როგორ განვსაზღვროთ ჩვენთვის შესაფერისი სამუშაო?

  • Creed
  • მაისი 30, 2014

სამსახური-ihow.geცხოვრების მთავარი პრობლემაა – შესაფერისი სამსახურის შერჩევა. რთულია მივხვდეთ თუ რისთვის დავიბადეთ, თუ ვინ გვინდა გამოვიდეთ. ეხლა მე შევეცდები მოგეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში.

წარმოგიდგენთ შემდგომ გეგმა. თუ ამ გეგმიდან ერთ-ერთი პუნქტს თქვენ უკვე უპასუხეთ, მაშინ შეგიძლიათ იგი გამოტოვოთ.
1) საკუთარი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები;
2) სამუშაოს სახე;
3) სამუშაო გრაფიკი;
4) ოჯახური მდგომარეობა;
5) ანაზღაურება.

1) საკუთარი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები.
ადამიანი დაბადებიდან იჩენს ინტერეს რაღაცის მიმართ. ზოგს უყვარს რაღაცის შეკეთება, ზოგს აშენება, ზოგს კი მომზადება. იმისათვის რომ გავარკვიოთ თუ რომელი სამსახური იქვენბა ყველაზე ახლოს გულთა, უნდა გავარკვიოთ თუ რისკენ გვაქვს მიდრეკილება და ინტერესი. თუ თქვენ გიტაცებთ სპორტი – შეგიძლიათ გახდეთ სპორტსმენი ან ტრენერი; თუ გიყვართ წერა – შეგიძლიათ გახდეთ ჟურნალისტი; თუ გიტაცებთ ფოტოგრაფია – მაშინ ფოტოგრაფი. თქვენ უნდა გაარკვიოთ თუ რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად. ზოგჯერ შეხვდებით პრობლემას, როდესაც ერთ-ერთი სამუშაოს არჩვევის დროს, თქვენ უპირატესობას ანიჭებთ რამოდენიმეს ერთად, ამ შემთხვევაში წავიკითხოთ შემდგომი პუნქტები.

სამუშაო-გრაფიკი-ihow.ge2) სამუშაოს სახე/ფორმა.
სამუშაოს სახის ქვეშ ვგულისხმობ იმას თუ როგორ გსურთ იმუშაოთ, თავისუფალი გრაფიკით ან მჭიდრო გრაფიკით. ამ ყველაფერს აქვს თავისი პლიუსებიც და მინუსებიც.
მოქნილი გრაფიკით მუშაობა:
-ფიქსირებული ანაზღაურება და დაწინაურების პერსპექტივა.
-მუდმივი რეჟიმი, როგორ თქვენთვის, ასევე საკუთარი ჯანმრთელობისათვის. ასე თქვენ გამოიმუშავებთ რეჟიმს რაც დასარღვევად რთული იქნება.
მოუქნელი სამუშაო გრაფიკი:
-არ გაქვთ მუდმივი განრიგი, იღვიძებთ როცა გინდათ და მუშაობთ როცა გინდათ.
-ხშირად სამუშაოს ასეთი ტიპი, სახლში ჯდომას გულისხმობს.

3) სამუშაო გრაფიკი.
აქ უნდა არჩიოთ თუ რა გრაფიკით გსურთ მუშაობა. მაგილითად : თქვენ გინდად აირჩიოთ სამუშაო ღამის სმენით და ა.შ. აქ ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან თქვენ თვითონაც გაერკვევით.

4) ოჯახური მდგომარეობა.
თქვენ შეიძლება გაიცინოთ, მაგრამ ეს ყველაზე დიდ ზეგავლენას მოახდეს სამსახურზე. გაინტერესებთ თუ როგორ?
ყველაფერი მარტივია! მაგალითად თქვენ არ ხართ დაოჯახებული, მაშინ თქვენ სამსახურს შეგიძლიათ დაუთმოთ ულევი დრო და შეგიძლიათ იმუშაოთ როგორც გაგიხარდებათ.
თუ თქვენ გსურთ დაოჯახდეთ. მაშინ მე არ გირჩევთ ბევრი დრო დაუთმოთ სამსახურს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახს. თუ თქვენ ხართ ოჯახის კაცი, მაშინ თქვენ დაგჭირდებათ შესაფერისი გრაფიკი, რომელიც ხელს არ შეგიშლით ოჯახთან დროის გატარებაში .

ულევი-შრომა-ihow.ge5) ანაზღაურება.
ანაზღაურება – რაც ყველაზე მთავარია. აქ ყველაფერი დამოკიდებული თქვენს შესაძლებლობებზე. რისი კეთებაც შეგიძლიათ, შესაფერის ანაზღაურებას იმსახურებთ. თუ გსურთ მაღალი ანაზღაურება, მაშინ მოგიწევთ გაწიოთ ულევი შრომა და იპოვოთ კარგი სამსახური.

გისურვებთ წარმატებებს სამსახურის პოვნაში!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.