როგორ დავამარცხოთ ტოტალიზატორი (VI ტური)?

  • ihow.ge
  • მაისი 8, 2014

ფულიეს უკვე მეხუთეე ტურია ტოტალიზატორის დამარცხების შესახებ, როგორც მოგეხსენებათ წინა 5 ტურიდან სამჯერ მოვიგეთ ორჯერ დავმარცხდით, წინა ტურები შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ:

გასული ხუთი ტურიდან 3-ჯერ, მოვიგეთ ორჯერ დავმარცხდით, სულ დადებული თანხა არის 9 ლარი და მოვიგეთ 20 ლარი, 5 ტურის შემდეგ +11 ლარი არ არის ცუდი, მაგრამ მოდით ცოტა გავღორდეთ და გავზარდოთ პირველი ფსონი, რაც გაზრდის წაგების ალბათობას, მოითხოვს უფრო დიდ ბიუჯეტს, ნერვებს სანაცვლოდ კი თუ გაგვიმართლა გაიზრდება ჩვენი მოგება.

წინა ტურებმა გვასწავლეს რომ:

წესი I: არ გავაკეთოთ ისეთი ფსონი, რასაც “მთელი მსოფლიო” ფიქრობს (უფრო გასაგებად რომ ვთვათ, რაც უფრო “დაგრუზულია” კონკრეტული პოზიცია უფრო დიდია იმის ალბათობა რომ ის გატყდეს);
წესი II: არ არის აუცილებელი ფსონი იმ გუნდზე გავაკეთოთ რომელიც ზოგადად უფრო ძლიერია და წინ არის სატურნირო ცხრილში, ხანდახან ისინი იგებენ ვისაც ეს უფრო ჭირდება;
წესი III: შეეგუეთ იმ აზრს რომ ყოველთვის ვერ მოიგებთ, შესაბამისად მზად იყავით წაგებისათვის როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფინანსურადაც.
წესი IV: შეიძლება ზედიზედ რამოდენიმე მარცხი განიცადოთ, მაგრამ არ უნდა მიეცეთ სასოწარკვეთილებას და ეს წარუმატებლობა მომავალი წარმატების საწინდრად უნდა აქციოთ.
მეხუთე ტური

წინა ტურის ბილეთი

წინა ტურებში არჩეული სტრატეგიიდან გამომდინარე ახლანდელ ბილეთზე უნდა დავდოთ 1 ლარი, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ცოტა “გავღორდეთ” და დავიწყოთ თამაში 5 ლარით (თუ წავაგებთ შემდეგ მოგვიწევს  10, 20, 40 და ა.შ).

მეექვსე ტური

მეექვსე ტურის ბილეთი

როგორც ხედავთ VI ტურში შემდეგ პოზიციებზე დავდექით:

  • სან ანტონიო – პორტლენდი (ფორა +7.5) 2
  • ლოს ანჯელესი – ანჰაიემი (პირველი გუნდის გოლები) 2,5 ნაკლები

ცოტა სარისკო პოზიციები ავირჩიეთ მაგრამ ვნახოთ რა იქნება, შემდეგ თურში 10 ლარის დადება მოგვიწევს თუ ისევ 5 ლარის ამას რამოდენიმე საათში გავარკვევთ…

VII-ტური იქნება კვირას 12 საათისათვის…

წინა «
შემდეგი »