როგორ გამოვნახოთ საერთო ენა ბავშვთან?

  • zviadii
  • ნოემბერი 14, 2014

ბავშვთან საუბარიროგორ გამოვნახოთ საერთო ენა ბავშვთან? ბავშვების განვითარება იყოფა შვიდწლიან ციკლებად: 0-7, 7-14, 14- 21, 21-28. შევეცდები ჩემი სიტყვებით აღვწერო ყველა ეს ციკლი რამეთუ ჩემს თვალწინ ხდებოდა მთელი ეს პროცესი.

ინსტრუქცია

რა მოგეთხოვებათ:

– მოთმინება, სიყვარული და სიბრძნე.

პირველი ნაბიჯი

0-დან 7 წლამდე. დაბადება, შეიძლება ითქვას არაფერი სერიოზული, თავისთვის წევს პატარა ადამიანი თუმცა ამავე დროს შეიძლება ითქვას „ყურები დაცქვეტილი“ აქვს. ძალიან დიდია კავშირი დედასთან, გრძნობების ჩამოყალიბება, დედის ხმა, დედის სითბო. მამის როლი ამ შემთხვევაში მეორე პლანზეა. მხოლოდ ხმა და სურნელი და რაღაც დიდი და ამოუცნობი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამა განზეა. ბავშვი ამ ციკლის განმავლობაში აკვირდება და ირჩევს მომავალში ვის დაეყრდნოს. თუმცა ეს შემდეგი ნაბიჯია.

მეორე ნაბიჯი

7-დან 14 წლამდე. პიროვნების ჩამოყალიბება. ამ ციკლში დიდი როლი ეკისრება მამას. ბავშვი დადგა ფეხზე და მამა ხდება მეგობარი. ამხანაგი, პარტნიორი სამყაროს შემეცნებაში. არ გაუშვათ ეს მომენტი. დედა ამ პერიოდში ხდება საყვარელი დედიკო, ხოლო მამა სათაყვანო. სხვა საკითხია თუ ბავშვი უმამოდ იზრდება. რაც ძალიან ცუდია. ხშირ შემთხვევაში ბავშვი ქალთა კოლექტივში იზრდება, ესაა ბებია და დედა, კარგია თუ არის ბაბუაც, რომელიც შეცვლის მამის როლს თუ არა და ირღვევა მეტად მნიშვნელოვანი ძაფი ბავშვის აღზრდაში. ძაფი დამაკავშირებელი მამასა და ბავშვს შორის. დედა ამ დროს უნდა იყოს ძალზედ ძლიერი ქალი რათა შეავსოს ეს ვაკუუმი.

მესამე ნაბიჯი

14-დან 21 წლამდე. ყველაზე რთული ციკლი. მას „გარდატეხის ასაკის კრიზისს“ უწოდებენ. ბავშვში იღვიძებს წინააღმდეგობის გრძნობა, ამბოხი საზოგადოების წინააღმდეგ. მას სურს შეცვალოს და დაანგრიოს არსებული სამყარო. გაიხსენეთ საკუთარი შვილები ამ ასაკში. ყოველივე სწორის უარყოფა. უნდათ იყვნენ განსხვავებულები არ გავდნენ სხვებს. მათ თავს ატყდებათ ყოველივე ნეგატიური. ამ შემთხვევაში აღზრდაში ერთვება ყველა, დედ-მამა ბავშვის მეგობრები უნდა გახდნენ რათა დაეხმარონ პრობლემების გადაჭრაში. გადაეშვით მათ სამყაროში და როგორც იტყვიან რომ გაუგო „მტერს“ იგი კარგად უნდა გაიცნო. ჩემმა ბიჭებმა მხრებამდე გაიზარდეს თმები, ჩაიცვეს ჩემთვის საშინელი სამოსი და ისეთ მუსიკას უსმენდნენ, რომ თმები ყალყზე მიდგებოდა. აყალ-მაყალითა და მუქარით სიტუაციას ვერ გამოასწორებთ, მხოლოდ საუბრებით და ეს საუბრები ისეთი უნდა იყოს რომ ბავშვებს თვალები შუბლზე აუვიდეთ როდესაც გაიზრებენ თუ რა ძლიერად და გულწრფელად ცდილობთ მათი სამყაროს შეცნობას, გაზიარებას და დაფასებას.

მეოთხე ნაბიჯი

21-დან 28 წლამდე. დასრულდა მძიმე დროება, დრო წინააღმდეგობებისა. იწყება შესვლა საზოგადოებაში. ნამდვილი თვითმყოფადობა. შეყვარებულობის პერიოდი, და თუ გაუმართლებს ოჯახის შექმნა და საკუთარი კერა, დასამტკიცებლად იმისა, რომ მშობლებზე უკეთ იცხოვრებენ. როგორია ჩვენი როლი ამ დროს? ჩვენი როლი იმაში მდგომარეობს, რომ ტაქტიკურად დავეხმაროთ შვილს, თავს არ მოვახვიოთ მათ ჩვენი აზრი სამუშაოს ძიებაში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ეხლა. ასევე ნაკლებად ჩაერიეთ მათ პირად ცხოვრებაში. თუმცა საუბრები რა თქმა უნდა აუცილებელია. ნუ დაიკავებთ პოზიციას „ჩვენ არავინ გვეხმარებოდა“. და საერთოდ ეს პერიოდი საუკეთესოა მშობლებისათვის. გავიხაროთ მათი წარმატებებით სამსახურში, გვშურდეს მშობლების შურით, და მივიღოთ ძვირფასი ადამიანივით ოჯახში მის მიერ შემოყვანილი ახალი წევრი.

მეხუთე ნაბიჯი

და აი ამ ეტაპზე 21-დან 28 წლამდე გავჩერდები, რადგან ჯერ არ ვიცი როგორ წარიმართება ბავშვების შემდგომი ცხოვრება. თუმცა განჭვრეტა შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერი ხდება. თუ გაინტერესებთ ბავშვთა აღზრდის შვიდი ციკლი, მოიძიეთ ინტერნეტში იქ უამრავი ინფორმაციაა ამის შესახებ. უბრალოდ მე დავწერე ასე ვთქვათ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე.

რჩევები და გაფრთხილება:

  • რჩევა მხოლოდ ერთია – არ იყოთ ბავშვისგან შორს და არ ჩაიკეტოთ მისგან თქვენი პრობლემებით.
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.