როგორ დავაღწიოთ თავი კოშმარებს

  • tatatatusi
  • January 22, 2015
  • 0

კოშმარიგამოკვლევებით დგინდება, რომ ხალხის 85 პროცენტს კოშმარები, წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც აწუხებს. ზოგ ადამიანს კი ყოველ მეორე დღეს ესიზმრება საშინელი სიზმარი. ასევე ყოფილა შემთხვევები როცა, ერთი და იგივე სიზმარი ადამიანს მთელი ცხოვრება არ აძლევდა მოსვენებას.

ძალზედ ხშირად ფსიქიკასთან ან ნერვებთან არ არის კოშმარი დაკავშირებული, თუმცა ურიგო არ იქნება თუ ფსიქიატრთან გავივლით გასაუბრებას. გამოცდილ სპეციალისტს ყოველთვის შეუძლია რჩევის მოცემა.

ერთ-ერთი მეთოდი კოშმარების მოსაშორებლად ასეთია – სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში გავიხსენოთ და აღვიდგინოთ სიზმარი, შემდეგ ვეცადოთ მისი სიუჟეტის შეცვლას, დავამტოთ რამ, თუნდაც მხოლოდ რაიმე დეტალი შევცვალოთ, შემდეგ კიდევ იგივე გავიმეოროთ და კიდევ ახლებურად შევცვალოთ, ანუ მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ეს უბრალოდ სიზმარია და ჩვენ შეგვიძლია მისით მანიპულირება და არა მას. ბოლოს კი ვეცადოთ ჩვენთვის სასურველი ფინალი მოვუძებნოთ ამ სიზმარს და ასე დავასრულოთ. არსებობს მოსაზრება, რომ ხშირ შემთხვევაში შემდგომი კოშმარი სწორედ ისე დასრულდება როგორსაც თავად მოინდომებთ და თავად დახატავთ.

ცუდი სიზმარი

მეორე ვარიანტი კი ასეთია – მოუყევით კოშმარი ვინმე ახლობელ ადამიანს. ხშირად კოშმარები ცხოვრებიდან გამომდინარეობს,  თუნდაც ბავშობაში მომხდარი რაიმე ისტორია, სტრესი, შეიძლება წლების მერე ამოტივტივდეს გონებაში და კოშმარად იქცეს. ეცადეთ მოყვეთ ყველაფერი დეტალურად და ეძებოდ მიზეზი, დააკავშიროთ რაიმე ისეთთან რაც რეალურად გადაგხდათ, აღმოჩენის შემთხვევაში კი უკვე გეცოდინებათ რომ ეს უკვე იყო, ეს უბრალოდ წარსულია და მეტი არაფერი. ხშირად უბრალო საუბარი გვეხმარება რაიმე პრობლემის დავიწყებაში, ზოგჯერ ასევეა კოშმარულ სიზმრებთან დაკავშირებითაც.

წინა «
შემდეგი »