როგორ განვთავისუფლდე ბავშვობის დროინდელი კომპლექსებისგან?

  • zviadii
  • ნოემბერი 24, 2014

მოწყენილიბევრი კომპლექსი, რომელიც გააჩნია ზრდასრულ ადამიანს სათავეს იღებს ბავშვობიდან. შთაბეჭდილებები და ემოციები ბავშვობიდან იმდენად დიდია, რომ სიტყვები რომლებიც დაუფიქრებლად იყო წამოსროლილი, მიკერებული იარლიყები იწვევენ ძლიერ მოქმედებას იმაზე, თუ შემდგომში როგორ აღიქვამს ადამიანი სამყაროს.

უპირველეს ყოვლისა საჭიროა გაიხსნათ საკუთარ თავთან. აღიარეთ გულწრფელად, რომ გაქვთ პრობლემები, რომ გაქვთ კომპლექსები. მხოლოდ თქვენს თავთან გულწრფელი აღიარების შემდგომ გაგიჩნდებათ სურვილი წახვიდეთ წინ და რაღაც მოიმოქმედოთ. სხვა შემთხვევაში ყველა მცდელობა როგორმე გამოასწოროთ სიტუაცია იქნება შედეგს მოკლებული.

უნდა გაიგოთ თუ რა მეორდება თქვენს ცხოვრებაში დროდადრო. მაგალითად ეს შეიძლება იყოს მუდმივად განმეორებადი წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში, როდესაც თქვენი პარტნიორები მუდმივად იცვლებიან, ამასთან ერთი გავს მეორეს, ან სიტუაციები რომლებშიც მუდამ ვარდებით და ა.შ. თქვენ უნდა გამოავლინოთ თქვენი ქცევის მოდელი, რომელიც მოვლენათა ცვლილების დროსაც კი ერთგვაროვანია და მუდამ თან გდევთ. ეს იქნება სწორედ თქვენი კომპლექსის საფუძველი და მასზე მუშაობა მოგიწევთ.

დეპრესიაგააანალიზეთ თქვენი ემოციები და ფიქრები, რომლებიც გიჩნდებათ იმ შემთხვევაში როდესაც არასახარბიელო სიტუაციაში ვარდებით. თუ ბავშვობაში ადამიანს აკლდა სიყვარული, ყურადღება და ალერსი, მაშინ როდესაც ის ხდება დიდი, ყველა წარუმატებელი მცდელობა სასიყვარულო ურთიერთობების წამოსაწყებად თანმდევარი იქნება ფრაზებითა და ფიქრებით იმის შესახებ, რომ ის არავის არ უყვარს. ასე თქვენ გაიგებთ, რომ ესაა ზუსტად სიტუაციაზე ჩაციკლვა. და ახლა, როდესაც ხმამაღლა წარმოთქვამთ მთავარ ფრაზას, ან ის ჩნდება თქვენს ფიქრებში, აუცილებელია მაშინვე დაიწყოთ საწინაამდეგოზე ფიქრი. ასე შეძლებთ განიმუხტოთ უარყოფითი ფიქრებისგან.

შეუდექით ქცევის ახალი მოდელის გამომუშავებას. მას შემდეგ რაც განსაზღვრეთ ზუსტად თუ რა გიბიძგებთ განიცადოთ ერთი და იგივე წარუმატებელი სიტუაცია ყოველ ჯერზე, და გააცნობიერებთ თუ როგორ მოიქცეთ რთული მომენტის დადგომისას, თქვენ უნდა შეცვალოთ სიტუაციის ნეგატიური აღქმა, რომელიც უკვე გადაიქცა ქცევად, ახალ სცენად. დაფიქრდით რა გსურთ მიიღოთ ამ სიტუაციიდან და იცხოვრეთ ისე, თითქოს ეს ყველაფერი უკვე მოხდა. ასეთი სახით მოხდება ნეგატიური აღქმის შეცვლა პოზიტიურით და ჩამოგიყალიბდებათ სხვა, ახალი ქცევის მოდელი. ხშირად შეაქეთ თქვენი თავი, რაც შეიძლება ხშირად იფიქრეთ პოზიტიურად და გახსოვდეთ, რომ გყავთ უამრავი ადამიანი რომელთაც უყვარხართ და გაფასებენ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.