როგორ გამოვიძინოთ სრულყოფილად

  • daviti
  • December 16, 2011
  • 0

იცოდით, რომ ადამიანი საშუალოდ 22 წელს ძილში ატარებს ? ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სწორ ძილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მიუხედავად იმისა, რომ 7-8 საათი ძილი სრულიად საკმარისია ადამიანის ორგანიზმისათვის, უმეტესობა მაინც ვერ ახერხებს სათანადოდ გამოძინებას. ამ პოსტში გესაუბრებით არასრულყოფილი ძილის მიზეზებსა და მათი გადაჭრის ხერხებზე, რომლებიც იმედი მაქვს გამოუძინებლობის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

 

 

    • დაძენებამდე 2-3 საათით ადრე მოერიდეთ საკვების მიღებას. ძილის პერიოდში ორგანიზმი ცდილობს რაც შეიძლება განტვირთოს კუჭი მუშაობისაგან, რომ შეძლოს მძიმე დღის შემდეგ დასვენება. ამასთანავე მოერიდეთ ყავისა და გაზიანი სასმელების მიღებას. ყველაზე კარგია თბილი რძის ან მცენარეული ჩაის დალევა. სასურველია თუ ნიკოტინისაგანაც შეიკავებთ თავს;

    • ძილის წინ კარგია მცირე ფიზიკური დატვირთვა. წახემსების შემდეგ კარგი იქნება თუ ფეხით გაისეირნებთ. სახლში დაბრუნებისას მიიღეთ შხაპი, იგი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას;
    • ყველაფერთან ერთად უნდა ვიზრუნოთ გონების განტვირთვაზეც, ნუ დაჯდებით ტელევიზორის საყურებლად ან კომპიუტერთან სამუშაოდ, ამით გონება იღლება, რაც დაძინებაში ხელს ძალიან შეგიშლით. უშუალოდ დაძინებამდე რამოდენიმე წუთით ადრე კარგი იქნებათ თუ მოწყდებით რეალობას. სასიამოვნო მუსიკის ქვეშ წაიკითხავთ წიგნს, ამით განიტვირთებით ემოციებისაგან;

  • დაძინებამდე ცოტახნით ადრე, გაანიავეთ საძინებელი ოთახი. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა არ იყოს საძინებელში. დიდი მნიშვნელობა აქვს თავად საწოლსაც, ამიტომ გაეცანით ამ თემასთან დაკავშირებულ სტატიასაც – როგორ შევარჩიოთ საწოლი . თუმცა ზოგადად იდეალურად ითვლება მაგარი ლეიბი;
  • ბოლოს კი უნდა ვისაუბროთ დაძინების დროზე (თუმცა კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია). მსმენია, რომ ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად “ტოროლა” და “ბუ”, ანუ ზოგის ორგანიზმი ადრე იღვიძებს ზოგის კი გვიან, ამიტომ რთულია მათი შეცვლაო. ამაში არის გარკვეული სიმართლე, თუმცა ზოგადად მიღებულია რომ თორმეტ საათამდე დაძინება უდრის +2 საათით მეტ ძილს (ორგანიზმისათვის), ვიდრე თორმეტის მერე. წაკითხული მაქვს პატრიარქის სიტყვაც, სადაც იგი კურთხევას იძლევა, რომ დავიძინოთ არა უგვიანეს 12 საათისა. დამერწმუნეთ – ადრე დაწოლა და დილით ადრე ადგომა სასარგებლოა, როგორც ორგანიზმისათვის ასევე თქვენი ცხოვრების კარგად წარმართვისათვის. ცხოვრების ასეთი სტილი უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია ევროპაში, თუმცა ქართველები მაინც ვერ ვიტანთ შეზღუდვებს და ალბათ სწორედ ამიტომ, არ ვჩქარობთ ცხოვრების ამ სტილის გადმოღებას ევროპელებისაგან.
წინა «
შემდეგი »