როგორ დავამზადოთ მარგებელი თმის ბალზამი?

  • Creed
  • იანვარი 26, 2014

თმის-ბალზამი-ihow.geლამაზი და მოვლილი თმა, ნებისმიერი ქალის სიამაყეა. თმის ხიბლის აღდგენა და გამაოგნებელი რეზულტატის მიღწევა სავსებით არ არის რთული. ამისათვის წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია.

 

 

რა დაგვჭირდება?

-თავლი – 3 სადილის კოვზი;
-რძე – 3 სადილის კოვზი;
-ვაშლი – 5 ცალი;
-ჟოჟობას ზეთი.

ვაშლისგან-მიღებული-პიურე-ihow.geდასაწყისისათვის გაურიეთ ჟოჟობას ზეთის 5 წვეთი რძეში და დატოვეთ 10 წუთით. ამ დროს, გავფრცხვნათ ვაშლები და მოვათავსოთ ბლენდერში (ისე რომ მივიღოთ ვაშლის პიურე). ვაშლის წვენი არ გადავღვაროთ, რადგან ის კიდევ გამოგვადგება, ამგვარად წვენი რაიმეში გადავასხათ და შევინახოთ.

 

 

 

პიურეში-გარეული-ზეთი-და-თაფლი-ihow.geრძეში გარეულ ზეთს დავამატოთ თაფლი. შემდგომ აკურატულად გავურიოთ ვაშლის პიურე. იქამდე უნდა გავურიოთ, სანამ თაფლი არ გაუჩინარდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ მიქსერი ან უბრალოდ ზედმიწევნით ავურიოთ მიღებული ფაფა.

საბოლოოდ უნდა მივიღოთ სქელი მასა. შევინახოთ თბილ ადგილას ან ღუმელში დაბალ ტემპერატურაში (სადღაც 5-10 წუთი). იმის შემდგომ რაც ბალზამი გათბება, იგი დავიტანოთ ნამ თმაზე და თანაბრად გადავანაწილოთ მთელ თავზე. ყურადღება მიაქციეთ თმის წვერებს, ბალზამი მათ გაამაგრებს და ისინი აღარ გაიპობებიან. ზემოდან შემოვიხვიოთ ან ცელოფანი ან პირსახოცი. ესე გავაჩეროთ 15 წუთით, შემდგომ ეს ყველაფერი ჩამოვიბანოთ წყალში გარეული ვაშლის წვნით. როდესაც თმა ცოტათი გაშრება, მაშინ კიდევ ერთხელ ჩამოვიბანოთ თმა. რეზულტატს მიიღებთ პირველივე გამოყენების შემდგომ. თვითონ ბალზამის მომზადები პროცესი კი ხანგრძლივია მაგრამ თქვენ დარჩებით კმაყოფილი.

მინარევი-ლიმნის-ქერქისგან-ihow.geასევე თმა შეგიძლიათ ჩამოიბანოთ, ლიმნის ქერქისგან დამზადებული მინარევით. როგორ მოვამზადოთ იგი? ოთხი ლიმნის ქერქს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში, გამოვიყენოთ თბილ მდგომარეობაში, ბალზამის შემდგომ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.