როგორ გამოვიყენოთ Google Alerts

  • lasha117
  • January 27, 2012
  • 0

ვინც არი იცით გეტყვით, რომ Google Alerts არის ძალიან კარგი სერვისი, როდესაც რაიმე განახლების შესახებ ინფორმაციის მიღება გსურთ. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მონიტორინგის საშუალება, რადგან Google Alerts-ი თქვენს ელ.ფოსტაზე გზავნის ინფორმაციას Google-ის მეშვეობით, თქვენ მიერ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად.

Google Alerts-ის გამოყენების ინსტრუქცია:

1. შედით Google-ში და ჩაწერეთ ტექსტი Google Alerts ან უბრალოდ მიჰყევით http://www.google.com/alerts მოცემული ბმულს;

2. თქვენ გადახვალთ გვერდზე, სადაც უნდა შეავსოთ პარამეტრები, სწორედ ამ დროს გამოჩნდება პირველი Google alert – . თუ შედეგი არ დაგაკმაყოფილებთ შეგიძლიათ პარამეტრების შეცვლა;

3. შეავსეთ პარამეტრები ისე, როგორც თქვენ გაწყობთ, მას შემდეგ რაც დააწვებით  ღილაკს Create Button მითითებულ ელ.ფოსტაზე მოგივათ აქტივაციის კოდი, ელ.ფოსტის გააქტიურების შემდეგ რეგულარულად მიიღებთ შეტყობინებებს;

4. შესაძლებელია ახალი განახლების შესახებ ინფორმაციის მიღების დამატება. ამისათვის უბრალოდ საჭიროა დააჭიროთ ღილაკს Create New Alert;

5. შეცვალეთ Alert – ები თქვენი სურვილისამებრ, ამისათვის საჭიროა გამოიყენოთ ღილაკი Edit;

6. შესაძლებელია ასევე Google Alerts-ის წაშლაც, მონიშნავთ იმ Alert – ს რომლის წაშლაც გსურთ და შემდეგ დააჭერთ ღილაკს Delete;

7. ასევე შესაძლებელია Alert – ების დაექსპორტება მარტივად (იხ.სურათი);

მოკლედ სულ ეს არის, არანაირი სირთულეს არ წარმოადგენს Google Alerts – ში გარკვევა, რაც მთავარია შეგიძლიათ ჩაატაროთ ცდებიც უფრო სიღმისეულად, რომ გაერკვეთ და ამავდროულად შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, რადგან ამ ცდებით სერიოზულს ვერაფერს გააფუჭებთ.

წინა «
შემდეგი »