როგორ დავადგინოთ ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება?

  • ihow.ge
  • ივნისი 22, 2018

ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელებაყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება არის ვირუსული დაავადება, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებშიც. ცხოველების შემთხვევაში ავადდებიან როგორც შინაური და გარეული ძუძუმწოვარი ცხოველები, ასევე მღრღნელებიც (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ძაღლი, თაგვი და ა.შ).

ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება

სიმპტომები

ადამიანებში დაავადების საწყისი სიმპტომია მოულოდნელი შემცივნება, ასევე სხეულის ტემპერატურის აწევა 39-40°С–მდე, იწყება კუნთების და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ვითარდება სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუებიდან (ცხვირი, ღრძილები, საშვილოსნო, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი).

დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. ზოგადად ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელების სიკვდილიანობა 30-40 %-ია. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან, ასევე პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.

ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ცხოველს კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება, მაგრამ ვირემიის პერიოდში (სისხლში ვირუსის ყოფნისას, ინფიცირებიდან 1-14 დღის განმავლობაში) დაავადების გამავრცელებელია.

დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. დაგვიანებული მკურნალობა შესაძლოა დასრულდეს სიკვდილით.

გავრცელება

დაავადება ძირითადად ვრცელდება ტკიპების (Hyalomma სახეობა) საშუალებით, რომელთაც შეხება ქონდათ დაავადებულ ცხოველთან ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ ცხოველს (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა და სხვა), რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ – ადამიანს. ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდგომ 1-9 დღეში (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება), ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3-14 დღეში (ცხოველის დაკვლის დროს).

Hyalomma-ს ტკიპების ცხოვრების ციკლიდან გამომდინარე, დაავადების შემთხვევები ძირითადად აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.

შესაძლო მკურნალობა

ცხოველების ორგანიზმში ვირუსის მოკლე პერიოდის განმავლობაში ცირკულირების და კლინიკური ნიშნების არ არსებობის გამო ცხოველები მკურნალობას არ ექვემდებარებიან.

ადამიანებში ადრეული მკურნალობა კეთილსაიმედოა.

კვლევებისათვის ლაბორატორიაში იგზავნება სისხლის ნიმუშები, დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება იმუნოფერმეტური ანალიზი.

პრევენცია და კონტროლი

  • ხშირად დაამუშავეთ ცხოველები და მათი სადგომები ინსექტოაკარიციდული (ტკიპების საწინააღმდეგო) საშუალებებით;
  • იმ ტერიტორიაზე, სადაც მაღალი ბალახის საფარია, მიზანშეწონილია ატაროთ გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, გრძელი შარვალი და დახურული ფეხსაცმელი ან ჩექმა;
  • სახლში დაბრუნებისას შეამოწმოთ ტანსაცმელი და სხეული ტკიპის არსებობაზე;
  • ცხოველებს ტკიპები მოაშოროთ ხელთათმანის და პინცეტის გამოყენებით, მოცილებისას შეეცადეთ არ გაჭყლიტოთ ტკიპები;
  • მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს;
  • დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიური ვაქცინა არ არსებობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ადგილი ქონდა ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანების დაავადების ფაქტს სააგენტო ატარებს ვექტორების (ტკიპების) საწინააღმდეგოდ ცხოველების და მათი სადგომებისა ინსექტოაკარიციდებით დამუშავებას.

წყარო:
http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs208/en/
http://www.cfsph.iastate.edu/Factsheets/pdfs/crimean_congo_hemorrhagic_fever.pdf
www.ncdc.ge

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.