როგორ გამოვიყენოთ ტორენტი

  • Маня
  • აგვისტო 19, 2012

ტორენტი – დღეს ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის საუკეთესო საშუალებაა. ტორენტის შესახებ ბევრს გვსმენია, თუმცა ბევრი მათ არ ვიყენებთ. მივეჩვიეთ სხვა პროგრამებს, არ გვინდა რამის შეცვლა ან უბრალოდ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ. დღეს კი შევეცდებით აგიხსნათ რა არის ტორენტი და მის გამოყენაბასაც გასწავლით.

ტორენტის არსი ინფორმაციის გაცვლის მეთოდში მდგომარეობს. როდესაც თქვენ ჩვეულებრივი პროგრამით იწერთ ფაილებს მოქმედებს სქემა : სერვერი–კლიენტი. ხოლო ტორენტის შემთხვევაში კი სქემა ასეთია : კლიენტი–კლიენტი, ანუ საჭირო ინფორმაციის პოვნა და გადმოწერა პირდაპირ სხვა მომხმარებლებისგანაა შესაძლებელი. ამასთან, რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს თქვენთვის საჭირო ფაილი, მით უფრო მალე გადმოიწერთ მას. ტორენტებით თქვენ ინტერნეტ– არხს მაქსიმუმზე იყენებთ.

ფაილების გაცვლა ხდება სპეციალური საიტების, „ტრეკების“ საშუალებით, რომლებზეც ფაილების „ ჩამონათვალია“ განთავსებული, ეს აადვილებს მათ გაცვლას.

ეს პროცესი მუშაობს შემდეგნაირად:

ადამიანი, რომელსაც სურს ინფორმაციის გაზიარება, ქმნის ტორენტ–პროგრამის ფაილს. „torrent” მისი ზომა ძალიან პატარაა, ის ფაილის შესახებ საჭირო ინფორმაციას ფლობს. შემდეგ ის ხსნის ტორენტ–ტრეკერის საიტს, ტვირთავს ფაილს და ათავსებს მას საიტზე მისი მახასიათებლების მიხედვით. ადამიანს კი ვისაც ამ ფაილის გადმოწერა ენდომება, პოულობს მას და იწერს ფაილს. ეს ფაილი სპეციალური ტორენტ პროგრამით მუშავდება და იწყება გადმოწერა.

ტორენტის მუშაობის უკეთესად გაგებისთვის  გთავაზობთ ვიდეოს:    torrent

წინა «
შემდეგი »