მოდი შევაჯეროთ ჩვენთვის უსაყვარლესი საზამთრო და ლიმონათი ერთმანეთს, რათა მივიღოთ მეტად გამომაცოცხლებელი სასმელი ამ ცხელ ზაფხულს.
თავდაპირველად გასინჯეთ საზამთრო და დარწმუნდით, რომ საკმარისად ტკბილია, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტი შაქრის დახარჯვა მოგვიწევს.
ინგრედიენტები:
- საზამთროს პატარ კუბებით (წინასწარ უნდა ამოაცალოთ კურკები) სავსე 6 ჭიქა.
- 1/4 ჭიქა ჟოლო
- 1 ჭიქა წყალი
- 1/3 ჭიქა შაქარი (ან უფრო ნაკლები, თუ საზამთრო ტკბილია
- 1/2 ჭიქა ლიმონის წვენი (ახალ გამოწურული უმჯობესია, თუმცა შეიძლება გამოვიყენოთ ჩამოფასოებულიც)
1. მოათავსეთ საზამთროს კუბები, ჟოლო და ჭიქა წყალი ბლენდერში. შეაზავეთ მანამ, სანამ ეს ყველაფერი სქელ სითხეთ არ გადაიქცევა. თუ არ გაქვთ მიქსერი, ამ ყველაფრისთვის გამოიყენეთ ჩანგალი.
2. მიღებული სითხე გაწურეთ ბადისებრი ფილტრით.
3. ჩაასხით ლიმონის წვენი, ჩაყარეთ შაქარი და ურიეთ სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. შედგით მაცივარში მანან, სანამ კარგად არ გაცივდება.
4. ჩამოასხით და დააგემოვნეთ. მიღებული მიქსტურის რეცეპტი გათვლილია 4 საშუალო ზომის ჭიქისთვის, რომელთა კიდეებშიც შეგიძლიათ საზამთროს ნაჭრები ჩამოაცვათ. რაც განსაკუთრებულად გაალამაზებს თქვენს ნამოქმედარს.
You must log in to post a comment.