როგორ დავასრულოთ კორექტულად უსიამოვნო საუბარი?

  • Creed
  • October 11, 2014
  • 0

არაკორეკტული-საუბარი2-ihow.geყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ნებისმიერ ჩვენთაგანს შეგვხვედრია საუბარი, რომელიც იყო უსაზღვროდ დაძაბული და საუბრისგან კორექტულად თავის დაღწევა იყო იშვიათი. თუ როგორ დავასრულოთ უსიამოვნო საუბარი ისე რომ არ ვაწყენინოთ თანამოსაუბრეს, წვაიკითხოთ შემდეგი ინსტრუქცია.

 

 

რა დაგვჭირდება?

-მოთმინება
-ტაქტი

არაკორეკტული-საუბარი-ihow.geთუ ხედავთ რისკს, რომ არასასიამოვნი საუბარი ცდება თავის ფარგლებს, მაშინ შეეცადეთ შეცვალოთ საუბრის თემა. მთავარია იგრძნოთ საუბრის გავარვარება და რაც შეიძლება ადრე დაუსვათ კითხვები, რომელიც თანამოსაუბრეს შეუცვლის აზრებს უფრო ნაკლებად ფაქიზ თემებზე.

ზოგიერთ შემთხვევაში უსიამოვნო საუბრის შეწყვეტა შესაძლებელია თუ დაიწყებთ ბევრ საუბარს თემისგან მოშორებულ საკითხებზე. ხშირად, გრძელ ფრაზებში რთულია აზრის დაჭერა, ეს დროდადრო აბნევს ოპონენტს და მასათან საუბარი შეწყდება.

თუ უსიამოვნო საუბრისას მოსაუბრე გისვამთ კითხვას, მას უპასუხეთ მოკაზმულად და შებრუნებულად. ასეთ შემთხვევაში ადამიანები ხშირად უკან იხევენ, რადგან გაუგებარია თუ რა უპასუხეს მას.

არაკორეკტული-საუბარი-მხიარული-ihow.geრომ დავასრულოთ არასასიამოვნო საუბარი, შეგვიძლია მოსაუბრეს დავუსვათ ეშმაკური კითხვა, რომელიც ეხება მის პიროვნებას ან სამსახურს. თუ საუბრისას თქვენი ოპონენტი არის მოლხენილი, მაშინ უსიამოვნო საუბრის დასასრულებლად თქვენ უნდა გადაიქცეთ პასიურ და მოსაბეზრებელ მოსაუბრედ. ასევე პირიქითაც, თუ ის არის დამწუხრებული, მოაჩვენეთ თავი მხიარულად.

 

 

სატელეფონო-ზარი-ihow.geზოგჯერ უსიამოვნო საუბარს გიწყვიტავთ სატელეფონო ზარი, ეს არის საუბრის კორეკტულად დასრულების შანსი, უთხარით რომ თქვენ გამოგიჩნდათ გადაუდებებლი საქმე და თქვენ გიწევთ მისი დატოვება.

თუ უსიამოვნო საუბარი იღებს მტრულ ფორმას, შეეცადეთ მოიქცეთ ადეკვატურად და არ წამოეგოთ პროვოკაციას. გასაგები და თავდაჯერებული ხმა – ჭკვიანი მოსაუბრის უმთავრესი იარაღიაა.

წინა «
შემდეგი »