როგორ დავამზადოთ ხის ფორმის რულეტი “იოლა”?

  • An'na
  • January 9, 2015
  • 0

შოკოლადის რულეტიიოლა – უგემრიელესი შოკოლადის რულეტია, რომელიც იდეალურია დღესასწაულების დროს. დაამზადეთ შოკოლადის რულეტი “იოლა” თქვენს დღესასწაულზე და სტუმრების წასვლის შემდეგ შეამჩნევთ რომ თეფშზე არცერთი ნაჭერი არ დარჩა.

 

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

  • 120 გრ გახეხილი შოკოლადი
  • 6 დიდი კვერცხი ( ცილები ცალკე ჯამში და გულები–ცალკე )
  • 1/4 ჭიქა და 2 ს.კ შაქრის კუბები ან შაქრის პუდრა
  • 3/4 ჩ.კ ღვინის ქვა

შოკოლადის კრემისთვის:

  • 1 ჭიქა (240 მლ ) კარგად ათქვეფილი ნაღები
  • 1/2  ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 3 ს.კ შაქრის კუბები ან შაქრის პუდრა
  • 2 ს.კ კაკაოს ფხვნილი

ზემოდან მოსასხმელი:

  • 250 გ გახეხილი შავი შოკოლადი
  • ერთი ჭიქა ცხიმიანი ნაღები

დამზადება:

ნაბიჯი 1: 

გავახუროთ ღუმელი 177º C .  

ნაბიჯი 2:

40×30 სმ. ზომის ფორმაზე წაუსვით ცხიმი, შემდეგ დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და მასაც წაუსვით ცხიმი.

პერგამენტის ქაღალდი

 

ნაბიჯი 3:

ჯამში ნახევარზე ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ. შემდეგ ცეცხლს ცოტა ჩავუწიოთ. ჯამში ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი და გავალღოთ და შემდეგ ცოტა ხანი გავაციოთ.

დატეხილი შოკოლადი

 

ნაბიჯი 4:

ცალკე ჯამში ჩავყაროთ 1/4 ჭიქა შაქარი და კვერცხის გულები  და ავთქვიფოთ მიქსერით 5 წუთის მანძილზე, სანამ კვერცხის გულები არ გახდება ფუმფულა.

კვერცხის გული

 

ნაბიჯი 5:

დავამატოთ ვანილი და ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ გამდნარი შოკოლადი და ვურიოთ სანამ შოკოლადი არ შეერევა.

შოკოლადის მასა

 

ნაბიჯი 6:

ავთქვიფოთ ცალკე ჯამში კვერცხის ცილები მიქსერით. როცა მასა გახდება თეთრი ქაფივით, დაამატეთ ღვინის ქვა და ავთქვიფოთ კვერცხის ცილა დიდი სიჩქარით. ნელ–ნელა დაამატეთ დარჩენილი 2 სადილის კოვზი შაქარი, სანამ მასა არ გახდება მბზინავი.

კვერცხის ცილა

 

ნაბიჯი 7:

შევურიოთ კვერცხის გულის მასა და კვერცხის ცილის მასა. არ აურიოთ ეს მასები დიდხანს, რადგან ცომი დაჯდება.

მასა

 

ნაბიჯი 8:

გადავიტანოთ ცომი გამზადებულ ფორმაში. გამოვაცხოთ ტორტი 15–17 წუთის მანძილზე.  გააცივეთ ტორტი და დააფარეთ სუფთა, ნამიანი ხელსახოცი.

ნამცხვრის ფორმა

 

ნაბიჯი 9:

აურიეთ შოკოლადის კრემის ყველა ინგრედიენტი ერთად ცივ ჯამში. ათქვიფეთ სანამ მასა არ დაემსგავსება ნაღებს.

შოკოლადის კრემი

 

ნაბიჯი 10:

გაციებულ რულეტს წავუსვათ შოკოლადის კრემი და ორი ს.კ კრემი შემდეგისთვის. დაახვიეთ ცომი ხის მორის ფორმაზე. რულეტი შეიძლება გასკდეს, მაგრამ ის არ უნდა დაიშალოს.

რულეტის მომზადება

 

ნაბიჯი 11:

მოაჭერით რულეტს ერთ–ერთი ბოლო მხარე  და გადადეთ ცალკე. დადეთ რულეტი თეფშზე გადახვევული მხარით და მიაბით მოჭრილი ნაჭერი დარჩენილი ორი ს.კ შოკოლადის კრემით.

რულეტის შეკვრა

 

ნაბიჯი 12:

ზემოდან მოსასხმელის ინგრედიენტები გააცხელეთ გაზზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ ჩავყაროთ შოკოლადი. ჩავასხათ შოკოლადის კრემი ჯამში და დავაფაროთ პოლიეთილენი. გავაციოთ რამდენიმე საათის მანძილზე.

შოკოლადის კრემი

 

ნაბიჯი 13:

ავთქვიფოთ გაციებული შოკოლადის მოსასხმელი მიქსერით მაღალ სიჩქარეზე. წავუსვათ შოკოლადი რულეტს. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა. გააცივეთ ერთი საათის განმავლობაში.

შოკოლადის რულეტი

 

რულეტი მზადაა! შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ ყავასთან ერთად!

წინა «
შემდეგი »