როგორ დავამზადოთ უგემრიელესი ჩიზქეიქი?

  • An'na
  • December 25, 2014
  • 0

ჩიზქეიქიუგემრიელესი ჩიზქეიქი ფაფუკია და ნაღების გემო აქვს. თუმცა მის დასამზადებლად უნდა ვიცოდეთ ცხობის რამდენიმე საიდუმლო. თუ გინდათ გემრიელი ჩიზქეიქის გამოცხობა, მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.

 

ინგრედიენტები:

კვერისთვის:

  • 2 ჭიქა ( 475 მლ) დაფხვნილი  კრეკერი “გრაჰამი”
  • 2 ჭიქა შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 70 გ ნაღების კარაქი

 

გულისთვის:

  • 900 გრ კრემ–ყველი
  • 1 1/3 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ჩ.კ. ვანილი
  • 4 მსხვილი კვერცხი
  • 2/3 ჭიქა  არაჟანი
  • 2/3 ჭიქა ცხიმიანი ნაღები

 

ზედა ფენისთვის:

  • 2 ჭიქა არაჟანი
  • 1/3 ჭიქა  შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. ვანილი
  • 340 გ. ჟოლო
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა წყალი

 

კვერის დამზადება:

ნაბიჯი 1 : ჩიზქეიქი მზადდება გამოსაცხობ ლანგარზე, რომელიც მოთავსებული უნდა იქნას წყლიან ჭურჭელში, რომ არ მოხდეს ნამცხვრის გახმობა ან დასკდომა. იმისთვის რომ წყალი არ მოხვდეს გამოსაცხობ ლანგარში, აუცილებელია მისი ფოლგაში გახვევა.

ტაფა

 

ნაბიჯი 2:

გავახუროთ ღუმელი 175 C° –ზე . ჩადეთ გისოსებიანი ლანგარი ღუმელის მესამედში.

ღუმელი

ნაბიჯი 3:

კრეკერი გრაჰამი მოვათავსოთ ბლენდერში ან სამზარეულოს კომბაინში და ავურიოთ სანამ არ დაქუცმაცდება. მოვათავსოთ დიდ ჯამში და ავურიოთ შაქართან და მარილთან ერთად.  შემდეგ დავამატოთ დამდნარი კარაქი. ხელის ან კოვზის საშუალებით გაიგეთ თანაბრად არის თუ არა განაწილებული.

მიქსერი

ნაბიჯი 4:

მოათავსეთ გამოსაცხობ ლანგარში მასის 3/4 . 1/4  ნაწილი უნდა შეინახოთ იმ შემთხვევისთვის თუ დარჩება ნახვრეტი. იმისთვის რომ მასა თანაბარ დონეზე იყოს, ჩვენ თითებით უნდა გავასწოროთ.

კრეკერი

ნაბიჯი 5:

შევდოთ მასა ღუმელში 10 წუთით. გამოვიღოთ და გავაციოთ მაგიდაზე. შემდეგ დაუწიეთ ღუმელის ტემპერატურა 176 C° მდე.

ტაფა ღუმელში

გულის დამზადება:

ნაბიჯი 1:

ათქვიფეთ კრემ–ყველი მიქსერით.  დავჭრათ ნაწილებად რომ უფრო კარგად აითქვიფოს. ვთქვიფოთ დაახლოებით 4 წუთი, სანამ ის არ მიიღებს კრემის სახეს.

მიქსერის ჩხირი

ნაბიჯი 2:

დავამატოთ კრემ–ყველს  შაქარი და ათქვიფეთ 4 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ მარილი და ავთქვიფოთ წუთის განმავლობაში, იგივე გავიმეოროთ ვანილზეც. შემდეგ დავამატოთ არაჟანი და ნაღები და ვთქვიფოთ სანამ მასა არ გახდება ერთიანი.

 

 მიქსერი

ჩიზქეიქის დამზადება:

ნაბიჯი 1:

მოათავსეთ გამოსაცხობი ლანგარი დიდ და მაღალ ლითონის ლანგარში.

 

ლანგარი

ნაბიჯი 2:

დავასხათ გული კრეკერის ცომს, ისე რომ ის მთლიანად დაიფაროს. გაანაწილეთ გული თანაბრად.

 

ცომი

ნაბიჯი 3:

ჩაასხით ორი ლიტრი ადუღებული წყალი ლითონის ლანგარში. წყალი შეასრულებს ორთქლის აბანოს ფუნქციას  ჩიზქეიქისთვის.

 

ჩიზქეიქი

ნაბიჯი 4:

გამოაცხვეთ ცომი  163 C° –ზე 1 1/2 საათი. გამორთეთ ღუმელი და გამოაღეთ კარები ცოტაზე რომ ნამცხვარი გაცივდეს. ამით  ჩვენ თავიდან ავიცილებთ ცომის დასკდომას.  შემდეგ დავაფაროთ ფოლგა და შევინახოთ მაცივარში 4 საათი ან მთელი ღამით.

 

ჩიზქეიქი მაცივარში

ზედა ფენის გამზადება:

ნაბიჯი 1:

საშუალო ზომის ჯამში ჩავასხათ არაჟანი. აურიეთ შაქრის ფხვნილთან და ვანილთან ერთად.

კრემი

 

ნაბიჯი 2:

ჩავყაროთ ჟოლო, შაქარი და წყალი პატარა ქვაბში და ავსრისოთ მანამ სანამ არ გახდება პიურესავით. წამოადუღეთ ჟოლოს მასა და თან ურიეთ სანამ არ გასქელდება, შემდეგ გააციეთ.

 

ჟოლო

ნაბიჯი 3:

გამოიღეთ მაცივრიდან ფოლგიანი ლანგარი, ამოვიღოთ ცომი. შემდეგ დადეთ სინზე, წაუსვით არაჟნიანი კრემი და მოასხით ჟოლოს სოუსი.

 

ჩიზქეიქი

გემრიელად მიირთვით !!!

სტატია მომზადებულია wikihow-ს მიხედვით

წინა «
შემდეგი »