როგორ დავამზადოთ ქვეწარმავლებისა და შხამიანი მწერების ნაკბენისთვის წამალი?

  • NiTu_2017
  • თებერვალი 20, 2018

წამლის დამზადებაამ წამლის დამზადება უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ძალიან მარტივია. გველის, მორიელის, კრაზანას, ობობას და შხამიანი მწერების ნაკბენის მოსარჩენად გთავაზობთ ნამდვილ ძველ ხალხურ უებარ რეცეპტს.

  • 50გრ ზეითუნის ზეთი ჩავასხათ ბოთლში;
  • ჩავყაროთ 2 ცალი ცოცხალი მორიელი (აუცილებლად ცოცხალი);
  • და დავახუროთ მჭიდროდ თავზე;

პერიოდულად ბოთლი უნდა შევაჯანჯღაროთ, როდესაც უკვე მორიელები ნაწილ-ნაწილ დაიშლებიან ეს იმას ნიშნავს რომ წამალიც მზად არის და შეგვიძლია უკვე მისი სამკურნალო თვისებების გამოყენება.

წამლის დამზადება

მორიელების შეგროვების წესი

მორიელების დაჭერა ცოცხლად თუ გინდათ უნდა იცოდეთ, რომ ისინი ბინადრობენ ქვების ქვეშ, მაისის წვიმიან ამინდში გამოდიან გარეთ ამ დროს განსაკუთრებით იზრდება მათი რაოდენობა და შესაბამისად მათი ცოცხლად შეპყრობაც შედარებით მარტივია ამ პერიოდში.

ნაკბენზე წასმის წესი

წამალი ნაკბენზე უნდა დავიტანოთ ბამბით, მან უნდა დაფაროს სრულად გასიებული ადგილი. წამლის წასმიდან 5 წუთის განმავლობაში ავადმყოფი შვებას იგრძნობს და ნაკბენიც ნელ-ნელა დაცხრება, ამ წამლის გამოყენება ასევე შესაძლებელია ცხოველებზეც.

ეს გახლავთ ბებიაჩემის (აიშე გაბაიძე) რეცეპტი, რომელიც ეფექტურია შხამიანი მწერების ნაკბენის მოსარჩენად. მისი დიდი სურვილი იყო რომ ეს რეცეპტი მოხვედრილიყო ინტერნეტ სივრცეში და ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული წამლის ეფექტურობაზე და ჩვენ ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნით წამლის მოხმარების შემთხვევაში დამდგარ შედეგებზე.

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.