როგორ დავამზადოთ პუდრა და ტონალური?

  • natali_211
  • September 26, 2016
  • 0

პუდრახშირად არის ისეთი მომენტები, როდესაც ხელიდან გვივარდება პუდრა ან სხვა მაკიაჟის გასაკეთებელი პროდუქტი, რომლის შემდეგაც ისინი ტყდება ან მაკიაჟის გასაკეთებლად უვარგისი ხდება. ასეთ დროს გვიწევს ჩვენი კოსმეტიკის განახლება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და შეიძლება კონკრეტულ დროს მათი შესაძენი თანხა არც კი გაგვაჩნდეს.

ყველაფრის დამზადება (ამ შემთხვევაში პუდრა და ტონალური) კი ძალიან მარტივია და ამ სტატიის მეშვეობით სწორედ ამას გასწავლით.

პირველ რიგში გასწავლით პუდრის დამზადებას, რაც უმარტივესია და შეგიძლიათ მხოლოდ ორი ინგრედიენტის გამოყენება, კაკაო და დარიჩინი – იღებთ ძველ კონტეინერს რომელსაც გაწმენდთ ალკოჰოლით და მასში მოათავსებთ ერთ ჩაის კოვზ კაკაოს, რის შემდეგაც დაუმატებთ ცოტაოდენ დარიჩინს, ამ ყველაფერს შეანჯღრევთ, მაცივარში ორი საათით ან თუნდაც ერთი ღამით დატოვებთ და მზად არის თქვენი დამზადებული პუდრა.

შემდეგი პროდუქტი რომლის დამზადებასაც გასწავლით არის ტონალური კრემის დამზადება, რომლის დამზადებაც ასევე მარტივია, დამზადების ორი ვერსია არის გამორჩეული პირველი ვერსიით ტონალური კრემი მზადდება ქოქოსის, კაკაოსა და დარიჩინის მეშვეობით, როდესაც სამივე პროდუქდს ერთმანეთში ავურევთ და მოვათავსებთ ალკოჰოლით გაწმენდილ კონტეინერში და ასევე მოვათავსებთ მაცივარში ორი საათით.

ტონალური

მეორე ვერსიით ტონალური კრემი მზადდება კაკაოს, დარიჩინისა და ნებისმიერი ხელის კრემის მეშვეობით, ვაკეთებთ იგივეს, ვურევთ ამ პროდუქტებს ერთმანეთში და ასევე ვათავსებთ ალკოჰოლით გამოვლებულ კონტეინერში, ამის შედეგ მიღებულ მასას ვათავსებთ მაცივარში და ვტოვებთ იგივე დროით (ორი საათით, ან მთელი ღამით)

სულ ეს იყო. რაც მთავარია, ეს პროდუქტები არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და არის ნატურალური.

წინა «
შემდეგი »