როგორ დავამზადოთ ჩიზქეიქ–ბლინები?

  • An'na
  • სექტემბერი 16, 2014

ბლინიმსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს უყვარს ბლინები. ბლინები არის გაბრტყელებული პურის ერთ–ერთი სახეობა, რომელიც მზადდება სპეციალური გამოსაცხობი ნარევით. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა, ბლინებს მიირთმევენ სადილად, როდესაც სხვები, როგორიცაა ევროპა, ბლინებს მიირთმევენ დესერტად.

ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ კარაქით, შაქრის ფხვნილით, ხილით ან ყველით. როგორიც არ უნდა იყოს ტრადიცია,  ბლინები არის ჭეშმარიტად უნივერსალური და სასიამოვნო. ამ სტატიაში თქვენ ისწავლით თუ როგორ მოამზადოთ ბლინები ჩიზქეიქის გემოთი.

ინგრედიენტები ბლინის მოსამზადებლად:

  • 1 პაკეტი ( 8გ ) კრემ–ყველი,დამდნარი, დაჭრილი პატარა კვადრატებად, თუ კრემ–ყველი იქნება დარბილებული, მაშინ დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად;
  • 1 ჭიქა ( 240მლ ) რძე;
  • 2 კვერცხი;
  • 2 ჭიქა ბისკვიტის ნარევი;
  • 1/4 ჭიქა ( 21გ )  დამსხვრეული გრეჰემის კრეკერი;
  • 1/2  ( 100გ ) შაქარი;
  • კულინარიული  სპრეი ან მცენარეული ზეთი;
  • ერთი კონტეინერი ახლად მოკრეფილი, დაჭრილი მარწყვი;
  • 1/2 ჭიქა მარწყვის სიროფი;
  • ათქვეფილი კრემი;
  • შაქრის ფხვნილი.

 ნაბიჯი 1:

დაასხით ტაფას მცენარეული ზეთი ან კულინარიული სპრეი და გაახურეთ საშუალო სითბოზე.

პენქეიქის მომზადება

 

ნაბიჯი 2 :

აურიეთ ერთმანეთში ბლინების ნარევი, დამსხვრეული გრეჰემის კრეკერი, შაქარი და რძე. დაასხით ათქვეფილი მასა ტაფას და დაელოდეთ სანამ მას არ გაუჩნდება ბუშტები თავზე და შემდეგ ამოიღეთ. აცადეთ ბლინებს გამოცხობა. შეგიძლიათ აწიოთ ის იმისთვის რომ ნახოთ თუ გაყავისფრდა ან გამოცხვა.

ბლინი

 

ნაბიჯი 3:

პატარა ჯამში  ავურიოთ ერთმანეთში მარწყვი და სიროფი.

მარწყვის სიროფი

 

ნაბიჯი 4:

დავდოთ ბლინები თეფშზე. გადავანაწილოთ ბლინზე ათქვეფილი კრემი.

კრემი

 

ნაბიჯი 5:

კრემიან ბლინს დავადოთ სხვა ბლინი. მოასხით მარწყვი/სიროფი ბლინს. დაამატეთ ბლინს კრემ–ყველი, დამდნარი, დაჭრილი პატარა კვადრატებად, თუ კრემ–ყველი იქნება დარბილებული, მაშინ მოზრდილი ნაჭრები.

ბლინი

 

ნაბიჯი 6:

დაამატეთ გახეხილი შოკოლადი ან მეტი სიროფი, შაქრის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით.

 

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.