როგორ დავამზადოთ მოცვის ღვეზელი?

  • An'na
  • დეკემბერი 23, 2015

mocvis gvezeliსაყვარელი მოცვი ზაფხულის ნამდვილი განძია. მოცვის სეზონი იმდენად მოკლეა, რომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ სიამოვნების მიღებას მისი მირთმევით.ერთ-ერთი გზაა მადისაღმძვრელი მოცვის ღვეზელის გამოცხობა,რომელსაც ყველა მოუთმენლად დაელოდება. ტკვილი მოცვის შიგთავსი და ჰაეროვანი ცომი ამ ღვეზელს ერთ-ერთ საუკეთესოს ხდის. ეს სტატია ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით თუ როგორ გამოაცხოთ მოცვის ღვეზელი .

ინგრედიენტები:

  • ორი ღვეზელის ცომი
  • 4 ჭიქა მოცვი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ჭიქა სიმინდის ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი ახალი ლიმნის წვენი

 

1.გააცხელეთ ღუმელი 204 გრადუსზე. გაამზადეთ ცომის ორმაგი ფენა.

ცომი

2. აურიეთ მოცვი სხვა ინგრედიენტებთან. მიღებული ნარევი ჩაასხით გამზადებულ ცომში.

ცომი

3. დააფარეთ დარჩენილი ცომის ნაჭერი. ჩაკეცეთ გვერდებში და კარგად დაამაგრეთ. ცომის ზედა ნაწილი გაჭერით.

ღვეზელი

4. გამოაცხვეთ დაახლოებით 50-60 წუთი ან იქამდე,სანამ ოდნავ არ გაყავისფრდება. მოცვის ღვეზელის შიგთავსი ბუყბუყს დაიწყებს გაჭრილ ადგილებში,როდესაც ის გამზადდება.

მოცვი

მზადაა!!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.