როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?

  • gudashvili
  • აპრილი 30, 2015

ფოლდერის დაპაროლებაალბათ ხშირად შეგქმნიათ დისკომფორტი, როდესაც თქვენი ოჯახის წევრებს ან სულაც მეგობრებს უსარგებლიათ თქვენი კომპიუტერით და შესულან ფოლდერში, სადაც ინახავდით პირადულ ფაილებს და შეგქმნიათ უხერხული მდგომარეობა. გასწავლით როგორ დაიცვათ კომპიუტერი ყოველგვარი პროგრამებისა და თავის მტვრევის გარეშე.

შევქმნათ ფოლდერი და პირობითად დავარქვათ OnlyMe. შევიდეთ ამ ფოლდერში და შევქმნათ ახალი ტექსტ დოკუმენტი. თუ არ იცით როგორ შექმნათ ახალი ტექსტ დოკუმენტი მიყევით ინსტრუქციას:

ფოლდერის დალუქვა

დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს ნებისმიერ ადგილას (ფოლდერში) >> აირჩიეთ New >> ჩამონათვალში იპოვეთ Text Document

ტექსტური დოკუმენტი

ამის შემდეგ გახსენით უკვე შექმნილი დოკუმენტი და შიგნით ჩააკოპირეთ შემდეგი ტექსტი:

cls
@ECHO OFF
title Folder Private
if EXIST "HTG Locker" goto UNLOCK
if NOT EXIST Private goto MDLOCKER
:CONFIRM
echo Are you sure you want to lock the folder(Y/N)
set/p "cho=>"
if %cho%==Y goto LOCK
if %cho%==y goto LOCK
if %cho%==n goto END
if %cho%==N goto END
echo Invalid choice.
goto CONFIRM
:LOCK
ren Private "HTG Locker"
attrib +h +s "HTG Locker"
echo Folder locked
goto End
:UNLOCK
echo Enter password to unlock folder
set/p "pass=>"
if NOT %pass%== SheniParoli goto FAIL
attrib -h -s "HTG Locker"
ren "HTG Locker" Private
echo Folder Unlocked successfully
goto End
:FAIL
echo Invalid password
goto end
:MDLOCKER
md Private
echo Private created successfully
goto End
:End

შემდეგ ამ დაკოპირებულ ტექსტში იპოვეთ სიტყვა SheniParoli, რომელიც სპეციალურად მუქად გამოვყავი რათა უკეთ დაგენახათ, წაშალეთ და დაწერეთ თქვენთვის სასურველი პაროლი (!!!გაფრთხილება !!! ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი პაროლი, რომელიც არ დაგავიწყდებათ და რომელიც არ იქნება მარტივად ხელმისაწვდომი თქვენი მეგობრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის).

მაშ ასე, საქმის 90 % უკვე შესრულებულია. ახლა მოვახდინოთ ამ ტექსტ დოკუმენტის დასეივება შემდეგნაირად:

სულ ზემოთ მარცხნივ იპოვეთ File >> შემდეგ Save As… >> File Name-ში მიუთითეთ locker.bat ხოლო Save as type-ში All Files.

ფოლდერის დალუქვა

 

არ დაგავიწყდეთ ამ უნაკასნკელი მოქმედების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ფაილის ჩვენთვის სასურველ ფორმატში დასეივება !!!

როგორც ხედავთ, შეიქმნა ახალი ფაილი locker სხვაგვარი ხატულა (icon)-ით.  შეგიძლიათ New Text Document  წაშალოთ და სავალდებულოცაა რომ წაშალოთ, რადგან შიგნით შეიძლება ცნობისმოყვარე ადამიანმა თვქენი პაროლი აღმოაჩინოს.

დააწკაპეთ ორჯერ locker-ს. ინგლისურად გეკითხებათ: “გინდათ, რომ ფოლდერს პაროლი დავადო?”

შენახვა

ჩაწერეთ Y და დააჭირეთ კლავიატურაზე Enter-ს. თქვენი ფოლდერი უკვე დაცულია. ახლა ისღა დაგრჩენიათ ისევ დააჭიროთ locker-ს და ჩაწეროთ თქვენი პაროლი, რომელიც მიუთითეთ და აღმოაჩენთ, რომ გამოჩნდება ფოლდერი სახელით Private. ეს ის ფოლდერია სადაც თქვენ ამიერიდან შეგიძლიათ შეინახოთ ის პირადი ფაილები, რომელსაც ვერავინ მიაგნებს თქვენს გარდა.

P.S. დაიმახსოვრეთ აუცილებლად, ამ ფოლდერში მუშაობის და ფაილების შენახვა/წაშლის თუ მსგავსი ოპერაციების შემდეგ, კვლავ დააჭიროთ locker ფაილს > ჩაწერეთ Y და დააჭიროთ Enter-ს რათა კვლავ მოხდეს ფოლდერის დალუქვა. ეს თუ დაგავიწყდათ, იგივეა რაც თქვენს ოფისში სეიფი გააღოთ, ფული შეინახოთ და დახურვა დაგავიწყდეთ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ უსაფრთხო ცხოვრებას.

წყარო: http://www.howtogeek.com/105633/how-to-create-a-password-protected-folder-without-any-extra-software/
წინა «
შემდეგი »

No matter where we were born, the matter is that We Moved To Tbilisi =)))

  • googleplus

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.