როგორ დავამზადოთ სათამაშო კატასთვის?

  • commail.comedyin
  • მარტი 17, 2014

კატის სათამაშოთქვენ გყავთ შინაური ცხოველი, რომელსაც ყოველთვის თამაში და ნადირობა უნდა? მართლაც რომ კატისთვის თამაში ყველაზე მთავარი დროისტარებაა ძილის შემდეგ. კატები ამ დროს ვარჯიშობენ. კატის აქტიური მოძრაობა მას ნივთიერებათა ცვლაში და განვითარებაში ეხმარება.

 

რა დაგვჭირდება:

  • რეზინის ან პლასტმასის ბურთი
  • ქსოვილი
  • რკალი

პირველ რიგში ქსოვილი აირჩიეთ სასურველია ის იყოს სქელი და თან მაგარი. იმისათვის რომ კატის ბრჭყალებმა ის მალე არ დახიონ. თაგვი რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა იყოს ნაქსოვი.

კატააიღეთ ბურთულა ბურთულიანი დეზოდორიდან, პატარა რეზინის ბურთი ან სულაც ქინდერ სიურპრიზის პლასტმასის კვერცხი. ვიწყებთ წრეზე ქსოვას ბურთის გარშემო. ქსოვას ვამთავრებთ თაგვის კუდით. თაგვის ყველაზე პრიმიტიული ვარიანტი მზად არის. შეიძლება ჩვენს თაგუნიას დავუმატოთ თვალები, ყურები, ცხვირი ან ბანტი კუდზე. ყველაფერი თქვენს სურვილზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. თაგვი შესაძლოა ძალიან კარგად ჩაცმული გამოვიდეს.

ფისოახლა თაგვს ვაკრავთ რეზინის ან სხვა რამისგან დამზადებულ ერთ მეტრიან ნაჭერს. თქვენ ალბათ მიხვდით რომ ამითი ჩვენ მოვახდენთ თაგვის მანიპულირებას. ამ თამაშის დროს კატაში მონადირის ინსტინქტი გაიღვიძებს. საუკეთესო ასაკი თამაშისთვის კატებს აქვთ შვიდ თვესა და ერთ წელს შორის. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი აქტიურად ეცნობიან გარემოს. ისინი ხშირად და სიამოვნებით თამაშობენ ყველაფრით რაც მათ ყურადღებას მიიპყრობს.

კნუტიიმისათვის რომ კატა არ ეთამაშოს თქვენ ფეხს ან ტანსაცმელს მიაბით სათამაშო კარების სახელურს ან სკამის ზურგს. მისი ყურადღება ამ სათამაშოთი უნდა მიიქციოთ. ასე ეს სათამაშო გახდება ნადირობის ობიექტი. თუ ამ თაგვისნაირ კიდევ 1-2-ს გააკეთებთ და ბინის სხვადასხვა ადგილებში ჩამოკიდებთ ეს უკეთესი იქნება. თქვენი კატა უფრო მოხერხებული და გრაციოზული გახდება.

წინა «
შემდეგი »