაზიანდეს.

დაღვრის ან გაჟონვის შემთხვევაში:

  • ნუ მოწევთ დაბინძურებული ადგილის სიახლოვეს.
  • გაწმენდის პროცესში ატარეთ დამცავი ტანსაცმელი.
  • გამოაცალკევეთ დაზიანებული შეფუთვები და მოათავსეთ უსაფრთხო ადგილზე, მოსახლეობისა და წყალმომარაგების სისტემებისგან შორს.
  • გამოიყენეთ მიწა ან ნახერხი დაღვრილი ქიმიკატის დასაშრობად, გაწმინდეთ ფრთხილად და გააუნებელყავით წესების დაცვით ისე, რომ არ დაბინძურდეს მიწისქვეშა წყლები და წყალმომარაგების სისტემები.
  • დაღვრისას დაიცავით მგზავრები და პირუტყვი, გააშრეთ მიწით ან ნახერხით
  • მანქანის ძარა გაწმინდეთ წყლით
  • სხეულზე მოხვედრისას, დაიბანეთ და გარეცხეთ ტანსაცმელი
  • შეინახეთ მცენარეთა დაცვის საშუალებები ცალ-ცალკე

თუ კვების პროდუქტები დაბინძურდა, განათავსეთ საშიში ნივთიერებებისთვის გამოყოფილ ადგილზე, დაწვით ან დამარხეთ. არ შეინახოთ მცენარეთა დაცვის საშუალებები ადამიანის ან პირუტყვის საკვებთან ერთად. დაბინძურებული საკვების გამოყენება არ შეიძლება.

  • არ შეიძლება მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვა საცხოვრებელ სახლში.
  • შეინახეთ ყოველთვის სპეციალურ ჭურჭელში.
  • შეინახეთ ბავშვებისგან შორს ისე, რომ არ მოხდეს მათი შერევა სხვა პროდუქტებთან.
  • შეინახეთ მშრალ ადგილას, ცეცხლისა და მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.
  • თუ შეფუთვები დაზიანდა, მაგრამ თვით ქიმიკატები კარგ მდგომარეობაშია, ხელახლა უნდა შეიფუთოს, მოთავსდეს შესაბამის ჭურჭელში და ეტიკეტიც აუცილებლად შესაბამისი უნდა გაუკეთდეს.

მომზადება, შეფუთვა და შერევა

მცენარეთა დაცვის საშუალებები შეიძლება იყოს როგორც თხევადი, ისე, მყარი, ზოგი იხსნება წყალში, ზოგი კი ფხვნილის სახით გამოიყენება, ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი და გამოიყენეთ შესაბამისად.

ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს:

  1. სავაჭრო სახელი
  2. აქტიური ნივთიერების სახელწოდება
  3. აქტიური ნივთიერების რაოდენობა პროცენტებში, კგ.ლ-ში ან გ.ლ-ში
  4. მწარმოებლის სახელი და მისამართი
  5. გამოშვების თარიღი
  6. ინფორმაცია გამოყენების შესახებ, გამოყენების ვადა
  7. უსაფრთხოების ნიშნები, პირველადი დახმარება
  8. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ
  9. საშიშროების აღმნიშვნელი კოდირებული ფერი

არ შეიძინოთ კასრები დაზიანებული სახურავით

ნუ გადაიტანთ მცენარეთა დაცვის საშუალებებს სხვა ჭურჭელში

გამოიყენეთ რეკომენდებული დოზები და ჩაიცვით სპეციალური დამცავი ტანსაცმელი

გამოიყენეთ შესაბამისი ჭურჭელი დოზირებისათვის და შესარევად

ნუ შეურევთ შიშველი ხელებით

გარეცხეთ ყველა ჭურჭელი გამოყენების შემდეგ

ფრთხილად გადაასხით ჭურჭლიდან, არ დაღვაროთ

ნუ მოათავსებთ კვების პროდუქტების ჭურჭელში

დაწვით ან დამარხეთ დაცლილი ჭურჭელი

ნუ გამოიყენებთ დაცლილ ჭურჭელს საკვების შესანახად

დაცლილი ჭურჭლის განადგურება ან გადაყრა უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, საშიში ნივთიერებების გაუვნებელყოფის შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. სპეციალურად გამოყოფილი ადგილების არარსებობის შემთხვევაში:

  • მეტალის კასრები უნდა გაირეცხოს (სამჯერ), დაქუცმაცდეს და დაიმარხოს (აეროზოლის ჭურჭლის დაქუცმაცება არ შეიძლება).
  • პლასტმასები უნდა გაირეცხოს (სამჯერ), დაქუცმაცდეს და დაიმარხოს.
  • მუყაოს შეკვრები უნდა დაიწვას ან დაიმარხოს.

დაწვა უნდა მოხდეს საცხოვრებელი ადგილიდან შორს, ჭურჭელი არ უნდა გაირეცხოს მდინარის ან ტბის ახლოს. სანაგვე უნდა იყოს მოსახლეობის საცხოვრებლის, ჭების, მცენარეებისა და წყლის სისტემებისგან შორს.

მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება მინდორში

არსებობს მინდორში მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების სხვადასხვა მეთოდი, გამომდინარე მცენარიდან, მავნებლებიდან და გამოყენებული აპარატურიდან. ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი ან მიიღეთ კონსულტაციები გამოსაყენებელი ტექნიკის, დოზის, დამცავი ტანსაცმლის, შესხურების დროის, განმეორებით გამოყენებისა და ლოდინის პერიოდის შესახებ.

არ მიუშვათ ბავშვები მცენარეთა დაცვის საშუალებებთან ახლოს. მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების შემდეგ უნდა დაიდგას გამაფრთხილებელი ნიშნები. ყურადღება უნდა მიექცეს ამინდს, განსაკუთრებით, ქარიანს. ამ დროს მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება არაეფექტურია, რადგან შეიძლება, ქარმა სამიზნიდან შორს წაიღოს.

განსაკუთრებით საშიშია, თუ ქიმიკატი შეესხურება ოპერატორს, სხვა მცენარეებს, ცხოველს ან სახლს. რადგან ზოგიერთი ნივთიერება ადვილად ჩამოირეცხება წვიმით, შესხურებისას საჭიროა მშრალი ამინდი მათი ეფექტური მოქმედებისთვის (ეტიკეტზე მითითებულია).

  • შეამოწმეთ, რამდენად სწორად ხდება შესხურება
  • პესტიციდების კონტეინერების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება
  • დაიცავით ახალად შესხურებული ადგილები ხალხისა და ცხოველებისგან
  • ნუ შეწამლავთ ქარიან ამინდში
  • ნუ შეწამლავთ წვიმიან ამინდში

უსაფრთხოების ზომები ყოველთვის წაიკითხეთ ეტიკეტი.

იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით. უსაფრთხოების ზომების გატარება აუცილებელია მცენარეთა დაცვის საშუალებები ძალიან სახიფათოა მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში. მცენარეთა დაცვის საშუალებებით დაზიანება შეიძლება სხვადასხვა გზით:

  • შეაღწიოს კანში, ასევე, თვალში ან მოხვდეს ორანიზმში:
  • გადაყლაპვით
  • შესუნთქვით კანზე შეხებისას მცენარეთა დაცვის საშუალებებმა შეიძლება, შეაღწიოს სხეულში, ტანსაცმელზე მოხვედრამაც კი შესაძლოა, გამოიწვიოს მოწამვლა.

ამიტომ მუშაობისას აუცილებელია სპეციალური ტანსაცმლის გამოყენება და შემასხურებელი აპარატურის სწორად ხმარება. მცენარეთა დაცვის საშუალებების გადაყლაპვა მეტად საშიშია, ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

  • მუშაობის პროცესში აიკრძალოს ჭამა-სმა და მოწევა. მუშაობის შემდეგ დაიბანეთ ხელები.
  • არ შეიძლება მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვა კვების პროდუქტების ჭურჭელში.
  • არ შეიძლება მცენარეთა დაცვის საშუალებების საკვებთან ერთად შენახვა.
  • როდენტიციდების, სატყუარების და მცენარეთა დაცვის საშუალებებით დამუშავებული თესლი შეინახეთ საკვები პროდუქტებისგან შორს.
  • არ შეიძლება მცენარეთა დაცვის საშუალებებით დამუშავებული თესლის საკვებ პროდუქტად გამოყენება.

აქროლადი მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, შესაძლებელია მოწამვლა ჩასუნთქვით, უზრუნველყავით სავენტილაციო სისტემა და გამოიყენეთ რესპირატორები. რისკის ქვეშ შეიძლება იყოს შინაური ცხოველებიც, დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებისას. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ცხოველთა საკვები შენახული უნდა იყოს მცენარეთა დაცვის საშუალებებისგან შორს.

მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, შეიძლება, დაბინძურდეს ცოცხალი გარემო და ხალხი, თუ არ იქნება მიღებული უსაფრთხოების ზომები. საშიშ გარემოს მიეკუთვნება:

  • ჭები, ტბორები და წყლის სისტემები
  • კულტივირებული ნიადაგი, სადაც შეიძლება დაბინძურდეს სხვა იქ არსებული მცენარეები
  • დაუმუშავებელი ნიადაგი, რომელიც გამოიყენება გარეული ცხოველებისა და მცენარეებისთვის
  • ნუ დააბინძურებთ გარემოს მცენარეთა დაცვის საშუალებების არასწორი გამოყენებით
  • გარეცხეთ ტანსაცმელი და აპარატურა მუშაობის შემდეგ

შემასხურებელ ტექნიკასთან მუშაობის უსაფრთხოება

ოპერატორის რისკის შესამცირებლად, ასევე, ირგვლივ მყოფი ხალხის და, ზოგადად, გარემოს უსაფრთხოებისთვის, დაცული უნდა იყოს შემდეგი ზომები:

  • არ შეიძლება ქარიან ამინდში მუშაობა
  • არ შეიძლება გადავსებული ან დაზიანებული აპარატურის შესასხურებლად გამოყენება
  • არ შეიძლება შესასხურებელი აპარატის დაცობილი ადგილების გასუფთავება პირით ჩაბერვით, უნდა გაირეცხოს წყლით ან ამოიწმინდოს მინდვრის ბალახის ღეროებით.
  • არ შეიძლება მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და აპარატურის უყურადღებოდ და ღიად დატოვება
  • ნარჩენები, მათ შორის, დაცლილი ჭურჭელი, უნდა მოგროვდეს უსაფრთხო უტილიზაციისთვის

ჰიგიენა

აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. ოპერატორმა უნდა იცოდეს, რომ:

  • არ შეიძლება მუშობის პერიოდში ჭამა, დალევა ან მოწევა
  • დაიბანეთ ხელები და სახე ჭამის, დალევის ან მოწევის წინ.
  • არ შეეხოთ სხეულის დაუფარავ ადგილებს ჭუჭყიანი ხელებით ან ხელთათმანებით (შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სუფთად გამოიყურებოდეს, გამორიცხული არ არის, დაბინძურებული იყოს).
  • გარეცხეთ ხელთათმანები გამოყენების შემდეგ.
  • კარგად გარეცხეთ ტანსაცმელი და გამოყავით სხვა ტანსაცმელისგან.
  • დაიცავით ეტიკეტზე მითითებული უსაფრთხოების ზომები.
  • დაიბანეთ ხელები და სახე ჭამის, დალევის ან მოწევის წინ
  • გაეცანით და დაიცავით ინსტრუქცია, რომელზეც მითითებულია მინდორში შესვლის პერიოდები

პირველადი დახმარება

უფრო ადვილია უსაფრთხოების დაცვა, ვიდრე მკურნალობა მოწამვლის შემდეგ. პაციენტი უნდა იყოს მშვიდ და მოხერხებულ მდგომარეობაში, დაუყონებლივ უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო დახმარება. სუნთქვის შეწყვეტისას საჭიროა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება ისე, რომ არ მოიწამლოს თვით დამხმარე პერსონალი.

მოწამლულისთვის არ შეიძლება რძის და ალკოჰოლის მიღება. სიმპტომები შეიძლება იყოს მაგ.: ცხვირის, ყელის, კანის ან თვალების გაღიზიანება ან უფრო ზოგადი მოვლენები. შემთხვევითი გადაყლაპვისას შეიძლება გამოვლინდეს პირღებინება, მუცლის ტკივილი ან დიარეა. გადაყლაპვის შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. დაიცავით პაციენტი სიცივის ან სიცხისგან.

აუცილებელია გააქტივებული ნახშირის მიღება. თუ ეჭვობთ, რომ ოპერატორი მოწამლულია, გაარიდეთ ის სამუშაო ადგილს, შეუხსენით ტანსაცმლის ღილები ყელისა და გულმკერდის არეში. ზოგიერთი მცენარეთა დაცვის საშუალება აღიზიანებს კანს, ზოგს კი აქვს კანში შეღწევის უნარი. კანზე შესხურებისას აუცილებელია მრავალჯერადი დაბანა ჯერ წყლით, შემდეგ კი წყლით და საპნით. გაიხადეთ ტანსაცმელი და გარეცხეთ. თუ კანი დაიწვა ან გაჩნდა ბუშტები და დაირღვა მისი მთლიანობა, გამოიყენეთ დამამშვიდებელი კრემები.

თვალში მოხვედრისას, დაიბანეთ თვალები ცივი წყლით 10 წუთის განმავლობაში. გართულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას გასათვალისწინებელი ზომები

ფრთხილად გამოიყენეთ მცენარეთა დაცვის საშუალებები.

შეამოწმეთ, იყენებთ თუ არა მავნებლების საწინააღმდეგოდ შესაფერის პესტიციდს. – შეიძინეთ პესტიციდების მხოლოდ საჭირო რაოდენობა – ნუ იყიდით დაზიანებულ ან გახსნილ შეკვრას – ტრანსპორტირება მოახდინეთ შესაბამისი წესების დაცვით

  • შეინახეთ პესტიციდები უსაფრთხო ადგილას.
  • ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქცია და იმოქმედეთ იქ მოყვანილი წესების მიხედვით.
  • იმუშავეთ ფრთხილად, რათა შეფუთული ნივთიერებები არ გაიხეს და არ გაიბნეს.
  • იმუშავეთ ფრთხილად საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად.
  • იმუშავეთ ფრთხილად, რომ დაიცვათ ირგვლივ მყოფი ბავშვები და ქალები.
  • გამოიყენეთ პესტიციდის აუცილებელი და საჭირო რაოდენობა (დიდი რაოდენობა წვავს მცენარეებს, მცირე – ვერ ერევა მავნებლებს).

ატარეთ დამცავი საშუალებები: – ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი (სპეცტანსაცმელი), მოერიდეთ ტანსაცმელზე შესხურებას და ორთქლის შესუნთქვას – ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. დამცავ ტანსაცმელში იგულისხმება რეზინის ჩექმები, სახის ნიღაბი, ხელთათმანები, ტანსაცმელი, წინსაფარი, რესპირატორი, ქუდი, დამცავი სათვალეები

  • ქიმიკატები უნდა აირწყას ფრთხილად.
  • მომზადების ადგილზე იქონიეთ წყალი და საპონი.
  • გამოიყენეთ გამართული აპარატურა.
  • შეურიეთ და შეავსეთ აპარატი მინდორში, საცხოვრებლისა და ცხოველებისგან შორს.
  • არასოდეს შეურიოთ პესტიციდები შიშველი ხელებით, თუნდაც ხელთათმანით, მოსარევად გამოიყენეთ ჯოხი.
  • შეამოწმეთ შემასხურებლის და მილების მდგომარეობა.
  • შესასხურებლად გამოიყენეთ მოსახერხებელი მილები და გამოცვალეთ ისინი წელიწადში ერთხელ.
  • შეამოწმეთ, არის თუ არა დაკალიბრებული აპარატი.
  • ნუ გაავსებთ აპარატს.
  • პესტიციდები გამოიყენეთ დღის გრილ პერიოდში და მშრალ ამინდში.
  • შეამოწმეთ, ასხურებთ თუ არა საჭირო ადგილზე.
  • დაიცავით გარემო დაბინძურებისგან.
  • გამოყენების შემდეგ გაასუფთავეთ და გარეცხეთ აპარატურა.
  • ნარჩენების, დაცლილი ჭურჭლის, წყლის გაუვნებელყოფა ჩაატარეთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

შეწამლულ ადგილებში დადგით ნიშნები, რომელზეც ნათლად იქნება აღნიშნული საჭირო ინფორმაცია.

წინამდებარე პუბლიკაციის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გაწეული დახმარების შედეგად. პუბლიკაცია შემუშავებულია NEO-ს მიერ და მისი შეხედულებების გათვალისწინებით. პუბლიკაცია არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მოსაზრებებს.

სტატია მომზადებულია www.moa.gov.ge – ის და http://nfa.gov.ge/ge – ის პუბლიკაციების მიხედვით.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.