როგორ დავადოთ პაროლი iPad-ს

  • lasha117
  • იანვარი 29, 2012

iPad – ი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, მაგრამ ეს გამოწვეულია არა მისი საჭიროებით არამედ იმით, რომ თუ iPad-ი გიჭირავს ე.ი შენ ჩვეულებრივ მოკვდავზე მაღლა დგახარ და არ მიეკუთვნები დაბალი დონის ადამიანებს.

იმ ადამიანთა უმრავლესობამ ვისაც iPad-ი აქვს, არც კი იციან მისი სრულყოფილად გამოყენება და მხოლოდ რამოდენიმე ფუნქციაში ერკვევა. 

მოცემულ სტატიაში საუბარი იქნება iPad – ის ერთ-ერთ მარტივ ფუნქციაზე, რომელიც მცირეოდენით წინ წაგწევთ, რათა უკეთ შეიცნოთ თქვენს ხელთ არსებული ხელსაწყო (რა თქმა უნდა ზოგიერთებს ეს არ ესაჭიროებათ). საუბარია iPad – ის პაროლით დაცვაზე.

iPad – ის პაროლით დაცვა ნიშნავს იმას, რომ თქვენ იცავთ თქვენს ინფორმაციას არასასურველი ხალხისგან, რომელთაც შეიძლება შემთხვევით ხელში ჩაუვარდეს თქვენი iPad-ი.

iPad – ზე პაროლის დადების ინსტრუქცია:


1. გახსენით Settings app და დააჭირეთ General Settings;


2. დააჭირეთ Turn Passcode On;

3. აირჩიეთ სასურველი 4 ციფრიანი პაროლი;

4. შეიყვანეთ თქვენს მიერ შერჩეული 4 ციფრიანი პაროლი კიდევ ერთხელ;

5. მას შემდეგ რაც ამას გააკეთებთ, პაროლი უკვე ძალაშია.

ტერმინები რომლებიც უნდა იცოდეთ iPad – ზე პაროლის დადებისას

  • Turn Passcode Off – პაროლის გათიშვა;
  • Change Passcode პაროლის შეცვლა;
  • Require Passcode – რამდენი ხნით დარჩეს iPad – ი აქტიური, სანამ პაროლის შეყვანას მოითხოვს;
  • Picture Frameაირჩიეთ ON თუ გნებავთ ვირტუალური სურათის ფანჯრის (Picture Frame) გააქტიურება;
  • Erase Dataაირჩიეთ ON თუ გნებავთ, რომ ათჯერ არასწორად შეყვანილი პაროლის შემდეგ წაიშალოს ყველა მონაცემი და ინფორმაცია, რომელიც iPad – ში გაქვთ.
წინა «
შემდეგი »