როგორ დავამზადოთ ჩიზქეიქი ორცხობილა “ორეოსგან”?

  • An'na
  • აგვისტო 5, 2014

ჩიზქეიქიეს ჩიზქეიქი ცნობილია როგორც  საყვარელი დესერტი ოჯახის შეკრებებზე და დღესასწაულებზე. ამ რეცეპტისთვის გამოიყენებენ ბრენდის ორცხობილას “ორეოს”, თუმცა მისი ჩანაცვლება შეგიძლიათ შოკოლადის ორცხობილითაც.

ამ ჩიზქეიქის მომზადებას სჭირდება ორი დღე, თუმცა მიუხედავად ხანგრძლივი პროცესისა, ნამდვილად ღირს ლოდინი.

 

ინგრედიენტები ჩიზქეიქის მოსამზადებლად:

  • 455 გ. ფილადელფიური კრემ–ყველი
  • 200გ. თეთრი შაქარი
  • 5 დიდი კვერცხი
  • ½ ჭიქა ცხიმიანი ნაღები
  • 1 პაკეტი  პეჩენია ორეო (510გ)

 

ჩიზქეიქის გასაფორმებლად დაგჭირდებათ:

  • პეჩენია ორეო
  • 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები
  • ¾  ჭიქა შაქრის პუდრა
  • პერგამენტის ქაღალდი
  • გახეხილი შოკოლადი ან შოკოლადის სიროფი

ნაბიჯი 1 – ჩიზქეიქი:

გამოიღეთ მაცივრიდან კრემ–ყველი და დატოვეთ ერთი საათი.

 

თხევადი ყველი

ნაბიჯი 2 – ჩიზქეიქი:

გამოიყენეთ 23 სანტიმეტრიანი  ფორმა და გამოჭერით ამ ზომისვე პერგამენტის ქაღალდი გვერდებისთვის და ძირისთვის.

 

პერგამენტის ქაღალდი

ნაბიჯი 3 – ჩიზქეიქი:

ამოიღეთ პაკეტიდან ორცხობილა ორეო.

 

ორეო

ნაბიჯი 4 – ჩიზქეიქი:

დანით მოაცილეთ პეჩენიებს შიგთავსი.არ იდარდოთ თუ ორცხობილა დაიმტვრევა, რადგან ის მაინც უნდა დაინაყოს.

 

ორეოს გასუფთავება

ნაბიჯი 5 – ჩიზქეიქი:

ჩადეთ ორცხობილა ორეო კომბაინში და დამუშავების შემდეგ გადადეთ გვერდზე.

 

კომბაინი

ნაბიჯი 6 – ჩიზქეიქი:

გაახურეთ ღუმელი 140 გრადუსზე.

 

ღუმელი

ნაბიჯი 7 – ჩიზქეიქი:

კრემ–ყველი დაჭერით ნაჭრებად, რომელთა ზომა იქნება 1.3 სმ. შემდეგ მიქსერით აურიეთ ეს ნაჭრები ( 450გ) რიგ–რიგობით ჩამატებით. დავუმატოთ კრემ–ყველს ნახევარი ჭიქა შაქარი და ვურიოთ ორი წუთის მანძილზე.

 

მდნარი ყველი

ნაბიჯი 8 – ჩიზქეიქი:

დავამატოთ დარჩენილი კრემ–ყველი მასაში. დავამატოთ ნახევარი ჭიქა შაქარი და ვურიოთ ორი წუთის მანძილზე.

შაქარი

ნაბიჯი 9 – ჩიზქეიქი:

დავუმატოთ თითო–თითო კვერცხი მასაში და ვურიოთ კარგად სანამ გული მთლიანად არ შეერევა მასას. დაამატეთ  ½    ჭიქა ათქვეფილი  ცხიმიანი ნაღები  და ვურიოთ 1–2 წუთი.

 

ნაღები

ნაბიჯი 10 – ჩიზქეიქი:

დავუმატოთ მასაში 2 კოვზი დაფშხვნილი ორცხობილა ორეო და ავურიოთ. დარჩენილი ნახევარი პაკეტი ორცხობილა ორეო დაამსხვრიეთ ნაჭრებად და ჩაყარეთ მასაში.

ორეო

ნაბიჯი 11 – ჩიზქეიქი:

დარწმუნდით რომ ამოჭრილი პერგამენტის ქაღალდით კარგად გაქვთ დაფარული ფორმის ძირი და გვერდები. დაფქვილი ორცხობილა ორეო ჩავყაროთ ფორმაში და გავანაწილოთ თანაბრად. დავასხათ ზემოდან დამზადებული მასა.

 

მასა

ნაბიჯი 12 – ჩიზქეიქი:

ლითონის ჭურჭელში ჩაასხით წყალი ნახევარზე და ჩადგით მასიანი ფორმა.

 

ლანგარი

ნაბიჯი 13 – ჩიზქეიქი:

გამოვაცხოთ ჩიზქეიქი 140 ºС  2 საათის და 35 წუთის მანძილზე.

 

ცხობა

ნაბიჯი 14 – ჩიზქეიქი:

ამოიღეთ ჩიზქეიქი და გააცივეთ 1 საათის განმავლობაში. გაციებული ჩიზქეიქი შედგით მაცივარში 8 საათის განმავლობაში.

 

ჩიზქეიქი

ჩიზქეიქის მორთვა:

ნაბიჯი 15 – ჩიზქეიქი:

ამოიღეთ ჩიზქეიქი ფორმიდან და დადეთ თეფშზე.

 

ჩიზქეიქი

ნაბიჯი 16 – ჩიზქეიქი:

ჩაასხით ცარიელ ჯამში  1 ჭიქა (240 გ ) ათქვეფილი ცხიმიანი ნაღები. დაამატეთ ¾  ჭიქა შაქრის პუდრა. ავურიოთ ხელის მიქსერით ინგრედიენტები, სანამ იგი არ გახდება მკვრივი და ფუმფულა.

 

ფქვილი

ნაბიჯი 17 – ჩიზქეიქი:

მიღებული კრემი რეზინის კოვზით წავუსვათ ნამცხვარს გვერდებში და ზემოდან. ზემოდან მოაყარეთ დაფშხვნილი ორცხობილა ორეო. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

 

ჩიზქეიქის მორთვა

ნაბიჯი 18 – ჩიზქეიქი:

პატარა ზომის ქვაბში, მაღალ ცეცხლზე გავაცხელოთ წყალი. ოდნავ პატარა ჯამში ჩავყაროთ გახეხილი შოკოლადი და ეს ჯამი ჩავდოთ პირველ წყლიან ჯამში.

 

შოკოლადი

ნაბიჯი 19 – ჩიზქეიქი:

აიღეთ პატარა პაკეტი და გამოჭერით პატარა კუთხე. დამდნარი შოკოლადი ჩავასხათ ამ პაკეტში. მოვრთოთ ჩიზქეიქი ამ შოკოლადით.

 

მაკრატელი

ნაბიჯი 20 – ჩიზქეიქი:

chizkeiki-ihow.ge

ჩიზქეიქი მზად არის, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეს არაჩვეულებრივი დესერტი დატკბეთი მისი გემოთი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.