როგორ დავამზადოთ შემწვარი ნაყინი?

  • Creed
  • მარტი 14, 2014

შემწვარი-ნაყინი2-ihow.geყველაზე გასაკვირვი და ამავდროულად დაუვიწყარად გემრიელი – ეს არის შემწვარი ნაყინი. ერთი შეხედვით ამის მომზადება შეუძლებელია, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. მისი დამზადება ადვილია და რეზულტატიც გამოდის ეგზოტიკური.

 

 

 

რა დაგვჭირდება?

-ნაყინი
-ქოქოსის ნათალი
-კრეკერი (სუხარი)
-3 ცალი ქათმის კვერცხი
-სიმინდის ფანტელი

ნაყინის-შეწვა-ihow.geავიღოთ რაიმე 2 სათავსი, ერთში ჩავყაროთ ქოქოსის ნათალი და შაქარი, ხოლო მეორეში გავტეხოთ კვერცხი და ავთქვიფოთ. ნაყინი გავყინოთ უმკვრივეს მდგომარეობამდე, ამოვიღოთ საყინულედან, უცბად დავჭრათ გარკვეულ პორციებად. შემდგომ იგი ამოვავლოთ ესეთი მიმდევრობით: ჯერ ქოქოსის ნათალი, შემგომ კვერცხი, და ბოლოს სუხარში. შემდგომი იგი მოვათავსოს საყინულეში 30-50 წუთით. შემდგომ იგი უნდა შევწვათ (ყოვეკ გვერდს დავუთმოთ 20 წამი). შემწვარი ნაყინი შეგვიძლია მივირთვათ ან მურაბასთან ერთად, ან პიტნის ფოთლებთან ერთად.

შემწვარი-ნაყინი-პიტნით-ihow.geანალოგიურად შეგვიძლია მოვამზადოთ შემწვარი ნაყინი, სიმინდის ფანტელისა (გავხეხოთ ბლენდერში) და კვერცხის საშუალებით. ამოვლება ღორციელდება მსგავსი თანმიმდევრობით, ჯერ სიმინდი შემდგმო კვერცხი, დასაბრაწად კი, საკმარისია 15-20 წამი.

 

 

მზა-ნაყინი-ihow.geქოქოსის ან სიმინდის ფანტელის ნარევის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ დაფშხვნილი პეჩენია, ან დატეხილი თხილი, ან შოკოლადი, ან ნებისმიერი რამ თქვენი გემოვნების შესაფერისი. ნაყინი სუფრაზე უნდა წარვადგინოთ მორთული ხილით ან კენკრით, მურაბით ან შოკოლადის პასტით.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.