როგორ გამოვიცნოთ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ტუჩების მიხედვით?

  • tatatatusi
  • December 14, 2013
  • 0

ტუჩები და სილამაზეძალიან ლამაზია წითელი, ოდნავ ნამიანი (რაც მას ბზინვარებას მატებს) ტუჩი. ამ ტიპის ტუჩის პატრონი სიცოცხლით სავსეა, ყოველთვის სასიამოვმო გუნება აქვს, რაც მთავარია – ჯანმრთელია.

ტუჩის ფერი ბევრ რამეზე მეტყველებს:

– როცა ტუჩი მშრალია და უხეში, ორგანიზმს სითხე აკლია. ამიტომ უნდა სვათ მეტი წყალი.

– ფერმკრთალი – ტუჩები ანემიის ნიშანია, მიიღეთ ვიტამინები, მიეძალიეთ ხილ-ბოსტნეულს;

– მოყავისფრო-მოყვითალო ტუჩის ფერის მიზეზია ნიკოტინი. გადააგდეთ სგარეტი;

– ტუჩებზე ყვითელი ლაქები ჰეპატიტის ნიშანია, მიმართეთ ექიმს;

– ტუჩზე ყავისფერი ლაქები – კუჭი ცუდად მუშაობს ან ჭიები გყავთ. აუცლებლად მიმართეთ ექიმს;

– ლურჯი ტუჩები გულის დაავადების ნიშანია.თქვენს გულს ჟანგბადი აკლია;

– თუ ტუჩებზე ხშირად გაყრით, ჩნდება პატარ-პატარა ანთებითი კერები, ე.ი. დარღვეულია ორგანიზმში საკვების გადამუშავების ციკლი.

– ტუჩი გიმუქდებათ, გისკდებათ და გიჭრელდებათ, წყლულები ჩნდება – ექიმს მიმართეთ, ვინაიდან ეს ნაღვლის ბუშტის და კუჭ-ნაწლავის დაავადების ნიშანია.

– დახეთქილი ტუჩების მიზეზია, სიცივეში მათი ნერწყვით დასველება, ხოლო სიცხეში მზეზე დიდხანს გაჩერება – გარგებთ ჰიგიენური პომადა.

– ტუჩის კუთხეში გაჩენილი წყლულები მიგანიშნებთ, რომ თქვენს ორგანიზმს B ვიტამინი აკლია.

– ჰერპესი, რომელსაც ხშირად გაციებას მივაწერთ, გამოწვეულია იმუნიტეტის დაქვეითებით, დაღლილობით, სტრესებით.

– თუ ტუჩები გექერცლებათ და გეწვით, პომადის ალერგია გაქვთ და გამოცვალეთ.

– ტუჩეები გითრთით? რაღაც გაშინებთ, ნერვიულობთ, მიიღეთ დამამშვიდებელი, კონტრასტული შხაპი, დილა-საღამოს ისეირნეთ.

– თუ ტუჩები გიწითლდებათ და გამომშრალი გაქვთ, მაღალი წნევა გაქვთ.

– თუ ტუჩების ჟრჟოლას გრძნობთ, გულს უნდა მიხედოთ.

წინა «
შემდეგი »