როგორ გამოვიყენოთ ქათმის კვერცხის ნაჭუჭი

  • marinola
  • სექტემბერი 13, 2012

ქათმის კვერცხიქათმის კვერცხის ნაჭუჭის – სკორპულას გამოყენების მეცნიერული დასაბუთება: ქათმის კვერცხის ნაჭუჭის შემადგენლობა საოცრად ემთხვევა ადამიანის ძვლების, კბილების შემადგენლობას, გარდა ამისა ის ასტიმულირებს ძვლის ტვინის სისხლწარმომშობ ფუნქციას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალი ჰემოგლობინის დროს. ნაჭუჭი შედგება 90%-იანი კალციუმის კარბონატისაგან . შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო ყველა მიკროელემენტებს, მათ შორის სპილენძს, ფტორს, რკინას, ფოსფორს და სხვა სულ 27 მიკროელემენტს.

კვერცხის ნაჭუჭის გამოყენების მეთოდიკა: უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ქათმის კვერცხის ნაჭუჭი, მას გააჩნია მაღალი თერაპიული აქტივობა და არა აქვს არავითარი რაიმე თანმხლები გართულებები, მათ შორის ბაქტერიული დასნებოვნება. ხოლო ბატის და იხვის კვერცხი ხშირადაა ინფიცირებული სალმონელებით.

დამზადების მეთოდიკა შემდეგნაირია: ქათმის კვერცხს გულდასმით ვრეცხავთ თბილი წყლით და საპნით. შემდეგ კარგად ვამშრალებთ, პატარა ბავშვებისათვის აუცილებელია კვერცხის 5 წუთით მდუღარე წყალში მოთავსება. გასტერილებულ კვერცხის ნაჭუჭს ვაცლით შიგნითა აპკს. ნაჭუჭს კარგად ვაშრობთ და ვაქუცმაცებთ ფაიფურის სანაყში.

მიღების წესი და დოზა: 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის – უმცირესი რაოდენობით, დღეში 1-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში. წელიწადში ორი კურსი. უფროსი ასაკის ბავშვებისათვის 1,5-3 თვე, წელიწადში ორი კურსი.

ყველა შემთხვევაში ნაჭუჭის ფხვნილს დავაწვეთოთ რამდენიმე ლიმონის წვენი, განვაზავოთ მცირე რაოდენობის წყალში და ასე მივიღოთ.

წინა «
შემდეგი »