როგორ განვთავისუფლდეთ დაძაბულობისგან?

  • Creed
  • ნოემბერი 8, 2013

დაძაბულობა-ihow.geთუ თქვენ წინ გელით მნიშვნელოვანი გამოცდა ან თათბირი, რომლისთვისაც თქვენ უკვე დიდი ხანია ემზადებოდით. ან თუ თქვენ უკვე მთელი დღის განმავლობაში განიცდიდით ფიზიკურ დატვირთვას. ამ შემთხვევაში ჩემი რჩევები გამოგადგებათ.

არსებობს ორი ტიპის დაძაბულობა: კუნთოვანი და ფსიქიკური (ნერვული). კუნთოვანი – ეს არის როცა თქვენ დღის განმავლობაში ზიდავდით მძიმე ტვირთებს, დარბოდით, ხტუნავდით და ა.შ. ამ შემთხვევაში დღის ბოლოს თქვენ იქნებით როგორც “ზოზინა პელმენი”, გაგიჭირდებათ იგივე ხელების აწევაც. ფსიქიკურია, როდესაც თქვენ მთელი დღე გაატარეთ სკოლაში, უნივერსიტეტში ან ამზადებდით მოხსენებას, ან თქვენ გქონდათ ჩათვლა, ან იყავით სამსახურში და მთელი პერიოდის განმავლობაში, რაღაცას კითხულობდით, იმახსოვრებდით და სწავლობდით. ეს ორივე ტიპის დაძაბულობა არაფერ კარგს გვპირდება. ესეთ მდგომარეობაში თქვენ არ გექნებათ არც ლაპარაკის, არც სეირნობის ან დორის ტარების ხასიათი, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ურთიერთობაზე თქვენსა და მეგორებს თუ ახლობლებს შორის.

ფსიქიკური-დაძაბულობა-ihow.geფსიქიკური დატვირთვა.
სამსახურის პირობებში:
1. თუ თქვენ ხართ ძალიან დაძაბული და ნორმალურად ვერ აზროვნებთ, მაშინ უბრალოდ გადაეყრდენით სკამის საზურგეზე, თუ გაქვთ სავარძელი ან დივანი მაშინ ჯობია დაჯდეთ ზედ და მოდუნდეთ, და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კარგად, ისვენებთ რაიმე კურორტზე თუ კლუბში, ოღონდ მთლად არ ჩაუღრმავდეთ ფიქრებს, რადგან რეალობიში დაბრუნების შემთხვევაში იგრძნობთ უფრო ცუდად ვიდრე უწინ :) ასეთი პროცედურის ჩატარების შემთხვევაში თქვენ უდავოდ იქნებით უკეთ.
2. დღეში რამდენჯერმე მაინც დარჩით მარტო საკუთარ თავთან. როგორ გავაკეთოთ ეს? ჩაიკეთეთ ტუალეტში :)

კუნთოვანი-დაძაბულობა-ihow.geკუნთოვანი დაძაბულობა.
1. თვალი – იმისათვის რომ მოადუნოთ თვალები, გააღეთ ისინი ისე თითქოს დაინახეთ უცხოპლანეტელი ან წარმოიდგინეთ თითქოს ხართ ბუ :)
2. სახე – იმისათვის რომ მოადუნოთ სახე, უნდა გააკეთოთ გირმასები როგორც მაკაკამ ან ჯიმ ქერიმ :) (შეგიძლიათ ლოყების დაბერვითაც მოიხსნათ დაძაბულობა)
3. კისერი – თავის დახრა ან გარშემო ტრიალი, ასევე ენის გამოყოფაც.
4. გულ-მკერდის არე – სუნთქვის შეკავება, ჩასუნთქვისას 1-2 წამი შეკავდით და ამოისუნთქეთ მთელი აზოტი რასაც შეძლებთ ამოიტანოთ ფილტვებიდან, ოღონდ მთლად ფილტვები არ გადმოაფურთხოთ.
5. მუცელის და ზურგის არე – პატარაზე წაივარჯიშეთ, დახარეთ წელი წინ-უკან და მარცხნივ-მარჯვნივ. შეწიეთ მუცელი რამოდენიმეჯერ ზუსტად ისევე როგორ აკეთებთ პლაჟზე სეირნობის დროს :)
6. ფეხი – უბრალოდ დაჯექით და გაათამაშეთ ფეხები ისევე როგორც პატარა ბავშვები იქცევიან :)

ხუმრობა ხუმრობად დავტოვოთ, მაგრამ სამუშაოს პირობებში პატარა განტვირთვამ შეუძლია დამატებითი ძალები შეგმატოთ. კარგ ხასიათზე იქნებით თუ არა ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

წინა «
შემდეგი »