როგორ გამოვიცნოთ ტყუილი?

  • themoongirl
  • August 18, 2015
  • 0

ტყუილიალბათ ყველას გვქონია ისეთი შეგრძნება როცა ჩვენი შინაგანი ხმა გვკარნახობდა იმის შესახებ რომ ადამიანი გვატყუებს. უნდა ითქვას რომ ხშირად ეს გვაბნევს და არ ვიცით დავიჯეროთ თუ არა ამ ადამიანის ნათქვამი. სწორედ ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ რამდენიმე ტიპს იმისთვის რომ გავიგოთ იტყუება თუ არ ადამიანი. ეს ყველაფერი ნამდვილად გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

  • 1. დააკვირდით მის ხმას .

ზოგადად როცა ადამიანი იტყუება მას ხმა შეცვლილი აქვს. ან მის ჩვეულ ტემბრზე მაღალია ან დაბალი (უფრო ხშირად მაღალი). ასე რომ დააკვირდით რამე უცნაური ხომ არ სჭირს მის ხმას.

  • 2. არსებობს მითი რომ მატყუარებს არ შეუძლიათ თვალებით კონტაქტი.

გახსოვდეთ! კარგ მატყუარას ამის არანაირი პრობლემა არ აქვს.

  • 3. ზედმეტად ბევრს ხომ არ ფიქრობენ?

კარგი გასამართლებელი ან უბრალოდ ტყუილის მოფიქრებას დრო სჭირდება (ეცადეთ არ მისცეთ ამის საშუალება)

  • 4. მატყუარები ხშირად ეხებიან საკუთარ სხეულს .

იქნებ ეს არ არის უბრალოდ კისრის მოფხანვა. გახსოვდეთ ყურადღება მიაქციეთ ცხვირს. ტყუილის თქმის დროს ცხვირი ოდნავ წითლდება. ასევე ხელების კანკალსაც დაუკვირდით.

  • 5. დანაწევრებული საუბარი ხშირად ტყუილის ნიშანია.

 მატყუარებს უნდათ რომ ამ საკითხიდან თავი რაც შეიძლება მალე დაიძვრინონ.

  • 6. დაუსვით მას უამრავი კითხვა .

რაც უფრო ჩაუღრმავდებით საკითხს მით გაუძნელდება ტყუილების მოფირება ასევე დაიწყებს პანიკას და საბოლოოდ გატყდება.

გახსოვდეთ ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ დეტალს და მოერიდეთ ტყუილების თქმას 

წინა «
შემდეგი »