როგორ დავამზადოთ ლიმნის პეროგი?

  • An'na
  • სექტემბერი 17, 2014

ლიმნის პეროგიარომატული ლიმნის პეროგი, რომლის შიგთავსში დიდი ლიმნები და ვანილი შედის, ძალიან გემრიელია.

აღნიშნული სტატიის მიხედვით თქვენ შეძლებთ სახლის პირობებში დაამზადოთ ლიმნის პეროგი, რომელიც თითქმის ნებისმიერი გემოვნების პიროვნებისათვის ძალიან გემრიელი და სასიამოვნო მისართმევი იქნება.

ინგრედიენტები:

20 სმ. პეროგისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • 280 გრ. ფქვილი
  • 140 გრ. გაციებული კარაქი რომელიც გახეხილია სახეხზე გამოყენების წინ
  • 60 გრ. ვანილი
  • 1 კვერცხის გული
  • გაციებული წყალი

შიგთავსისთვის:

  • 3 დიდი ლიმონი
  • 85 გრ. ვანილი
  • 230  მლ. რძე
  • 3 კვერცხის გული
  • სიმინდის ფქვილი ( შესქელებისთვის)
  • 1 დიდი ლიმონი მოსართავად
  • კრისტალური შაქარი მოსართავად

ცომის მომზადება:

ნაბიჯი 1:

აურიეთ დიდ ჯამში შაქარი და ფქვილი. დაუმატეთ გაციებული კარაქი ფქვილს და შაქარს.

 

ფქვილი

ნაბიჯი 2:

დაამატეთ ამ მასას კვერცხის გული და ცოტა გაციებული წყალი, იმისთვის რომ ცომი იყოს მტკიცე და მყარი. აურიეთ ცომი ჩანგლით.

 

ფქვილი და კვერცხი

ნაბიჯი 3:

გამზადებული ცომი შეახვიეთ პოლიეთილენის პარკში და შედეთ მაცივარში ნახევარი საათით.

 

ცომი

შიგთავსი პეროგისთვის:

ნაბიჯი 1:

გახეხეთ სამი ლიმონის კანი და გამოწურეთ წვენი. იმისთვის რომ ლიმნიდან მივიღოთ მაქსიმალური რაოდენიბის წვენი, გააცხელეთ ლიმონი მიკროტალღოვან ღუმელში ცოტა ხნით.

 

ლიმნის გახეხვა

ნაბიჯი 2:

დარჩენილი ლიმონი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი და ვადუღთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის მანძილზე.

 

ლიმნის მოხარშვა

ნაბიჯი 3:

ამოიღეთ ლიმნები და დარჩენილი სითხე კიდევ გააცხელეთ სანამ სითხე არ შემცირდება, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ რომ არ დაიწვას.

 

ლიმნის ამოღება

ნაბიჯი 4:

დაუმატეთ ლიმნის წვენი, კანები, გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააციეთ და გაწურეთ დიდ ქვაბში.

ლიმნის წვენი

 

ნაბიჯი 5:

გახსენით ცოტა რძეში 3 ჩ.კ. სიმინდის ფქვილი, რომ გახდეს პასტისებური.

სიმინდის ფქვილი

 

ნაბიჯი 6:

დიდ დოქში შეურიეთ რძე, კვერცხის გულები და შაქარი. დაამატეთ სიმინდის ფქვილის მასა (ნაბიჯი 5) და შეურიეთ. თუ ლიმნის წვენი ცივია, ცოტა გაათბეთ, თუმცა ძალიან არა.

კვერცხის გული

 

ნაბიჯი 7 :

ისევ ათქვიფეთ რძის მასა და დაამატეთ თბილი ლიმონის მასა და სულ ურიეთ. ლიმონის მასა ძალიან არ გააცხელოთ, თორემ კვერცხები მოიხარშება. გაუსინჯეთ გემო, ხომ არ აკლია სიტკბო. შიგთავსი დაიწყებს გასქელებას და დააფარეთ სველი ნაჭერი.

პეროგის შიგთავსი

 

პეროგის გამოცხობა:

ნაბიჯი 1:

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და მოზილეთ ისე რომ შეიძლებოდეს მისი გაბრტყელება. გააბრტყელეთ ცომი ისე რომ მთლიანი ლითონის ჭურჭელი დაიფაროს. შემდეგ გადაიღეთ ცომი ფორმაში, ყურადღება მიაქციეთ რომ არ გაუჩნდეს ნახვრეტი.

 

ცომის გამოცხობა

ნაბიჯი 2:

დაასხოთ ცომზე ლიმნისა და რძის ნარევის ნახევარი. არ დაასხათ ბოლომდე. ეს ნარევი შეიძლება შემდეგში კიდევ გამოგადგეთ.

პეროგის მომზადება

 

ნაბიჯი 3:

დარჩენილი ლიმონი დაჭერით და დაალაგეთ შიგთავსზე, რომელიც უნდა იყოს საკმარისად სქელი, რომ შეძლოს ამ ლიმნის დაჭერა. თუ ლიმნები ერთმანეთში აირევა, მაშინ მასას მოაყარეთ კრისტალური შაქარი და შედგით ღუმელში 180 °С –ით 40 წუთის მანძილზე. დარწმუნდით რომ შიგთავსი არ გადმოდის, შემდეგ ის გასქელდება.

 

ლიმნის ნამცხვრის გამოცხობა

ნაბიჯი 4:

გამოიღეთ გამზადებული პეროგი და ლითონის სინზე გააცივეთ. გაცივების დროს შიგთავსი გამაგრდება.

 

პეროგი მზადაა

ნაბიჯი 5:

მიიტანეთ ლიმნის პეროგი მაგიდასთან. შეგიძლიათ დაამატოთ კრემი ან იოგურტი.

 

ლიმნის პეროგი

გემრიელად მიირთვით!!!

წინა «
შემდეგი »