როგორ დავარეგისტრირო .GE დომენი

  • ihow.ge
  • თებერვალი 13, 2012

იმისითავის რომ .GE დომენის რეგისტრაცია დაგჭირდეს არ არის აუცილებელი ვებ-გვერდების აწყობით იყო დაკავებული. შეიძლება გაგიჩნდეს იდეა, რომლის შესაბამის დომენსაც დაარეგისტრირებთ და მომავალში შეუკვეთავთ ვებ-გვერდს ან სარფიანად გაყიდით თქვენ მიერ დარეგისტრირებულ დომენს, ან შეიძლება თქვენი ფირმისთვის გჭირდებათ დომენის აღება.

მოცემულ სტატიაში დავწერთ .GE დომენის რეგისტრაციის შესახებ ფიზიკური პირის მიერ, მაგრამ დამერწმუნეთ თუ ისწავლით ფიზიკურ პირზე დომენის რეგისტრაციას, იურიდიულ პირზეც არ გაგიჭირდებათ მისი დარეგისტრირება (არსებითი განსხვავება მხოლოდ ორგანიზაციის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებაშია).

.GE დომენის რეგისტრაცია არ არის რთული და სულ რამოდენიმე ეტაპს მოიცავს, მაგრამ არც ისეთი ადვილია როგორც .COM, .NET, .ORG ან სხვა საერთაშორისო დომენების რეგისტრაცია.

საერთაშორისო დომენების ონლაინ რეგისტრაციაა შესაძლებელი, ხოლო .GE დომენის რეგისტრაციის დროს მხოლოდ განაცხადს ავსებ ონლაინ, ხოლო დომენის საბოლოო რეგისტრაციისთვის უნდა მიხვიდეთ კავკასუს ონლაინის ოფისში და შემდგომ რამოდენიმე დღე უნდა ელოდოთ რეგისტრაციის დასრულებას, რის შესახებაც ელ.ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას.

.GE დომენის რეგისტრაციის ინსტრუქცია:

დომენის შემოწმება

 

Address Bar – ში ვკრეფთ შემდეგ მისამართს: nic.net.ge ან registration.ge

 

წითელი ისრით მითითებულ ველში ვწერთ სასურველ დომენს .ge-ს გარეშე (თუ მინდა ihow.ge-ს შემოწმება ვწერ ihow – ს) და შემდეგ ვაკლიკებთ ყვითელ ღილაკს შემოწმება.

  • თუ დომენი თავისუფალია შემოწმების შემდეგ გაიხსნება ფანჯარა სადაც ეწერება – არც ერთი ჩანაწერი არ მოიძებნა.
  • ხოლო თუ დომენი დაკავებულია ამოაგდებს იმ ადამიანის რეკვიზიტებს, ვისაც თქვენს მიერ შემოწმებული დომენი ეკუთვნის.
რეგისტრაციის დაწყება

წითელი ისრით მითითებულია ონლაინ რეგისტრაცია იურიდიული პირებისთვის და ონლაინ რეგისტრაცია ფიზიკური პირებისთვის.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ჩვენ განვიხილავთ ონლაინ რეგისტრაციას ფიზიკური პირებისთვის.

სარეგისტრაციო ფორმის შევსება

სარეგისტრაციო ფორმის შევსება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, სულ რამოდენიმე ველია ისეთი, რომელმაც შეიძლება დაგაბნიოთ დანარჩენ გრაფებში პირადი ინფორმაციის შეყვანაა საჭირო.

– პირველ ველში წერთ იმ დომენის დასახელებას რომელიც გინდათ რომ დაარეგისტრიროთ (ამჯერად სრულად წერთ დომენს მაგ: ihow.ge);

– მეორე და მესამე გრაფაში უნდა აირჩიოთ ჰოსტინგი და მიუთითოთ მათი NS-ები (Name Servers). თუ აირჩევთ კაუკასუსის ჰოსტინგს იგი ავტომატურად მიუთიტებს თავის NS-ებს, ხოლო თუ თქვენ სხვაგან აპირებთ ჰოსტინგის აღებას უნდა მიუთითოთ შესაბამისი NS-ები (სურათზე მითითებულია serv.ge – ს NS – ები);

– დანარჩენ გრაფაში პირადი ინფორმაციაა შესაყვანი;

– ფაქსის მითითება აუცილებელი არ არის;

– მიუთითეთ უსაფრთხოების კოდი. ჩემ შეთხვევაში უსაფრთხოების კოდია VBYQS და დააკლიკეთ ღილაკს დამატება.

ონლაინ რეგისტრაციის დასრულება

თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა გამოვა ფანჯარა, სადაც დაეწერება რომ ონლაინ შეკვეთა მიღებულია და რეგისტრაციის დასრულებისთვის საჭირო ინსტრუქციასაც მიიღებთ (მოგიწევთ პირადობის მოწმობით კაუკასუს ონლაინის ოფისში მისვლა და შემდეგ ჰოსტინგის აღება და დომენის გაწერა (NS-ები რომელი ჰოსტინგისაც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმის შევსების დროს, იმ ჰოსტინგის მომსახურებით უნდა ისარგებლოთ).

იმ შემთხვევაში თუ ონლაინის შეკვეთის მიღების ნაცვლად სურათზე ნაჩვენებ ფანჯარას ამოაგდებს სისტემა ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ უკვე შეავსო განაცხადი აღნიშნულ დომენზე მაგრამ რეგისტრაცია არ დაუსრულებია, ამიტომ თქვენ რიგში ჩადგომა მოგიწევთ.

ამით სრულდება ონლაინ რეგისტრაცია. ამის შემდეგ მიხვალთ კაუკასუს ონლაინის ოფისში (თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) ხელს მოაწერთ თქვენ მიერ შევსებულ სარეგისტაციო ფორმას, წამოხვალთ და დაელოდებით ელ.ფოსტაზე წერილს, რომელიც შეგატყობინებთ რომ თქვენი დომენი უკვე დარეგისტრირდა (არ დაგავიწყდეთ ჰოსტინგის აღება და დომენის გაწერა თორემ რეგისტრაცია შეჩერდება). დომენის დარეგისტრირებიდან 30 დღის ვადაში მოგიწევთ დომენის ღირებულების გადახდა მითითებულ რეკვიზიტებზე.

შენიშვნა:

ორსიმბოლოიანი მაგ: ok.ge დომენის წლიური ღირებულებაა 900 ლარი, ხოლო სამსიმბოლოიანი დომენის წლიური ღირებულებაა 30 ლარი.

 

წინა «
შემდეგი »