როგორ დავაგროვოთ ნახვები Youtube-ზე?

  • zviadii
  • დეკემბერი 4, 2014

youtube_logoინსტრუქცია შექმნილია ვიდეოჰოსტინგ youtube-ის მომხმარებლებისათვის. იუთუბის ყველა მომხმარებელი ოცნებობს, რომ მისი ვიდეო გახდეს პოპულარული. ამ ინსტრუქციის მეშვეობით ისწავლით რამდენიმე ეშმაკობას, რისთვისაც დაგჭირდებათ ექაუნთი იუთუბზე და კარგი ვიდეო.

პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თუ არ შედიხართ “იუთუბის საპარტნიორო პროგრამაში”, მაშინ ვიდეოს ნახვა არ მოგიტანთ შემოსავალს. თუმცა ბევრს მაინც უნდა გახადოს თავისი ვიდეო პოპულარული (ზოგიერთს სატრაბახოდ და ზოგსაც შემდგომში ფულის საშოვნელად).

რა თქმა უნდა შეგიძლიათ “დაატრიალოთ” ნახვები სხვადასხვა საიტების მეშვეობით, მაგრამ ეს ფული ღირს და შესაძლოა დაგბლოკონ კიდეც. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ კანონიერ ხერხს.

დასაწყისისასთვის გადაიღეთ კარგი ვიდეო, ეს შესაძლოა იყოს თქვენი საკუთარი ინტერნეტ შოუ, უბრალოდ სასაცილო ვიდეო, რომელიც გადაიღეთ ქუჩაში ან სადმე სხვაგან, თუნდაც კონცერტის ვიდეო, ნაწყვეტები ტელეგადაცემებიდან და ა.შ. მთავარია სხვის მიერ არ იყოს უკვე ატვირთული.(ამის გასაგებად გამოიყენეთ ძიება). შემდეგ დარეგისტრირდით Youtube-ზე და დააჭირეთ ღილაკს ვიდეოს დამატება.

გამოჩნდება ვიდეოს ჩატვირთვის ფანჯარა. აირჩიეთ თქვენი ვიდეო, ახლა იწყება ყველაზე მთავარი, თავდაპირველად შეუცვალეთ ვიდეოს სახელი ისე, რომ იგი შეესაბამებოდეს შინაარსს და ამავე დროს იპყრობდეს ყურადღებას (მაგალითად გაქვთ ვიდეო რომელშიც ვიღაც სასაცილოდ ეცემა, მსგავსი ვიდეოები პოპულარულია იუთუბზე და ეწოდება FAIL-ები, დაარქვით ვიდეოს ინგლისურად და ქართულად ამგვარად “სასაცილო ფეილი/Funny FAIL” ახლა ამ ვიდეოს ნახავს არა მარტო ქართველი მომხმარებელი), მეორე ნაბიჯი ესაა ტაგები. გამოიყენეთ პოპულარული ტაგები როგორიცაა ხუმრობა, სენსაცია და მსგავსი (იუთუბზე ტაგები იწერება მძიმეების გარეშე), ახლა შეგიძლიათ შეინახოთ ვიდეო.

შემდეგი ნაბიჯი – პოპულარიზაცია “დატრიალება”. გახსოვდეთ, რომ იუთუბზე ერთი ადამიანის მიერ ნახვა ჩაგეთვლებათ 350-ჯერ. (ეს ნიშნავს, რომ თუ ნახავთ ვიდეოს 350-ჯერ, შემდეგი ნახვები აღარ ჩაითვლება), ასე რომ თხოვეთ მეგობრებსა და ნაცნობებს ხშირად ნახონ თქვენი ვიდეოები (ამისათვის საჭიროა დააჭირონ მაუსის მარჯვენა ღილაკს ბრაუზერ ოპერაში და აირჩიონ “Reload every” , შემდეგ custom და შეიყვანონ 0 წუთი 1 წამი), თუ თქვენი 10 მეგობარი დატოვებს ფანჯარას განახლებით რამდენიმე წუთით, მაშინ თქვენ უკვე გექნებათ 3500 ნახვა. მთავარია გახსოვდეთ ნახვები გამოჩნდება მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდგომ.

შემდეგი ნაბიჯია ფორუმებზე “დატრიალება”. თუ დარეგისტრირებული ხართ რომელიმე პოპულარულ ფორუმზე და აქტიური წევრი ხართ, მაშინ დაამატეთ ბმული თქვენს ვიდეოზე, მთავარია დამალოთ ბმული BB კოდით ისე, რომ ბმულის ნაცვლად იყოს წარწერა მაგალითად “არ დააჭიროთ” (ეს უფრო მეტ მომხმარებელს მიიზიდავს, რადგან აკრძალული ხილი უფრო ტკბილია), ესეც დამატებით დაგეხმარებათ 1000-5000 ნახვის მოგროვებაში.

კიდევ ერთი ხერხი – სოციალური ქსელები. თუ საკმაოდ ბევრი მეგობარი გყავთ სოც. ქსელებში, გამოიყენეთ ღილაკი “გაზიარება” Youtube-ზე და თხოვეთ მეგობრებს მათაც გააზიარონ. სულ ეს იყო, თუ თქვენ გამოიყენებთ ყველა ამ მოქმედებას, ადვილად შეძლებთ ახვიდეთ 10000-20000 ნახვაზე.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.