როგორ გამოვიყენოთ სალვიას ზეთი?

  • Creed
  • February 6, 2014
  • 0

სალვიას-ყვავილი-ihow.geსალვია (Salivia, Sage), უფრო ზუსტად სალვია დივინორუმ, ეს მცენარე ბავშვობიდან ყველასთვისაა ნაცნობი. ბევრს უნaხია მისი ყვავილი, რომლეც რთულია აგვერიოს სხვაში. ზუსტად ამ ყავავილისგან ამზადებენ ეთეროვანი ზეთს რომელიც ხსნის მის ყველა დადებით თვისებას.

 

 

სალვიას-ზეთი-ihow.geრა თქვმა უნდა ყველა ეთეროვანი ზეთი გამოიყენება არომათერაპიაში. მას აქვს ანტიდეპრესანტის თვისება, ზრდის ადამიანის შრომისუნარიანობაბს. გადასარევად მოუხდება იმ ადამიანებს, ვისი პროფესიაც მოითხოვს კრეატიულობას, რადგან იგი ასტიმულირებს შემოქმედებით აზროვნებას. არომათერაპიის დროს, არომალამპაში დაამატეთ 10 მლ. საბაზისო ზეთი და 3 მლ. სალვიას ზეთი. შემდგომ შეგიძლიათ დაამატოთ 4-5 წვეთი.

 

 

არომათერაპია-ihow.geარომატული ვანის მიღება არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც. ცხელი წყლით (38 გრადუსზე) სავსე ვანაში ჩაამატეთ 6-7 წვეთი რძეში გაზევებული სალვიას ზეთი. პროცედურის ხანგრძლივობაა 20 წუთი. ასეთი აბაზანის მიღება თავს გიხსნით უძილობისგან, ასევე იქნება ჩინებული როფილაქტიკა გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგოდ.

 

 

 

თავის-ტკივილი-ihow.geასევე სალვიას ზეთი შესანიშნავია ყოველდღიური პრობლემების საწინააღმდეგოდ. იგი მოგიხსნით თავის ტკივილს, დაგეხმარებათ მცირე ჭრილობის შეხორცებაში და მსუბუქი დამწრობის დროს. ასეთი სიმპტომების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვილის ცივი კომრესი. ქსოვილი მოათავსეთ ცივ წყალში (არა ყინულოვანში), ცოტათი გაწურეთ და დაიტანეთ ავადმყოფ ადგილას. 15 წუთის შემდგომ მოიხსენით კომპრესი და გაიმშრალეთ კანი.

ასევე სალვიას ზეთის სუნი აფრთხობს მწერებს (კოღო, ბუზი), ამიტომ ბუნებაში დასვენებისას შეგიძლიათ საკუთარ კრემში 1-2 წვეთი სალვიას ზეთი ჩააწვეთოთ.

წინა «
შემდეგი »