როგორ გვქონდეს შესანიშნავი წვეულება?

  • An'na
  • იანვარი 8, 2018

გინდა, რომ გაატარო ძალიან კარგი დრო? მოაწყო წვეულება არის შესანიშნავი გზა იზეიმო ცხოვრება და გაერთო მეგობრებთან ერთად! ისწავლე როგორ უნდა აირჩიო წვეულების თემა, რა სახის მასალები – საჭმელი და სასმელი – დაგჭირდება და აქტივობები წვეულების დროს. ეს სტატია ხსნის თუ როგორ უნდა მოვაწყოთ შესანიშნავი წვეულება და შევქმნათ ისეთი მოგონებები, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ.

1. დაგეგმე ვინ, რა, როდის, სად და რატომ

1. იფიქრე შენი წვეულების მიზეზზე.

არის ეს წვეულება იმისთვის, რომ იზეიმო შენი დაბადების დღე ან საერთაშორისო დღესასწაული (მაგალითად ახალი წელი ან ჰელოუინი)? ან შესაძლოა უბრალოდ გინდა კარგად გაატარო პარასკევი საღამო შენს მეგობრებთან ერთად. უნდა იფიქრო ნივთებზე თითოეული მიზეზისთვის: დეკორაცია, თემა ტანსაცმლისთვის, ადგილი, საჭმელი, სასმელი, ვინ და რამდენი ხალხი უნდა მიიწვიო.

  • დაბადების დღის წვეულება: ყველაზე ხშირად დიდ წვეულებებს აწყობენ 10-12,16,18 და 21 წლის ასაკში.
  • სადღესასწაულო წვეულება: ასეთ წვეულებებს აწყობენ საერთაშორისო დღესასწაულებზე. ახალი წელი ან ჰელოუინი არის ყველაზე ცნობილი დღესასწაულები, რომლებიც უნდა აღინიშნოს გიჟური წვეულებით!
  • აფთერ-ფართი: აფთერ-ფართი არის უბრალოდ წვეულება, რომელიც იმართება რაიმე კონცერტის ან შოუს შემდეგ.
  • სპორტის წვეულება: სპორტის წვეულება ძირითადად მიმდინარეობს ფინალების შემდეგ ან სპორტის სეზონის გახსნისას.
  • სახლის წვეულება: სახლის წვეულება არის ძალიან მარტივი, შენ უბრალოდ უნდა მოაწყო მარტივი წვეულება და გაერთო მეგობრებთან ერთად. ასეთი წვეულებები ძირითადად კეთდება პარასკევს ან შაბათს.

2. გაითვალისწინე ასაკი.

ნებისმიერი წვეულებაში საჭიროა გაითვალისწინო ასაკის ლიმიტი. მაგალითად წვეულება 16 წლის ბავშვებისთვის განსხვავდება ახალი წლის წვეულებისგან. როდესაც აწყობ წვეულებას იმისთვის ვინც არის 18 წელს ქვევით ეს წვეულება უნდა იყოს “სუფთა”. ან უკეთესი გზაა მოაწყო წვეულება ისეთ ადგილას, სადაც აწყობენ თინეიჯერულ წვეულებებს მაგალითად: გასართობი პარკი, პიცის რესტორანი და ა.შ.

  • დამსწრეების ასაკმა შეიძლება გადაწყვიტოს ყველაფერი. ცოტა სტუმარი უნდა გყავდეს ისეთი ვისაც მოვლა სჭირდება(წარმოიდგინე 20 8-წლის ბავშვი შენ სახლში მორბენალი), წვეულებაზე უნდა გააკეთო დაგეგმილი აქტივობები, და წვეულების ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს თუ სტუმრები პატარები არიან.

3. იფიქრე ადგილზე.

აუცილებლად იფიქრე სად მოაწყობ ამ მხიარულებას. მაგალითად შენს სახლში, მეგობრის სახლში, ბარში/კლუბში, რესტორანში და ა.შ.

  • თუ წვეულებას აწყობ შენი მეგობრის ან შენს სახლში დარწმუნდი, რომ მეზობლებს არ ექნებათ პრობლემა იმაზე, რომ შენ ჩართავ ხმაურიან მუსიკას და იქნება ხალხმრავლობა.
  • თუ აწყობ წვეულებას ბარში, კლუბში ან რესტორანში ანუ ისეთ ადგილას, რომელსაც ყავს მენეჯერი აუცილებლად დარეკეთ მისვლამდე, რათა გაარკვიოთ რამდენი ადამიანია დაშვებული.

4. განსაზღვრე სტუმრების სია.

დარწმუნდი, რომ ჯერ დაპატიჟებ შენს უახლოეს მეგობრებს უბრალოდ ნაცნობებამდე. თუ აწყობ დიდ წვეულებას შეგიძლია ნება მისცე შენს სტუმრებს დაპატიჟოს ის ვისაც შენ იცნობ ან არა. ეს იქნება ცოტათი სარისკო, რადგან თქვენ არ გეცოდინებათ ვის მოიყვანს თქვენი სტუმარი, მაგრამ ეს არის ასევე კარგი გზა გაიცნო ახალი ხალხი.

  • დაპატიჟე ოჯახის წევრებიც (მაგრამ შენ ასაკთან ახლოს მყოფები). შენ იმედია არ გინდა გააცნო შენ ბებიას შენი ახალგაზრდა მეგობარი წვეულებაზე.

5. შეჯერდი სტუმრების მაქსიმუმ რაოდენობაზე.

თუ არ იცნობ ბევრ ხალხს შენი სტუმრების სიაც იქნება პატარა და არ მოგიწევს ამაზე ნერვიულობა. თუ იცნობ ბევრ ხალხს აირჩიე მაქსიმუმად 30 ადამიანი, ოღონდ არა იმ შემთხვევაში თუ სტუმრებს ერთი სტუმრის წამოყვანის უფლებას აძლევ.

2. დაგეგმე წვეულებისთვის საჭირო ნივთები

1. გადაწყვიტე გინდა თუ არა შენი წვეულება იყოს თემატური.

თემატური წვეულებები ეხმარება სტუმრებს იგრძნონ თავი კომფორტულად და ჩაერთონ წვეულებაში. ხანდახან ზოგიერთი ადამიანი ვერ არჩევს რა ჩაიცვას და ისინი წვეულებაზე თავს უხერხულად გრძნობენ. ასევე თემატური წვეულებები არის სახალისო! თუ აწყობ სადღესასწაულო წვეულებს უთხარი შენს სტუმრებს, რომ გამოეწყონ წვეულების შესაბამისად. თუ აწყობ სადღესასწაულო წვეულებას სახლში გამოიყენე ყველაზე ხშირი თემა: 1980-იანები, ბერძნული წვეულება, მასკარადი ან დასავლური წვეულება.

  • თუ ხარ 18-ის ან მეტი მოაწყვე “სექსუალური” კოსტიუმების წვეულება. ზოგი უფროსი ამერიკაში ამას მიიჩნევს, როგორც “კოსტიუმების წვეულებას” მხოლოდ უცხოელმა სტუდენტებმა შეიძლება არ იცოდნენ მისი ეს დამატებით მნიშვნელობა.

2. დაგეგმე საკვები.

წვეულების საკვები ძირითადად არის ტკბილი, მარილიანი, იაფი და ადვილად საყიდელი. ყველაზე ხშირია ნამცხვარი, ნაყინი, ჩიფსები, სალსა, კამფეტები, ბრაუნი და პატარა კექსები. მაგრამ შენ შეგიძლია შეცვალო ეს საჭმლები წვეულების მოტივთან ერთად. იყავი კრეატიული!

  • თუ გაქვს უფრო ფორმალური წვეულება შენს საჭმელს უნდა შეადგენდეს ყველი, პური და ბოსტნეული. ეს შენს წვეულებას მიმზიდველობას შემატებს.

3. არ დაგავიწყდეს სასმელი.

როცა გეგმავ, რომ დალიო წვეულებაზე არ უნდა იფიქრო მხოლოდ ლუდზე. მოიმარაგე ხილის პუნში, წყალი და სხვადასხვა სახის გაზიანი სასმელი. ალკოჰოლური სასმელის შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტია ლუდი, თანაც ის შეამცირებს ნაგვის რაოდენობას. პოპულარული წვეულების ლუდის სახეობებია “Guinness”, “Keystone”, “Pabst Blue Ribbon”, “Miller” და “Bud Light”. შენ ასევე უნდა გქონდეს ძლიერი ლიქიორი და ღვინო.

  • თუ შენს წვეულებაზე არის სასმელი, სტუმრები შენს პასუხისმგებლობაში არიან. უნდა დარწმუნდე, რომ შენს სტუმრებს მოაკითხავენ სახლში წასაყვანად ან საერთოდ იმაში, რომ ისინი კანონიერი მძღოლები არიან.

4. იყიდე დეკორაცია.

დეკორაცია ყოველთვის დამოკიდებულია წვეულების თემასა და მოტივზე. ძირითადად წვეულების დეკორაციები იყიდება ადგილობრივ ან ონლაინ მაღაზიებში (ონლაინ მაღაზიაში შედარებით იაფია). დარწმუნდი, რომ სახლი თემის მიხდვით მორთე. რაც უფრო მეტი, უფრო უკეთესი. თუ შენი სტუმრები თავს ნამდვილ ჯუნგლებში იგრძნობენ ან თავი 80-იანებში ეგონებათ, ისინი უფრო გაერთობიან.

5. შეამზადე შენი თავი მარაგით.

შენ გაქვს საჭმელი, სასმელი, დეკორაციები, კიდევ რა?

  • დასაწყისისთვის შეინახე საჭმელი და სასმელი კონტეინერებში საჭირო ტემპერატურაზე. დააწყვეთ საჭმელი დიდი რაოდენობით ლანგრებზე, თასებსა და თეფშებზე.
  • შენ უნდა შეინახო სასმელი ცივ ადგილას. შეგიძლია ლუდი და გაზიანი სასმელი ჩაალაგო ყინულიან თასში. ძლიერი ალკოჰოლური სასმელი და ბოთლში შენახული ლიქიორი კი უბრალოდ უნდა შეინახო გრილ ადგილას. არ არის საჭირო, რომ ღვინის ბოთლი გაიყინოს.
  • თუ გაქვთ ლუდი ან ღვინო კასრით ჩააბარეთ ის რომელიმე სანდო მეგობარს, რომ შეავსოს სტუმრების ჭიქები.
  • შენ დაგჭირდება ქაღალდის ან პლასტმასის ჭიქები, თეფშები და თასები. ნუ გამოიყენებ დედაშენის უძვირფასეს ჩინურ ჭურჭელს, რადგან ის აუცილებლად გაუტყდება ვინმეს.
  • ასევე იყიდე პლასტმასის ჩანგლები, დანები და კოვზები და შემდეგ გადააგდებ ჭიქებთან ერთად.

6. დაგეგმე აქტივობები.

როდესაც ისინი მოვლენ იქნებიან გაოცებულები შენი მორთულობით, არჩეული საჭმლით, სასმელით და დეკორაციებით, მაგრამ მათ მოუნდებათ რაიმე ახალი მას მერე რაც მობეზრდებოდათ აღფრთოვანება. აი რამდენიმე იდეა, რომ დაიწყოთ წვეულება:

  • ბილიარდი (თუ გაქვს ბილიარდის მაგიდა)
  • დარტსი
  • პინგ-პონგის მაგიდა
  • ლუდ-პონგის მაგიდა
  • მუსიკა და საცეკვაო ადგილი

7. შეარჩიე სწორი მუსიკა.

ალბათ კითხვა, რომელსაც შენ თავს ყველაზე ხშირად უსვამ არის რა მუსიკა უნდა იყოს შენს წვეულებაზე. შენ შეიძლება იცნობდე DJ-ს ,მაგრამ განვითარებულ სამყაროში, სადაც გამოგონებულია აიპადი შენთვითონ შეგიძლია გახდე შენი თავის DJ!

  • იფიქრე რა მუსიკა შეიძლება მოეწონოს ყველას. ან ჩართე სხვადასხვა ჟანრის სიმღერები და ყველა სტუმარი მოისმენს თავის საყვარელს ჟანრს. პოპულარული წვეულების სიმღერები არის რეპი, ჰიპ-ჰოპი, ელექტრო და ყველაფერი რაც სტუმრებს ააცეკვებს.

3. დარჩი ენერგიულად.

1. დაიცავი შენი სახლი.

30 ადამიანის შენს სახლში მოწვევისას, როცა თამაშობ ლუდ-პონგს ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას შენს რომაულ კოლექციას. რამე რაც არ გინდა, რომ შეეხონ, აირიოს ან დაიმტვრეს უნდა დამალო. ჩაკეტე ოთახის კარებები, რომელშიც არ გინდა რომ შევიდნენ.

  • შენ დაგჭირდება ნაგვის პარკები და დასასუფთავებელი ნივთები, ყველაფერი შეაგროვეთ და გაადვილეთ სახლის დასუფთავების პროცესი.
  • გქონდეს ალტერნატიული გეგმა წვეულების გასახალისებლად.

2. გაამზადე ყველაფერი.

სთხოვე რამდენიმე უახლოეს მეგობარს დაგეხმარონ სახლის წვეულებისთვის მომზადებაში. კარგია, რომ მარტო არ იქნებით, რადგან როცა არცთუ ისე კარგად ნაცნობი მეგობარი მოვა არ  შეიქმნება უხერხული სიტუაცია. მოსულ სტუმარს ანახე საჭმელი, სასმელი და გასართობი ადგილი, რათა თავი იგრძნოს კომფორტულად.

  • დარწმუნდი, რომ ყველას ვისაც დალევა უნდა აქვს სასმელი. იმ დონეზე აუწიე მუსიკას, რომ კომფორტულად გესმოდეს სტუმრების.

3. შეინარჩუნე სტუმრების მხიარულება.

დარწმუნდი, რომ ყველა სტუმარი კომფორტულადაა ერთმანეთთან და გააცანი ის სტუმრები შენს მეგობრებს, რომლებიც ჯერ არ იცნობენ მათ. შენ ასევე თავიდანვე უნდა დაიწყო აქტივობები და ჩართო მუსიკა რომ გააძლიერო წვეულების ატმოსფერო. შეამოწმე ლიქიორის სათავსო, რომ ვინმეს არ მოუვიდეს ზედმეტი. იმ ადამიანებისთვის ვინც არ იცნობენ ერთმანეთს მოიფიქრე სალაპარაკო თემა. ზუსტად ამიტომ ხარ მასპინძელი!

  • თუ წვეულება მიუახლოვდება დასასრულს თქვი, რომ უკვე გვიანია და დაიწყე დალაგება, მადლობა უთხარი ხალხს მოსვლისთვის ისინი მიხვდებიან მინიშნებას. თუ ვერა უთხარი, რომ წვეულება დამთავრდა! არაა აუცილებელი ისინი წავიდნენ სახლში მათ შეუძლიათ დარჩნენ შენს სახლში.
  • დარწმუნდი, რომ ყველა მივიდა სახლში. აქვთ მათ შენი ნომერი? შეუძლიათ ,რომ მართონ მანქანა? თუ არ შეუძლიათ ტარება გაქვს საწოლი ან დივანი, რომელზეც შეუძლიათ მოკალათება?

4. სთხოვე სხვებს დახმარება.

თუ შენი მისაღები ოთახი ალუმინის კონსერვებისა და დელიკატურად დალაგებული ქაღალდის თეფშების პირამიდებითაა გავსებული, უფრო ბევრი მიზეზი გაქვს იმისთვის, რომ სთხოვო სხვებს დახმარება. ეს მათი არეულობაცაა! თუ ნერვიულობ ამასთან დაკავშირებით მხოლოდ შენს უახლოეს მეგობრებს სთხოვე დახმარება, სანამ წავლენ. შენ მათ ასევე დაეხმარები, როცა ისინი იქნებიან მასპინძლები შემდეგ ჯერზე!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.