როგორ დავამზადოთ “One Direcion”-ის ტელეფონის ქეისი?

  • An'na
  • January 9, 2016
  • 0

ქეისიდღესდღეობით, უამრავი გოგონა “one direction”-ის უდიდესი ფანია. ნაცვლად იმისა, რომ შეიძინოთ მათი ოფიციალური საქონელი, რატომ არ ცდით დაამზადოთ ის თქვენით? ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ, ისაა, რომ გამოაღვიძოთ თქვენში დამალული ხელოვანი.

 

1. დავიწყოთ მარტივით. უბრალოდ შემოაკარით ქეისი თქვენს ტელეფონს. ქეისი შეიძლება ნებისმიერი ფერის იყოს, თუმცა უკეთესია გამჭვირვალე იყოს.

2. მოიპოვეთ 1D-ლოგო. არცერთი საქონელი არ არის სრულყოფილი ლოგოს გარეშე. შეგიძლიათ უბრალოდ შებრძანდეთ ინტერნეტში და ამობეჭდოთ ლოგო.

3. მოამზადეთ წებო. იმის ნაცვლად, რომ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი წებო, შეურიეთ წებოსა და წყლის თანაბარი რაოდენობა ჯამში.

4. დააწებეთ ლოგო ქეისზე. გამოიყენეთ წებოსა და წყლის ნარევი და დააწებეთ ლოგო ქეისზე. ეს უზრუნველყოფს რომ ის დიდხანს გაჩერდეს ქეისზე.

ტელეფონი

5. იზრუნეთ ფონზე. წაუსვით წებო ქეისის დანარჩენ ნაწილებზეც და დააყარეთ ბრჭყვიალები.

  • თუ არ გსურთ არეულობის მოწყობა, მაშინ ქეისს წაუსვით უბრალო, ბრჭყვიალა ფრჩხილის ლაქი. ის უფრო ლამაზია და ხელებზეც არ მიგეწებებათ.

ბრჭყვიალა

6. გამოიყენეთ წითელი ფერი. “One Direction”-ის ქეისი არ იქნება სრულყოფილი წითელი ფერის გარეშე. წაუსვით წითელი საღებავი ან წითელი ფრჩხილის ლაქი ქეისის კუთხეებში.

წითელი ქეისი

7. აცადეთ ქეისს გაშრობა. ქეისს დაახლოებით 3 საათი დასჭირდება გასაშრობად. შემდეგ კი წაუსვით წებოსა და წყლის ნარევი სიკაშკაშის შესამცირებლად. შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული დეტალები.

8. ისიამოვნეთ თქვენი ქეისით!

ქეისი

წინა «
შემდეგი »