როგორ განვათავსოთ სწორად რეკლამა

  • ARGO
  • ივლისი 26, 2012

ამ სტატიაში შევეცდები  აღვწერო თუ რა უნდა იცოდეს რეკლამის დამკვეთმა იმ საიტის შესახებ სადაც ათავსებს რეკლამას, რათა არ დარჩეს მოტყუებული.

Google Analytics – ანგარიში, რომელზედაც წვდომა უნდა მოგცეთ საიტის მფლობელმა თუ მას დასამალი არაფერი აქვს, რადგან თამამად შეიძლება ითქვას რომ google analytics-ი გვაწვდის უტყუარ და ძალიან ბევრ საჭირო ინფორმაციას ჩვენთვის საინტერესო საიტის შესახებ.

სამწუხაროდ საქართველოში სამწუხაროდ ნაკლებად პოპულარულია google analytics-ი და უფრო ნაციონალურ მთვლელებს იყენებენ ვებ-გვერდები, ისეთ მთვლელებს როგორიცაა: top.ge, boom.ge, wsa.ge და ასე შემდეგ, ყველაზე პოპულარული მაინც top.ge-ა, სწორედ ამიტომ ჩვენც top.ge-ს განვიხილავთ.

Top.Ge – სტატისტიკა ბევრს დახურული აქვს, მაგრამ თუ თქვენ გსურთ გაიგოთ ნამდვილად სასარგებლოა თუ არა რეკლამის დაკვეთა ამა თუ იმ საიტზე აუცილებლად უნდა გაახსნევინოთ სტატისტიკა ვებ-გვერდის მფლობელს და ნახოთ საიდან ჰყავს ვიზიტორები და გააკეთოთ შედარება თქვენს მიზნობრივაუდიტორიასთან, რამდენად შესაბამისობაშია კონკრეტული ვებ-გვერდის ვიზიტორები.

ასევე დააკვირდით რამდენმა მომხმარებელმა გაიარა რეგისტრაცია საიტზე, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტრიხია.

მნიშვნელოვანია ასევე ის მონაცემიც თუ საშუალოდ რამდენ დროს ატარებს ვიზიტორი ამა თუ იმ საიტზე, რა თქმა უნდა რაც უფრო დიდ დროს ატარებს საიტზე მომხმარებელი ეს დამკვეთისთვის უკეთესია.

სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა, თუ როგორ უნდა განვათავსოთ სწორად რეკლამა  საიტებზე.

წინა «
შემდეგი »