როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი თმისთვის?

  • An'na
  • მარტი 30, 2014

ქოქოსის ზეთიქოქოსის ზეთი არის გასაოცარი გზა იმისათვის, რომ თმა და კანი იყოს რბილი და ჯანმრთელი. გადაყარეთ კონდინციონერები, სახის კრემები და ლოსიონები-თქვენ ისინი აღარ დაგჭირდებათ! ერთი ქილა ქოქოსის ზეთი არის უნივერსალური საშუალება. მოდით ვისწავლოთ ქოქოსის ზეთის გამოყენება.

 

 

ნაბიჯი 1: 

ჩაიცვით ძველი ტანისამოსი ან შემოიხვიეთ პირსახოცი, რადგან ქოქოსის ზეთი შეიძლება ჩამოიწუწოს. კარგი იქნება თუ პროცედურა ჩატარდება აბაზანაში, ან შეგიძლიათ შეხვიდეთ აბაზანაში სანამ ქოქოსის ზეთი შეიწოვება.

ნაბიჯი 2:

შეარჩიეთ შალითა თქვენი თმისთვის. ამ მისიისთვის შეიძლება გამოგადგეთ სააბაზანოს ქუდი, ძველი მაისური და ა.შ.

ნაბიჯი 3:

ქოქოსიჩაასხით 3-5 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი ჯამში. რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე და სისქეზე. თუ თქვენი თმა არის სქელი და გრძელი გამოიყენეთ 5 სუფრის კოვზი, ხოლო თუ თმა შედარებით მოკლე და თხელია მაშინ 3-4 კოვზიც საკმარისია.

  • გამოიყენეთ გაუფილტრავი ქოქოსის ზეთი, რადგან გაწმენდილ ზეთებს აქვს დანამატები, რომლებიც აშორებს ქოქოსს ზოგიერთ იმ სტრუქტურას, რომელიც აუცილებელია ჩვენი თმის და კანის ჯანმრთელობაზე.
  • თუ გამოიყენებთ იმაზე მეტ რაოდენობას, რაც სჭირდება თქვენს თმას, პრობლემა არაა, იგი მაინც უნდა ჩამოიბანოთ

ნაბიჯი 4:

გააცხელეთ ქოქოსის ზეთი. შედგით ჯამი მიკროღუმელში და ჩართეთ 30 ან ცოტა უფრო მეტ წამზე. შემდეგ მოურიეთ მას და ისევ შედგით 30 წამზე, სანამ ბოლომდე არ დადნება. ასე თქვენ უფრო ადვილად შეიზილავთ მას თმაზე.

  • თქვენ შეგიძლიათ გაალღოთ ზეთი სხვა ხერხებითაც, თუ არ გაქვთ მიკროღუმელი. ქოქოსს გალღობისათვის ძალიან პატარა ტემპერატურაც ყოფნის.
  • ერთ-ერთი ხერხია, მაგ: შეგიძლიათ ზეთი ჩაასხათ პატარა ქვაბში, დადგათ გაზზე და ცეცხლი აანთოთ პატარა ტემპერატურაზე.
  • ასევე, შეგიძლიათ ქილით ზეთი ჩადგათ ცხელ წყალში.

ნაბიჯი 5:

შეიზილეთ ქოქოსის ზეთი თმაში. ამისათვის, ქოქოსის ზეთი ცოტათი უნდა გავაციოთ. შემდეგ წაისვით ის თმაზე და დაიზილეთ თითებით. დაიზილეთ თმა მანამდე სანამ ქოქოსის ზეთი არ იქნება მთელ თმაზე.

ზეთი თმაში

  • შეგიძლიათ გამოიყენოთ სავარცხელი იმისთვის რომ ზეთი სწორად გადაანაწილოთ
  • თუ თქვენ გსურთ თქვენი თმის ძირების გამაგრება და მკურნალობა, მთელი თმის მაგივრად, წაისვით ის ძირებზე.

ნაბიჯი 6:

შეიკარით თმა და შემოიკარით სახვევი.

  • პირსახოცით მოიშორეთ ის წვეთები, რომელიც მოხდა სახეზე შეხვევის დროს.

ნაბიჯი 7:

მოიცადეთ ორი საათი მაინც. რაც უფრო მეტ დროს გექნებათ შეკრული, მით უკეთ დარბილდება თმა. მოითმინეთ იმდენი ხანი, რამდენიც შეგიძლიათ საუკეთესო ეფექტისთვის.

ნაბიჯი 8:

მოიძვრეთ სახვევი თმებიდან და დაიბანეთ იგი. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საყვარელი შამპუნი (უკეთესი იქნება თუ შამპუნს ექნება ნატურალური დანამატები). დაიბანეთ 2-3ჯერ, სანამ თმიდან მთლიანად არ მოიშორებთ ზეთს.

ჯანმრთელი თმა

ნაბიჯი 9:

გაიმშრალეთ თმა კარგად. ის აუცილებლად გახდება რბილი, ბრწყინვალე და ძალიან ჯანმრთელი რაც ქოქოსის ზეთის დამსახურება იქნება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.