როგორ დავამზადოთ ჯანსაღი საუზმე ბურიტო?

  • An'na
  • მაისი 3, 2015

ბურიტოთუ ცდილობ დაიკლო წონაში, გქონდეს კარგი სხეულის ფორმა ან უბრალოდ მიირთვა კარგი საუზმე მაშინ ეს საუზმე იდეალურია თქვენთვის.

 

ინგრედიენტები ბურიტოსათვის:

  • ზეითუნის ზეთი, მარგარინი;
  • 2–3 კვერცხი;
  • ბოსტნეული (ხახვი, მწვანე და წითელი წიწაკა);
  • ტორტილა (სომხური ლავაში);
  • სალსა (მექსიკური სოუსი);
  • მარილი და პილპილი.

ბურიტოს მომზადება:

ნაბიჯი: 1

გატეხეთ კვერცხები (ერთი ადამიანისთვის) ჯამში ან დიდ ჭიქაში.

კვერცხის გატეხვა

 

ნაბიჯი: 2

კვერცხი ავთქვიფოთ ჩანგლით ან კოვზით მანამდე, სანამ კვერცხი კარგად არ აირევა.

 

კვერცხის ათქვეფა

ნაბიჯი: 3

გამოიღეთ საშუალო ზომის ტაფა და ჩაასხით ჯანსაღი ზეთი. გამოიყენეთ სუფთა ზეითუნის ზეთი ან მარგარინი (უკეთესი იქნება სელის მარგარინი).

 

ზეითუნის ზეთი

ნაბიჯი: 4

დავჭრათ ბოსტნეული პატარ–პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად.

 

დაჭრილი ბულგარული

ნაბიჯი: 5

დავდგათ ტაფა ღუმელზე და გავახუროთ საშუალო ტემპერატურაზე. 2–3 წუთის შემდეგ ჩავყაროთ ბოსტნეული.

 

გაზის ჩართვა

ნაბიჯი: 6

ბოსტნეული მოვხრაკოთ იქამდე, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ–ყავისფერ ფერს.

 

მოხრაკული ბოსტნეული

ნაბიჯი 7:  დავამატოთ კვერცხი და იქამდე ვატრიალოთ/ვურიოთ სანამ კარგათ არ შეერევა ბოსტნეულს.

 

კვერცხი ბოსტნეულით

ნაბიჯი 8:   გამოვრთოთ გაზი, მაშინ როცა კვერცხი შეირევა ბოსტნეულში და მიიღებს ოქროსფერ ფერს. აცადეთ მას გაციება და გამაგრება, მაგრამ ძალიან არ გააციოთ რადგან თქვენ ის თბილი მოგეწონებათ და გესიამოვნებათ.

 

ტაფა გაზზე

ნაბიჯი 9: გამოიღეთ ორი ტორტილა (სომხური ლავაში) და მოათავსეთ ლანგარზე. შემდეგ დავაფინოთ, სქლად ერთ ხასზე კვერცხი და ბოსტნეული, ზევიდან–ქვევით.  დავამატოთ მარილი და პილპილი. ეს არ არის სავალდებულო.

 

პილპილი

ნაბიჯი 10: დავამატოთ სალსა (მექსიკური სოუსი). ეს არ არის სავალდებულო.

სოუსი

 

ნაბიჯი 11: შევახვიოთ ისე, რომ კვერცხის და სალსას ხაზი იყოს თქვენგან ვერტიკალურად.

სომხური ლავაში

 

ნაბიჯი 12: ავიღოთ ტორტილას ძირი და 1/5 ავკეცოთ.

 

ტორტილა

ნაბიჯი 13: ავიღოთ მისი ორი გვერდი და გადავკეცოთ ქვევიდან აკეცილ ტორტილაზე.

 

ლავაშის გადაკეცვა

ნაბიჯი 14: გააკეთეთ იგივე მეთოდით მეორე ბურიტო.

ორი ბურიტო

ნაბიჯი 15: გაუყარეთ მას პატარა კბილის ჩხირი რომ არ გაიშალოს.

 

ბურიტო მზადაა

ბურიტო მზადაა, შეგიძლიათ მიირთვათ !!!

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.