როგორ დავბეჭდოთ ჩვეულებრივი პრინტერით ქსოვილზე ?

  • guli-kizi
  • ოქტომბერი 3, 2012

 

რომელიმე თქვენგანს უეჭველად სდომებია საყვარელი ნახატის, ლოგოს ან წარწერის ნაჭერზე ან მაისურზე ნახვა.

 

 

პრინტერით ქსოვილზე ბეჭვდის ინსტრუქცია

სირთულის დონე: არაა რთული

რა დაგჭირდებათ:

  • კომპიუტერი
  • პრინტერი
  • სკოჩი ან რაიმე მსგავსი სამაგრი საშუალება
  • ქსოვილი (უმჯობესია ბამბის ქსოვილი)
  • სქელი ქაღალდი
  • მაკრატელი

ნაბიჯი 1

მოვათავსოთ ქაღალდზე ქსოვილის ნაჭერი და აკურატულად დავამაგროთ იგი ქაღალდს ირგვლივ სკოჩით.

ნაბიჯი 2

როცა დარწმუნდებით, რომ ყველაფერი მზადაა და არცერთი ნაწილი არაა დაუმაგრებელი, მოათავსეთ ქაღალდი პრინრერში და დააჭირეთ ღილაკ “print”-ს.

ნაბიჯი 3

წარმატებით დასრულებული პროცესის მერე, არ იჩქაროთ მიღებული სურათის ხელით შეხება! ვიღებთ უთოს და თხელი ქაღალდის დახმარებით ვაუთოებთ ქსოვილს 25-30 წამის განმავლობაში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მელანი ქსოვილზე გაშრეს. შესაძლებელია უთოს გამოტოვებაც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თქვენი ქსოვილი გააშრეთ 12 საათის განამავლობაში!

ნაბიჯი 4

ფრთხილად ვხსნით ქსოვილს ქაღალდიდან. ყველაფერი მზადაა !

წინა «
შემდეგი »