როგორ გამოვიყენოთ წიგნები ინტერიერისათვის?

  • Creed
  • იანვარი 22, 2014

წიგნები-როგორც-დეკორი-ihow.geთანამედროვე მსოფლიოში წიგნზე მოთხოვნილება გაცილებით დაეცა ვიდრე უწინ. ისინი შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ინტერნეტმა, ელექტრონული წიგნმა, პერსონალური კომპიუტერმა და ა.შ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ წიგნები უნდა იყოს გადაყირლი. პირიქით, ჩართეთ ფანტაზიის უნარი და გამოიყენეთ წიგნები როგორც დეკორის საშუალება.

 

 

წიგნები-2-ihow.geასე თუ ისე წიგნს უბრალოდ შეუძლია დაამშვენოს საცხოვრებელი ადგილი. მათი არსებობა მეტყველებს იმაზე რომ მეპატრონე ჩკვიანი და განათლებული ადამიანია. ამიტომ თაროებზე მათი ლამაზად განწყობა და დალაგება, უკვე ინტერიერს შემატებს განსხვავებულ იერს.

 

 

 

ჟურნალების-მაგიდა-ihow.geწიგნები შეგიძლიათ გამოიყენოთ ავეჯის დამშვენებისათვის. შეგვიძლია ჟურნალების მაგიდაზე დავდოთ რამდენიმე წიგნი და ზემოდან დავდოთ ან ჩირაღდანი ან ვაზა ყვავილებით. მაგიდა როგორც დეკორი იქნება გამორჩეული ოთახის სივრცეში.

 

 

 

 

თაროები-წიგნებისგან-ihow.geიმისათვის რომ გააოცოთ სტუმრები, გააკეთეთ ორიგინალური თარო და ხის ნაცვლად გამოიყენეთ წიგნები. რაზეც შეგიძლიათ განათავსოთ სხვადასხვა სუვენირი ან მორთოთ სხვადასხვა ნივთებით.

 

 

 

 

ჩირაღდანი-წიგნებისგან-ihow.geასევე წიგნებისგან შეგიძლიათ გააკეთოთ აქსესუარები. მიეცით წიგნებს ჩიტის სახლის ფორმა (როგორც სურათზეა ნაჩვენები). შიგნით მოათავსეთ ლამპარი. წიგნების ასეთ მგომარეობაში დაფიქსირებისთვის გამოიყენეთ წებო. წიგნის ყრდის ფერის შერჩევისას უმჯობესია შეარჩიოთ მსგავსი ტონალობის ფერები. ბეჟი ან თეთრი ფერის წიგნებზე წებოს ლაქები სავსებით არ გამოჩნდება.

 

 

 

წიგნები-ავეჯში-ihow.geიმისათვის რომ ლამაზად მოვრთოთ ავეჯი, დაგვჭირდება თაროები. სთხოვეთ ვინმეს თაროების ასე დამაგრება (იხილეთ სურათი). თქვენ კი მოგიწევთ წიგნების ლამაზად განლაგება.

 

 

 

 

წიგნები-ihow.geპირადად მე ვთვლი რომ წიგნზე მოთხოვნა არასდორს შემცირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმ იდეას რომ გამოვიყენოთ ისინი როგორც დეკორის საშუალება. წიგნები ოთახს შემატებს სიმყუდროვეს და გაამახვილებს მეპატრონის ინტელექტუალობაზე.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.