როგორ დავამზადოთ ატმის პეროგი?

  • An'na
  • აგვისტო 1, 2014

ატმის პეროგიატმის პეროგი–კლასიკური სამხრეთული საჭმელია. იგი ძალიან ადვილი დასამზადებელია, გააჩნია რომელ რეცეპტს ეყრდნობით. ამრიგად ეს რეცეპტი იდეალურია დამწყები მცხობელებისთვის, რომლებსაც უყვართ ტკბილი და ხილი. თუ გნებავთ დააგემოვნოთ ეს პეროგი, არის რამდენიმე მეთოდი იმისთვის რომ გამოვიყენოთ.

 

ინგრედიენტები:

8–10 პორციისთვის.

ტრადიციული სამხრეთული ატმის პეროგი:

  • 4 ჭიქა (1.8 კგ) გაფრცქვნილი და დაჭრილი ატამი
  • 2 ჭიქა( 900 გრ) შაქარი
  • ½ ჭიქა (125 მლ) კარაქი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • ½ ჩ/კ (2.5 გ) დარიჩინი
  • 1 ჭიქა (250 მლ) რძე
  • 1 ჭიქა თვითამოფუებადი ფქვილი

გამარტივებული ატმის პეროგი:

  • 1 ჭიქა (250 მლ) დანაყული კრეკერი
  • 1 ჭიქა (250 მლ) წვრილად დაჭრილი ამერიკული თხილი
  • ½  ჭიქა (125 მლ)  ბაცი–ყავისფერი შაქარი
  • ½ ჭიქა (125 მლ) დამდნარი კარაქი
  • 910 მლ. დაჭრილი, გაწურული დაკონსერვებული ატმები
  • 1 ჩ.კ (5 გრ) დარიჩინი
  • 1.ჩ.კ (5 გრ) შაქარი
  • 1 ჭიქა (125 მლ) გამოსაცხობი ნარევები 
  • 1 ჭიქა (125 მლ) შაქარი
  • 1 ჭიქა( 125 მლ) რძე

ატმის პეროგი გაზქურაზე:

  • 910 მლ დაჭრილი კონსერვირებული ატმები
  • 2 ჩ.კ.( 10 გრ) დაფქვილი დარიჩინი
  • ¼  ჭიქა (60 მლ) თეთრი შაქარი
  • 280 გრ. მშრალი გამოსაცხობი ნარევები(იგივე რაც გამარტივებული ატმის პეროგის ინგრედიენტებში)
  • 4 ჩ.კ ( 20 გრ) მარგარინი

ტრადიციული სამხრეთული ატმის პეროგის გამოცხობა:

ატმის პეროგი – ნაბიჯი 1:

გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე.  ამავდროულად გაამზადეთ ფორმა ზომებით 33X23 სმ–ზე და წავუსვათ გამდნარი კარაქი (½  ჭიქა).

  • კარაქი უნდა დავადნოთ მიკროღუმელში (10 წამიანი ინტერვალებით) სანამ არ გადაიქცევა სითხეთ. ამ ინტერვალებს შორის ურიეთ კარაქს იმისთვის რომ არ დარჩეს კარაქის ნაწილები
  • ამას გარდა, კარაქი შეიძლება დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ გამოსაცხობ ფორმაში და ჩავდოთ ღუმელში.

 

კარაქი

ატმის პეროგი – ნაბიჯი 2:

დავამზადოთ ატმის შიგთავსი. ჩავყაროთ ჯამში წვრილად დაჭრილი ატამი, 2 ს.კ ლიმნის წვენი და 1 ჭიქა შაქარი. კარგად მოვურიოთ.

 

დაჭრილი ატამი

ატმის პეროგი – ნაბიჯი 3:

გააცხელეთ ატმის შიგთავსი მიკროტალღოვან ღუმელში 1 წუთის განმავლობაში დიდი სიმხურვალით სანამ შაქარი არ დადნება.

 

მიკროტალღური ღუმელი

ატმის პეროგი – ნაბიჯი 4:

დავამზადოთ ცომი. ჯამში 1 ჭიქა თვითამოფუებადი  ფქვილი, 1 ჭიქა შაქარი, ½ ჩ.კ დარიჩინი. კარგად ავურიოთ. დავამატოთ 1 ჭიქა რძე და ვურიოთ სანამ არ გამთლიანდება.

რძე

 

  • თუ თქვენ არ გაქვთ თვითამოფუებადი ფქვილი, მის მაგივრად გამოიყენეთ 1 ჭიქა ჩვეულებრივი ფქვილი, 1 ს/კ ნამცხვრის საფუარი და მწიკვი მარილი.
  • აღსანიშნავია რომ დარიჩინის მაგივრად ან დარიჩინთან ერთად გამოვიყენოთ მუსკატი

ატმის პეროგი – ნაბიჯი 5:

გადავიღოთ ცომი თბილ, კარაქიან ფორმაში და გადავანაწილოთ თანაბრად.

ცომი

ატმის პეროგი – ნაბიჯი 6:

დავაყაროთ ატმები ცომს და თანაბრად გადავანაწილოთ. დარჩენილი ცომი მოვასხათ ატმებს ზემოდან.

  • არ აურიოთ ცომი და ატმები ერთმანეთში.
  • მეტი სიტკბოსთვის დაამატეთ 1 ს/კ შაქარი

ატამი და ცომი

ატმის პეროგი – ნაბიჯი 7:

შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 55 წუთი. როცა პეროგი მზად იქნება, ის მიიღებს ოქროსფერს.

  • არ დააფაროთ პეროგს არაფერი და არ აურიოთ ამ დროის მანძილზე.

ატმის პეროგი

ატმის პეროგი – ნაბიჯი 8:

ამოიღეთ ღუმელიდან და მიიტანეთ მაგიდაზე თბილ–თბილი.

გამომცხვარი ატმის პეროგი

გამარტივებული ატმის პეროგი:

გამარტივებული პეროგი – ნაბიჯი 1:

გაახურეთ ღუმელი 18 გრადუსზე და გავამზადოთ ფორმა. ამ ფორმას შეიძლება დავასხათ სპეციალური სპრეი რომელიც საშუალებას არ მისცეს ცომს მიეწვებოს.

სპრეი

 

  • ასევე შეიძლება წავუსვათ კარაქი.
  • არ დააფაროთ ფორმას ალუმინის ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი.

გამარტივებული პეროგი – ნაბიჯი 2:

ავურიოთ ერთმანეთში დანაყული კრეკერი, წვრილად დაჭრილი ამერიკული თხილი, ყავისფერი შაქარი და კარაქი. ეს ოთხი კომპონენტი ერთმანეთში კარგად ავურიოთ.

მასა

გამარტივებული პეროგი – ნაბიჯი 3:

ჩავდოთ ეს მასა ფორმაში და დავაჭიროთ. ეს ფენა თანაბრად უნდა იყოს გასწორებული ფორმაში, ისე რომ ძირი დაიფაროს.

 

ფორმა

გამარტივებული პეროგი – ნაბიჯი 4:

ზემოდან თანაბარ ფენად დავალაგოთ გაწურული ატმები.

  • ამ რეცეპტისთვის აუცილებელია ატმის გაწურვა.

 

გათლილი ატამი

გამარტივებული პეროგი – ნაბიჯი 5:

ზემოდან დააყარეთ დარიჩინი და შაქარი.

  • თუ უკვე გამზადებული გაქვთ დარიჩინისა და შაქრის ნარევი, მაშინ დააყარეთ ორი ჩ.კ.

 

დარიჩინიანი ატამი

გამარტივებული პეროგი – ნაბიჯი 6:

გაამზადეთ პატარა ჯამში სამი კომპონენტის: შაქრის, გამოსაცხობი ნარევის და რძის მასა. ეს ყველაფერი კარგად ათქვიფეთ და მოასხით ზემოდან ატმებს.

  • როგორც წინა შემთხვევაში, ეცადეთ თანაბრად გადაანაწილოთ ეს მასა ატმებზე და არ აურიოთ ერთმანეთში.

 

ატამი და მასა

გამარტივებული პეროგი – ნაბიჯი 7:

გამოაცხვეთ ნამცხვარი 45–50 წუთი. როდესაც ის გამზადდება, ზემოდან უნდა იყოს ოქროსფერი.

  • არ დააფაროთ პეროგს არაფერი და არ აურიოთ ამ დროის მანძილზე.

პეროგი ღუმელში

გამარტივებული პეროგი – ნაბიჯი 8:

გემო რომ უკეთესად იგრძნოთ, პეროგი უნდა მიირთვათ თბილი.

 

გამომცხვარი პეროგი

 

ატმის პეროგი გაზქურაზე:

პეროგი გაზქურაზე – ნაბიჯი 1:

დაკონსერვებული ატმის ქილიდან ნახევარი წვენი გადმოვიღოთ ჭიქაში.

დაკონსერვებული ატამი

პეროგი გაზქურაზე – ნაბიჯი 2:

ქვაბში ჩავყაროთ ქილაში დარჩენილი ატამი და წვენი. დავამატოთ დარიჩინი, შაქარი და მშრალი გამოსაცხობი ნარევი. დავამატოთ ერთი კოვზი მარგარინი.

  • დარიჩინი, შაქარი და მშრალი გამოსაცხობი ნარევი უნდა გავანაწილოთ თანაბარი ფენით.

 

ფქვილი

პეროგი გაზქურაზე – ნაბიჯი 3:

დააფარეთ ქვაბს სახურავი და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე.

  • ორთქლის გამოსასვლელად ქვაბი დატოვეთ ცოტა ახდილი.
  • დაინახავთ თუ არა გამომავალ ორთქლს, ცეცხლს დაუწიეთ.

 

ცხობა

პეროგი გაზქურაზე – ნაბიჯი 4:

ეს ყველაფერი მზადდება 10 წუთის მანძილზე.

  • კარგად დაახურეთ თავსახური.
  • არ მოურიოთ და არ ახადოთ თავსახური სანამ პეროგი არ გამზადდება.

ქვაბი

პეროგი გაზქურაზე – ნაბიჯი 5:

გადმოიღეთ ქვაბი გაზქურიდან და დატოვეთ 15 წუთი თავახდილი და მიიტანეთ მაგიდასთან თბილი.

პეროგი მზადაა

იმედი მაქვს, აარჩიეთ  რომელიმე რეცეპტი და დაამზადეთ ერთ–ერთი პეროგი, რადგან ამ არაჩვეულებრივი დესერტით თქვენ ნამდვილად  გააოცებთ თქვენს სტუმრებს.

 სტატია მომზადებულია wikihow-ს მიხედვით.
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.