როგორ განვითარდა ხატწერის ტექნოლოგია?

  • pkzeze
  • May 26, 2013
  • 0

xatwera_iHOW.GE   ხატი ქრისტიანული კულტურის ნაწილია. მორწმუნისათვის ხატი თითქოს ერთგვარი სარკმელია, რომლის საშუალებითაც იგი სულიერ სამყაროს ეზიარება.
ქრისტიანულ სამყაროში ხატი ტაძრის და, შესაბამისად, რიტუალის განუყოფელი ელემენტია. არსებობს ჭედური, მოზაიკური, მინანქრის, სპილოსძვლის და ფერწერული ხატები. ფერწერული ხატის ხელოვნება, ანუ ხატწერა დაზგური მხატვრობის ერთ-ერთი სახეობაა.
თავდაპირველად ხატებზე მაცხოვარს, ღვთისმშობელს ან მოციქულთა და ცალკეულ წმინდანთა ფიგურებს გამოსახავდნენ. ქრისტიანული ხელოვნების განვითარებასთან ერტად გაჩნდა ხატები, რომლებზეც სახარების სიუჟეტები იყო ასახული. ზოგჯერ წმინდანის გამოსახულების გარშემო მისი ცხოვრების სცენებსაც ხატავდნენ.

ხატწერის ტექნოლოგია
ხატები უმეტესწილად ეკლესია-მონასტრების ხატწერის სახელოსნოებში იქმნებოდა, თვით ხატმწერნი კი ბერები იყვნენ. ფერწერული ხატი საგანგებოდ დამუშავებულ ხის ფიცარზე ტემპერის, ზოგჯერ ცვილის, მოგვიანებით კი, ზეთის საღებავებითაც სრულდებოდა. გრუნტით დაფარულ ფიცარზე გამოსახულების მონახაზი გადაჰქონდათ. ზოგჯერ გამოსახულებათა შარავანდებზე და ფონზე ოქროს უთხელეს ფირფიტებს სპეციალური ხსნარით ამაგრებდნენ განსაკუთრებული ელვარების ეფექტის მისაღწევად. შემდგომ თავად გამოსახულებების თანმიმდევრულ ხატვას იწყებდნენ. ამ სამუშაოს დამთავრების შემდეგ ხატზე წარწერები კეთდებოდა. მხატვრობის დასაცავად ხატის ზედაპირს კანაფის ან სელის ზეთით ფარავდნენ. მიწისა და მინერალურ საღებავებს ხატმწერები კვერცხის გულის და ღვინის (ან ძმრის) ხსნარზე ამზადებდნენ.

წინა «
შემდეგი »