როგორ დავაკონსერვოთ ხილი?

  • An'na
  • იანვარი 26, 2016

მზადაააარ აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა ბაღი ან მოგიტანეს რამდენიმე ტომარა ხილი მეზობლებმა. ისინი მაინც ვერ შეინახება ცოცხლად დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ არსებობს სამი ძორითადი მეთოდი,როგორ შევინახოთ ხილი ცოცხლად: გაყინვა, დაკონსერვება ან გამოშრობა. ამ სტატიაში ამ სამი მეთოდიდან მოგიყვებით დაკონსერვებაზე, მაგრამ არ შევეხებით გაყინვასა და გამოშრობას.

 

ინგრედიენტები:

  • ხილი
  • შაქარი
  • წყალი
  • ლიმონის წვენი ან ვიტამინი C

ნაბიჯები:

1. ამოირჩიეთ ხილი,რომელიც გინდათ, რომ შეინახოთ. მნიშვნელოვანია, რომ ხილი იყოს მწიფე და არ იყოს დაზიანებული. აირჩიეთ მეთოდი რომლითაც გინდათ შეინახოთ ხილი. თუ თქვენ  აირჩევთ გაყინვის მეთოდს, მაშინ ხილი დაკარგავს ხარისხს. მაგრამ თუ თქვენ გჭირდებათ ხილი პეროგისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გაშრობის მეთოდი უხდება უხეშ ხილს, მაგალითად: ატამს, გარგარს, ყურძენს და ა.შ. თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ თქვენ ასევე შეგიძლიათ გააშროთ ვაშლი და ბანანი. ეს სტატია მოგიყვებათ დაკონსერვებაზე.

2. აირჩიეთ ხილი, მაგალითად როგორებიცაა ვაშლი, ატამი და მსხალი. ისინი უფრო ადვილი მოსამზადებელია, ვიდრე სხვა რბილი ხილი, მაგალითად ლეღვი, ქლიავი და ა.შ.

3. გათალეთ ხილი. ამისატვის გამოიყენეთ სპეციალური ხილის და ბოსტნეულის დანა. ეცადეთ,რომ ხილს კანი მოაცალოთ თხლად. არ არის საშიში თუ ცოტა კანი დარჩება ხილზე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სქლად გათლით და კანს გააყოლებთ ბევრ ხილს მაშინ ნაკლები ხილი დაგრჩება დასაკონსერვილებლად.

  • თქვენ შეგიძლიათ რბილ ხილს მარტივად მოაცალოთ კანი. მაგალითად ატამს ან პომიდორს. ჩადეთ ის ადუღებულ წყალში 30-60 წამი, შემდეგ გადმოიღეთ საწურში და გადაავლეთ ცივი წყალი. კანი თვითონ გასკდება და მოცილდება. შეგიძლიათ დაამთავროთ პროცესი დანით.

ვაშლი

4. გაჭერით ვაშლი შუაზე, მოაჭერით კურკები და ყუნწი. თუ თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ გამოგივათ ორი სუფთა ხილის ნაჭერი. მოაჭერით გაფუჭებული ნაწილები. პომიდორი აუცილებლად უნდა დაკონსერვდეს მთლიანად. დაჭერით ხილი ნაჭრებად. თქვენ შეგიძლიათ დააკონსერვოთ ხილი ნახევრებით ან დაჭრილ ნაჭრებად,რომ შემდეგ გამოიყენოთ პეროგისთვის.

ნაჭრები

5. ჩაყარეთ ნაჭრები ქვაბში დაამატეთ 2,5 სმ-ზე წყალი და დადგით ცეცხლზე. დაამატეთ შაქარი გემოვნებისამებრ,მაგრამ საკმარისი,რომ სიროფი გამოვიდეს დასაკონსერვებელი. გამოიყენეთ ერთი ჭიქა შაქარი ერთ ლიტრა ხილზე. ან შეცვალოთ შაქრის რაოდენობა ხილის რაოდენობით და გემოვნების მიხედვით.

6. შეგიძლიათ დაამატოთ სანელებლები. თქვენ ხილს შეგიძლიათ დაამატოთ დარიჩინი,მაგრამ არ მოგივიდეთ ბევრი,რადგან ხილის კონსერვი იქნება ყავისფერი. მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე,შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს,რომ წყალი მაინც დუღდეს.

გაზი

7. სანამ, ხილი იხარშება გაზზე,მოამზადეთ ქილები და სახურავები. ქილები აუცილებლად უნდა იყოს კარგად გარეცხილები იქამდე,სანამ ჩავალაგებთ მასში ხილს და ჩავსხავთ სიროფს. დავალაგოთ ქილები სამუშაო ადგილას.

8. მოხარშეთ ხილი 2ო წუთის განმავლობაში. იმდენი ხანი უნდა ხარშოთ,სანამ ხილის წვენი არ გადაიქცევა სიროფად. გამორთეთ ცეცხლი და დადეთ ქვაბი ქილების გვერდით. გადმოიტანეთ ხილის ქვაბიდან ქილაში,ისე რომ შეივსოს ბოლომდე. თქვენ ამ პოცესისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს კოვზი.

ვაშლი

 

9. შეავსეთ ბანკები სიროფით და სახურავებამდე დატოვეთ 1 სმ. დაახურეთ სახურავი და მათი სტერილიზაციის მიზნით დახურული ბანკა გადმოატრიალეთ,სანამ ხილი ჯერ კიდევ ცხელია. უკეთესი შედეგის მისაღებად ქილები და სახურავები დაამუშავეთ კონსერვირებამდე.

სტერილიზაცია

10. ქილის დამუშავების დროს დარწმუნდით,რომ ქილების სახურავები მჭიდროდ არის დახურული. შემდეგ ჩაასხით ქვაბში წყალი და დადგით გაზზე ასადუღებლად. არის სპეციალური ქვაბები,მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ქვაბი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძირში ჩაუდებთ ბადეს,იმისათვის რომ ქილები გასკდეს.

ბადე

11. წყალი უნდა იყოს ქილაზე ერთი სანტიმეტრით მაღლა. დუღილის დრო დამოკიდებულია ქილის ზომაზე. ეს დუღილი გაანადგურებს ყველა დარჩენილ მიკრობს. მაგიდაზე გაფინეთ პირსახოცი,დადგით ქილები პირსახოცზე და გააციეთ. თუ რომელიმე ქილის სახურავი გამოსცემს ხმას,ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ ის კარგად არ დახუფეთ. ამიტომ ეს ქილა შეინახეთ მაცივარში შემდეგი გამოყენებისათვის.

12. გაწმინდეთ ქილები და სახურავები წყლისგან და დადგით გრილ,მშრალ ადგილას.

მზადაა

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.