როგორ დავალევინოთ ბავშვს რძე საწოვარადან?

  • natinati
  • ივლისი 21, 2014

ბავშვის კვებათავდაპირველად ახალშობილს დაბადებიდან 12 საათის შემდეგ აჭმევენ, თუმცა თუ ნამდვილად შია, უფრო ადრეც შეიძლება მისი გამოკვება. პირველად იგი ძალიან ცოტას ჭამს, დაახლოებით 10-20 გრამს და ნუ აიძულებთ მეტი მიირთვას, რადგანაც ამ ეტაპზე მისთვის ეს დოზა სრულიად საკმარისია. 1 კვირის შემდეგ ის შეძლებს უფრო მეტად ბევრი რძე დალიოს, მისი საჭმლის მომნელებელი სისტემისათვისაც ასე სჯობს.

როგორ უნდა დავალევინოთ ბავშვს რძე საწოვარდან? თავდაპირველად გამოვიღოთ რძით სავსე ბოთლი მაცივრიდან და შევანჯღრიოთ, რათა ნაღები და რძე ერთმანეთში აირიოს, შემდეგ ბოთლი თბილ წყალში ჩავდოთ რომ რძე გათბეს, ცოტახანში შევამოწმოთ რძის ტემპერატურა, რამოდენიმე წვეთი ხელის ზურგზე დავისხათ და მივხვდებით რამდენად გაცხელებულია რძე. თუ რძე საკმაოდ თბილია, მოვკალათდეთ სავარძელში მოხერხებულად და ბავშვი ისე დავიჭიროთ ხელში, როგორც ძუძუს წოვების დროს უჭირავთ ხოლმე. ბოთლი ისე დავიკავოთ, რომ საწოვარა მუდამ სავსე იყოს რძით. საერთოდ, ბავშვები, სანამ არ გაძღებიან, იქამდე საწოვარას თავს არ ანებებენ, თუმცა ზოგიერთი ბავშვი რძესთან ერთად ჰაერსაც ყლაპავს და ამის გამო ცოტახნით საწოვარასთვის თავის დანებება უწევს, რადგან ჰაერი კუჭში გროვდება და ჭამას უშლის. ამ დროს ბავშვი უნდა წამოვაყენოთ და დაბოყინების საშუალება მივცეთ. როგორც კი ბავშვი წოვას თავს დაანებებს და მაძღარი ჩანს, ნუღარ დააძალებთ, მან უკეთ იცის რამდენი უნდა ჭამოს.

კვების დროს სჯობს ბავშვი ხელში გვყავდეს. რადგანაც ბავშვისთვის კვება ყველაზე დიდი სიამოვნებაა, იგი ამ სიამოვნებას დედის სიახლოვესა და მის სახეს უკავშირებს და მთელი კვების განმავლობაში მას უყურებს.

kveba-ihow.ge

ხელოვნური კვების მთავარი ნაკლი ისაა, რომ დედა ხედავს რამდენი გრამი რძე დარჩა ბოთლში. ზოგიერთი ბავშვი ყოველ ჭამაზე ერთიდაიგივე რაოდენობის რძეს სვამს, ზოგი კი ხან მეტს ხან ნაკლებს. ნუ დავაძალებთ ბავშვს დალიოს ზედმეტი რძე, მაშინ როცა ეს მას არ სურს. ჩვენ ხომ ვენდობით ბავშვს, რომელიც ძუძუს წოვს, იმის მიუხედავად რომ ვერ ვხედავთ რამდენ გრამს მიირთმევს, მას შეუძლია ერთ ჭამაზე 300 გრამი რძე მოწოვოს, მეორეზე კი 150 და მაინც მაძღარი იყოს, ასევეა ხელოვნური კვების დროსაც. ეს გარემოება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ შემთხვევებში დაძალების დროს ბავშვი მადას ჰკარავს და საერთოდ უარს ამბობს საკვებზე.

დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვმა ყველაზე კარგად იცის რა რაოდენობის საკვებია საჭირო მისი ორგანიზმისათვის და ზუსტად იმდენს შეჭამს, რაც სჭირდება, არც მეტს და არც ნაკლებს და თუ მუდმივად დაძალების რეჟიმში გეყოლებათ, მომავალში ბავშვის უმადობა გარანტირებული გაქვთ და თუ უჭმელი იქნება ბავშვი და სიცოცლისუნარიანობას დაჰკარგავს ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებით, ამიტომ ასე რომ არ მოხდეს ჩემი რჩევა გაითვალისწინეთ.

რამდენ ხანს გამოგვადგება მაცივრიდან გამოღებული რძე? არც ისე დიდხანს. ოთახის ტემპერატურაზე რძე მალე ფუჭდება, მასში ბაქტერიები მრავლდება და ბავშვისთვის საზიანო ხდება. იმ შემთხვევაში თუ სადმე მივდივართ და რძე მიგვაქვს თან, რძის ტემპერატურის შესანარჩუნებლად გამოვიყენოთ თერმოსი. თუმცა, რომ არ ვიწვალოთ რძის გათბობაზე, დღეს აღარ არის ამის პრობლემა და იყიდება სხვადასხვა დასახელების ხსნადი რძეები, ეს არის რძის ფხვნილი, რომლის საჭირო რაოდენობასაც ვაზავებთ თბილ წყალში უშუალოდ ყოველი კვების დროს და რომლის დარჩენილი ნაწილის შენახვა და შემდგომ გამოყენება არ შეიძლება. ეს უფრო მარტივიცაა და მოსახერხებელიც.

წინა «
შემდეგი »

natia metskhvarishvili birth date:25.09.1989 graduted:ILIA STATE UNIVERSITY

  • googleplus

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.