როგორ დავასხათ ლუდი აქაფების გარეშე

  • lasha117
  • დეკემბერი 3, 2011

ზაფხული მამაკაცების უმეტესობაში, მზიანი ამინდების გარდა, ცივ ლუდთანაც ასოცირდება. შეიძლება თქვენ უბრალოდ ლუდის მოყვარული ბრძანდებოდეთ (ამ კატეგორიას უფრო ქალები მიეკუთვნებიან) და ზემოთ აღწერილი კატეგორიის ადამიანებში არ შედიოდეთ, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც უნდა იცოდეთ თუ როგორ ჩამოასხათ ლუდი ზედმეტი გართულებების გარეშე.

ამ პოსტში გასწავლით, თუ როგორ უნდა დაისხას ლუდი ისე, რომ არ აქაფდეს. პირველი ვარიანტი ალბათ ყველამ იცით: კათხის სწორად დახრის (იდეალურია 45 გრადუსით დახრილი კათხა) შემთხვევაში ვასხამთ ლუდს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, რომ ლუდი აქაფდეს და გადმოვიდეს კათხიდან.

სავარაუდოდ შემჩნეული გექნებათ, რომ ბარებსა და რესტორნებში ცარიელი ლუდის კათხები უდევთ მაცივარში. მათ მაცივარში შენახვას ორი დატვირთვა აქვს: პირველი ის, რომ ლუდის დასხმის შემთხვევაში იგი დიდი ხანი ინარჩუნებს ტემპერატურას, ხოლო მეორე ის, რომ იგი აქაფების გარეშე ისხმევა.

ისმის კითხვა: რატომ ისხმევა ასეთ შემთხვევაში ლუდი ქაფის გარეშე ? რადგან კათხა ცივია? პასუხია – არა. ლუდის უქაფოდ დასხმა იმიტომ არის შესაძლებელი, რომ იგი შიგნიდან დაორთქლილია და წყლის ნადები აქვს გამოკრული.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კათხების მაცივარში შედგმა, უბრალოდ გამოავლეთ ცივი წყალი კათხას და დაასხით ლუდი.

გემრიელად მიირთვით !

წინა «
შემდეგი »