როგორ დავადგინოთ შოკოლადის ხარისხიანობა?

  • pkzeze
  • მაისი 20, 2013

chocolate_iHOW.GEსტატისტიკა გვამცნობს რომ მთელ მსოფლიოში შოკოლადი ძალიან ბევრს უყვარს. მათ შორის მამაკაცების 25%-ს, ქალების 40%-ს და ბავშვების 35%-ს.
შოკოლადი წვადი ნივთიერებებისგან შედგება. ის შეიძლება “ავანთოთ”, უფრო მეტიც – სითბო, რომელიც ერთი ფილა შოკოლადის წვისას გამოიყოფა, საკმარისია ერთკვერცხიანი ერბოკვერცხის შესაწვავად.
რა ნივთიერებებს შეიცავს შოკოლადი?

კარგი ხარისხის შოკოლადი აუცილებლად შეიცავს ძირითად ნივთიერებებს: კაკაოს ცხიმს, კაკაოს ფხვნილს და შაქარს. სანამ შოკოლადს დააგემოვნებდეთ დაათვალიერეთ მისი ეტიკეტი. რა ნივთიერებებს შეიცავს იგი? არის მასში არომატიზატორები ან სხვა დანამატები?

შეიცავს შოკოლადი ძირითად ნივთიერებებს იმ რაოდენობით, რაც ეტიკეტზეა მითითებული?

ეს შეიძლება გავარკვიოთ ცდით. ხომ ვიცით, რომ ზოგიერთი ნივთიერება იხსნება წყალში, ზოგიერთი კი არა. შოკოლადის შემადგენელი ნივთიერებებიდან შაქარი წყალში გაიხსნება, კაკაოს ცხიმი კი – აცეტონში.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.