როგორ დავგეგმოთ დაბადების დღის წვეულება ზამთარში? (თინეიჯერებისთვის)

  • An'na
  • January 16, 2016
  • 0

დაბადების დღევითხოვ ყურადღებას! თუ თქვენ დაბადების დღე ზამთარში გაქვთ, არ მისცეთ ამინდს თქვენი განწყობის გაფუჭების უფლება! ეს სტატია რამდენიმე მაგარ იდეას მოგაწვდით თქვენი ზამთრის დაბადების დღისთვის.

 

1. გადაწვიტეთ ვის მოიწვევთ. გადაწყვიტეთ სტუმრების რაოდენობა თქვენს მშობლებთან ერთად, მიუხედავად იმისა წვეულებაზე სულ გოგონები იქნებიან, სულ ბიჭები თუ შერეული. თინეიჯერების უმეტესობა იწვევს 1-10, თუმცა არ ნიშნავს რომ თქვენ არ შეგიძლიათ მთელი კლასის დაპატიჟება (თუ რა თქმა უნდა თქვენი მშობლები სხვანაირად არ ფიქრობენ).

სტუმრები

2. შემდეგია ადგილი კონკრეტული შემთხვევისთვის. თუ საჭირო იქნება, დაიქირავეთ ადგილი. ეს დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე. ძირითადი იდეებია:

  • ბოულინგი
  • თქვენი სახლი
  • მოლი
  • საცურაო აუზი
  • სათამაშო აპარატები
  • რესტორანი
  • გამოფენა
  • კინო-თეატრი
  • სამხატვრო გალერეა
  • სპეციალური ადგილი, რომელიც ატარებს გაკვეთილებს (ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა პროფესიის შესწავლა, ტორტების მორთვა, ხატვა, შოკოლადის გაკეთება, კარატე!)
  • ციგურებით სრიალი
  • თხილამურებით სრიალი
  • საცეკვაო ადგილი
  • გადახურული გასართობი ცენტრი

3. მოწვეევები. ეს შეიძლება მოხდეს დარეკვით, მესიჯით, იმეილით, თუმცა ყველაზე ამაღელვებელი გზაა მოსაწვევის ამობეჭდვა და ადამიანისთვის გაგზავნა. მოსაწვევებში ჩაწერეთ სად, როდის, ვისთვის, რა დროს, რას აპირებთ და  რა დასჭირდებათ (გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ხელთათმანები, ჟაკეტი, ყელიანი ფეხსაცმელი, საცურაო კოსტუმი, პიჟამა და ა.შ). მოსაწვევების დასამზადებლად კარგი პროგრამებია Hallmark, Smilebox, Greeting Card makers, და  Microsoft Word.

მოსაწვევი

4. თემა. ეს შეიძლება თქვენი წვეულების დაგეგმვის ყველაზე რთული ნაწილი იყოს. შეგიძლიათ კითხოთ თქვენს მეგობრებს და აიღეთ იდეები მათგან.

  • მოაწყვეთ ხატვის წვეულება და დასასრულს მოაწყვეთ შეჯიბრი. აირჩიეთ გამარჯვებული რომელსაც ყველაზე კრეატიული ნახატი აქვს.
  • ნოსტალგიური დისნეის წვეულება-თქვენ არასდროს ხართ საკმარისად დიდი. უყურეთ თქვენ საყვარელ ფილმებს, დასვით ფილმებიდან უმნიშვნელო კითხვები, და ითამაშეთ Scene It, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ამაზონზე, დისნეის მაღაზიებში.
  • ზამთრის საოცრებათა ქვეყანა-ისრიალეთ ციგებით, მოამზადეთ ცხელი შოკოლადი, ააწყვეთ თოვლის კაცი და ითამაშეთ თვალებახვეული დაჭერობანა-თოვლში. გამარჯვებულებს აჩუქეთ მცირე საჩუქრები.
  • ნამცხვრის ოსტატის წვეულება. მოამზადეთ სხვადასხვა ზომის, ფორმის ნამცხვრები. მოიმარაგეთ ფერადი ფონდანტი, შაქრის ჭიქურა, ფორმები და ა.შ. დაყავით სტუმრები გუნდებად. პარალელურად გაუშვით რამე კარგი გადაცემა. შემდეგ აირჩიეთ გამარჯვებული ნამცხვარი, ჩაარჭვეთ სანთლები და დააჯილდოვეთ გამარჯვებულები შთამაგონებელი საჩუქრებით.
  • ცეკვის წვეულება. არ აქვს მნიშვნელობა X-Box-ს იყენებთ თუ ძველ მაგნიტოფონს, ჩაატარეთ შეჯიბრი მეგობრებს შორის და ამით მეტად გაერთობით!
  • დაწერეთ მინიშნებები და გამოიყენეთ სხვადასხვა ნივთები ან დამალეთ ისინი ფარულ ადგილას. დაყავით სტუმრები გუნდებად და მიეცით მათ პირველი მინიშნება. ბოლო მინიშნება პრიზს ავლენს.
  • მოამზადეთ მინიშნებები და ჩადეთ კონვერტებში. სტუმრები დაყავით 4-5 კაციან ჯგუფებად. დაურიგეთ მათ გამოყენებული კამერები (მაღაზიებში ისინი 10$ ღირს) ან გამოიყენონ საკუთარი მობილურები. დათქვით შეხვედრის დრო და ადგილი. გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ შეამოწმეთ რამდენი ფოტო აქვთ გადაღებული თითოეულს და რამდენია მათგან სწორი. გამარჯვებულ გუნდს აჩუქეთ შოპინგ-ცენტრის (მოლის) სასაჩუქრე ბარათი, ან თითოეულ გუნდს აჩუქეთ პატარა სასაჩუქრე ბარათი.
  • “ნეტავ ზაფხული იყოს” წვეულება. მორთეთ თქვენი სახლი ყვავილებით, სანაპიროს ფოტოებით, ქოლგებით, სანაპიროს პირსახოცებით და სკამებით. დაურიგეთ სტუმრებს ზაფხულის ქუდები და სათვალეები. უყურეთ საზაფხულო ფილმს! თუ შეგიძლიათ (ბიუჯეტის გამო) წადით საცურაო აუზზე.
  • კულინარიის წვეულება. მოამზადეთ ყველაფერი, რაც მოგწონთ! სტუმრების მოსვლისას, დაურიგეთ მათ შეფმზარეულის ქუდები მათი სახელით (არა, ეს ბავშვური არაა!) აარჩიეთ მათი საყვარელი საჭმელი და დაურიგეთ მათ რეცეპტები. მაგალითად მოამზადეთ პიცა, ნაყინი ხილით და ნიგვზით, კექსი. მოაწყვეთ შეჯიბრი. გამარჯვებულს აჩუქეთ ნამცხვრების ჯამი სავსე ნამცხვრების რეცეპტით. წვეულების კეთილგანწყობის გამოსავლენად, აჩუქეთ თავიანთი მომზადებული საჭმელი და რეცეპტი.
  • მხოლოდ გოგოები! გაუკეთეთ ერთმანეთს მანიკური, თმა და მაკიაჟი. აარჩიეთ მეგობრების ტანსაცმელი, შემდეგ მოაწყვეთ გადაღება ან პოდიუმზე გავლა. წვეულება ღამის თევით იქნება არაჩვეულებრივი! დაასრულეთ სახის მოვლით. როდესაც მოიშორებთ ამ მაკიაჟს, ჩაატარეთ თვალებახვეული მაკიაჟის კონკურსი. გამარჯვებული, ვისაც ექნება ყველაზე ლამაზი, მოდური, გიჟური ან საშიში მაკიაჟი, დაჯილდოვდება საჩუქრით. არ დაგავიწყდეთ წვეულების წასახემსებლები. რადგან ეს ღამის წვეულებაა, არ დაგავიწყდეთ ღამის ნიღბები სასაცილო გამონათქვამებით ან წამწამებით. დასასრულს, დაურიგეთ ყველას ჩანთა მაკიაჟით, მანიკურით და ა.შ.
  • სატელევიზიო გადაცემის თემატიკის მქონე წვეულება. აარჩიეთ საჭმელი და თამაშები, რომელიც ემთხვევა სატელევიზიო გადაცემას. მაგალითები: გადარჩენილი-გაყავით სტუმრები ორ გუნდად, მოაწყვეთ შეჯიბრი, ვინ უფრო სწრაფად მიაღწევს ფინიშის ხაზს დაბრკოლებებიან გზაზე, გუნდური შეჯიბრები, საჭმელის შეჯიბრი (თვალებახვეული სტუმრები ხელს ყოფენ სხვადასხვა საჭმლით სავსე ჯამში და ეძებენ პრიზებს. გამარჯვებული კი მიიღებს მხიარულებას, სიმღერებს-მოემზადეთ კარაოკისთის! შეასრულეთ თქვენი საყვარელი სიმღერები, რემიქსები, აირჩიეთ ჯგუფები რომლებიც მღერიან სასაცილო და გიჟურ სიმღერებს.
  • საიდუმლო წვეულება. გაითამაშეთ მკვლელობა. აირჩიეთ დაჯილდოებული პირი (ან უმცროსი ძმა), რომელიც დაიკარგება. მოამზადეთ მინიშნებები, სტუმრებმა კი დამნაშავე ეძებონ (სახალისო იქნება თუ დამნაშავე ერთ-ერთი სტუმარი იქნება). მოამზადეთ თემატიკის შესაფერისი საკვები რომელიც მოერგება წვეულების მისტიკურ გარემოს.
  • თამაშების წვეულება. ითამაშეთ ყველა თქვენი საყვარელი თამაში.შემდეგ ითამაშეთ რამდენიმე ტრადიციული თამაში (სიმართლე თუ მოქმედება, სახის ტორტში ჩადება, რომელს ამჯობინებდით?)

5. საჭმელი-წვეულების საუკეთესო ნაწილი. მოამზადეთ საჭმელი ან იყიდეთ ისინი. თუ თქვენი წვეულება ჭამის დროს ემთხვევა, მაშინ დარწმუნდით რომ თქვენ გაქვთ წასახემსებელი. ეს შეიძლება იყოს ტრადიციული პიცა, ჰოთ-დოგი, ჰამბურგერი, ფრი ან რაიმე უფრო ჯანსაღი. ანდა მოიმარაგეთ ტკბილეული, უამრავი ტკბილეული! ჩიფსი და ბატი-ბუტი ზუსტად ერგება წვეულებას, თუმცა თუ გინდათ რამე უფრო სასარგებლო, შეიძინეთ ხილი, ბოსტნეული, ყველი და ა.შ. აქტიურობის გამო დაგჭირდებათ სასმელი, ეს შეიძლება იყოს გაზიანი, წყალი, წვენი, ჩაი და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა რას აირჩევთ, მთავარია ბევრი მოიმარაგოთ! თუმცა ზოგიერთი დესერტი აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს როგორც ტრადიციული ტორტი, ღვეზელი ან პატარა კექსები, ასევე არატრადიციული დონატი, ნაყინი ან ფუნთუშები.

წინა «
შემდეგი »