როგორ დავამზადოთ ხის ნახშირი?

  • Creed
  • ოქტომბერი 19, 2014

ხის-ნახშირი-ihow.geადამიანი ნახშირს გამოიყენებს უძველესი დროიდან. ამჟამად მას იყენებენ სხვადასხვა წამლის დასამზადებლად. ასევე არ ჩაივილის პიკნიკი მისი გამოყენების გარშე, რთულია მწვადის ნახშირის გარეშე შეწვა. თუ როგორ დავამზადოთ ნახშირი, წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია.

 

 

 

რა დაგვჭირდება?

-ხის ბრიკეტები
-რაიმე მეტალის ჭურჭელი სახურავთან ერთად
-აგური
-შეშა კოცონისათვის

ხის ნახშირი მზადდება ხისგან, რომელიც წინასწარ უნდა დაიჭრას ხის ბრიკეტებად. შემდეგ გავამზადოთ მეტალის ჭურჭელი, სადაც დავწვავთ ხეს. აღნიშნულ ჭურჭელს აუცილებელია უნდა ჰქონდეს თავსახური.

ნახშირის-დამზადება-ihow.geკოცონისათვის განსაზღვრულ ადგილას დავალაგოთ აგურები, ისე რომ მათზედ შეგვეძლოწს ჭურჭლის მოთავსება. აღნიშნულ ჭურჭელში მოვათავსოთ ხის ბრიკეტები, დავახუროთ თავსახური, დავანთოთ კოცონი, მეტალის ჭურჭელი მოვათავსოთ აგურებზე.

თავსახურს უნდა ჰქონდეს ნახვრეტი, რათა ჭურჭლის გახურების შედეგად ზედმეტი გაზი გამოვიდეს გარეთ. თუ არ გავუკეთებთ ნახვრეტს, მაშინ ეს სათავსი შეიძლება აფეთქდეს. გახურების ტემპერატურა უნდა იყოს 350 გრადუსი. მხოლოდ ამ ტემპერატურაზე ნახშირი გამოვა ხარისხიანი და საიმედო.

ზოგადად ეს ჭურჭელი ცეცხლზე უნდა გვეჭიროს 3 საათის განმავლობაში. ამის შემდგომ მოვხსნათ იგი ცეცხლიდან, თავსახური არ მოვხადოთ, და დაველოდოთ სანამ იგი არ გაცივდება უკვე მზა ხის ნახშირით. გაითვალისწინეთ ხის ნახშირის დამზადებისათვის არ გამოიყენოთ ბენზინი, ან პლასტმასი და სხვა სინთეთიკური საშუალებები. რადგან ნახშირი მიითვისებს უცხო სუნს.

წინა «
შემდეგი »