როგორ დავადოთ პაროლი კომპიუტერს

  • lasha117
  • დეკემბერი 28, 2011

თუ თქვენ გაქვთ პირადი კომპიუტერი, სადაც ისეთი ინფორმაციას ინახავთ, რომელიც არ გინდათ სხვებმა ნახონ ან გამოიყენონ და არ იცით როგორ დაიცვათ ეს ინფორმაცია, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის. ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ უნდა დავადოთ პაროლი კომპიუტერს.

 

კომპიუტერზე პაროლის დადების ინსტრუქცია:

 

1. შედით Control Panel-ში.

 
2. მოძებნეთ ჩამონათვალში მენიუ User Accounts.

 

 
3. შესვლის შემდეგ აირჩიეთ ანგარიში, რომელზეც გსურთ პაროლის დადება.

 

 
4. არჩევის შემდეგ დააჭირეთ Create A Password-ს.

 

 
5. შეიყვანეთ სასურველი პაროლი და ქვემოთა ველში დაამოწმეთ იგი.

 

 
ეს არის თქვენი ინფორმაციის დაცვის ერთ-ერთი ხერხი, რა თქმა უნდა არსებობს სხვა ხერხებიც, მაგრამ თუ თქვენს ინფორმაციაზე არ ნადირობენ სხვადასხვა ორგანოები ან კომპანიები და მხოლოდ მეგობრებს ან ოჯახის წევრებს უმალავთ თქვენს კომპიუტერში განთავსებულ ფაილებს, მაშინ აღნიშნული ხერხი საიმედოობის თვალსაზრისით სრულიად საკმარისია.

წინა «
შემდეგი »