როგორ გამოვრთოთ Timeline Facebook-ზე

  • lasha117
  • დეკემბერი 25, 2011

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა (ალბათ როგორც უკვე იცით) ყველა მომხმარებელი გადაიყვანა მის ახალ სისტემაზე, რომელსაც Timeline ეწოდება. სამწუხაროდ, უმეტეს მომხმარებელში აღნიშნულმა ფუნქციამ ანტიპატია გამოიწვია. მათ შორის ჩემშიც. ამის მიზეზი გახდა ის, რომ იგი მოუხერხებელია და ხშირად ჭედავს, სანამ საბოლოოდ ჩაიტვირთება. ამ პოსტში გასწავლით ორ მეთოდს, თუ როგორ უნდა გამოვრთოთ იგი.

მეთოდი #1


შედით თქვენს ანგარიშში და გადადით Developer-ის გვერდზე. მენიუში არის ჩამონათვალი, სადაც ჩამოწერილია აპლიკაციები. მოძებნეთ ამ ჩამონათვალში Timeline-ს აპლიკაცია და წაშალეთ.

მეთოდი #2


იმ შემთხვევაში თუ პირველი მეთოდი არ გამოგადგათ, მაშინ გამოიყენეთ შესაბამისი ჩანართი Firefox-ში. შედით ჩანართების ბაზაში და მოძებნეთ ჩანართი სახელად “User Agent Switcher”. დააყენეთ იგი და შედით Facebook-ის ანგარიშში. წესით და რიგით, როგორც სურათზე ხედავთ, საიტის მისამართის შესაყვან პანელთან უნდა დამატებულიყო ხატულა, რომელზეც დაჭერის შემდეგ გაძლევთ არჩევანს, თუ როგორი ტიპის Browser გამოიყენოს პროგრამამ. აირჩიეთ Internet Explorer 7. ეს მეთოდი ცოტა არა კომფორტულია იმით, რომ სხვა გვერდებზე შესვლის შემთხვევაში გამორთვა ჩართვა მოგიწევთ, რომ სხვაგანაც Internet Explorer 7-ით არ შეხვიდეთ.

თუ ამ ორი მეთოდიდან არცერთმა არ იმუშავა, სამწუხაროდ თქვენ ვერ გამორთავთ Timeline-ს. სხვა მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს. თუკი გამორთვის ახალი ხერხი გამოჩნდება აუცილებლად შეგატყობინებთ.

Facebook-ზე Timeline-ს გათიშვა (Part 2)

წინა «
შემდეგი »