როგორ დავგეგმოთ კარგი წვეულება?

  • Marryek
  • March 30, 2015
  • 0

წვეულებაკარგი წვულება ერთ-ერთი კარგი საშუალებაა რომ მოიპოვოთ პოპულარობა სკოლაში/კოლეჯში/უნივერსიტეტში. წვეულების დაგეგმვა თუ გვინდა რომ ის კარგი გამოვიდეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შენი წვეულება იქნება კარგი, ხალხი დაგიმახსოვრებს, როგორც გემოვნებიან ადამიანს, გაიჩენ ბევრ მეგობარს, ხშირად მოგმართვენ რჩევისათვის და რაც მთავარია გახდები პოპულარული.

1. შეარჩიე სწორი დრო.

შეარჩიე ისეთი დრო, როდესაც არ ხდება რაიმე მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება შენს წვეულებაზე ხალხის ნაკლებობა გამოიწვიოს. არ დაპატიჟო ისეთი ხალხი, რომლებიც შენს სტუმრებს გააღიზიანებენ. არ დაპატიჟო ასევე ისეთი ხალხი, რომლებსაც აქვთ პრობლემები შენს რომელმე გამორჩეულ სტუმართან. უკეთესია თუ წვეულება შენს სახლში დაიგეგმება და არა მაგალითად ბარში ან რესტორანში.

2. შეარჩიე წვეულების თემა.

ფართის თემაარ არის საჭირო წვეულების თემა ეხებოდეს რომელიმე ეპოქას. (მაგ. 90-იანები, 00-იანები და ა.შ) უმჯობესია წვეულების თემა იყოს შენი საყვარელი ტელესერიალის/ფილმის სახეწოდება. ასევე თემა შესაძლებელია იყოს ფერი. (მაგ. შავი, იისფერი, წითელი, ცისფერი და ა.შ.)

3. განავრცე წვეულება დიდი მასშტაბით.

არ მოერიდო ფეისბუქზე, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელზე დაპოსტვას, შენი წვეულება უკეთესი იქნება თუ ბევრი ხალხი მოვა.

4. საჭმელი/დასალევი.

ეცადე იყოს ბევრი სასმელი, და ასევე საკვებიც. წვეულების მთავარი თემა არის დეკორაცია და მენიუ. აუცილებელია სასმელი, მაგრამ არა გადამეტებით. საჭმელებიდან სასურველია პოპულარული და გავრცელებული კერძები. მაგალითად პიცა.

5. მუსიკა.

ერთ-ერთი ყურადღების გასამახვილებელი “დეკორაციაა” მუსიკა. მუსიკა შერჩეული უნდა იყოს თემის მიხედვით. თუ თემა არის ფერი, უკეთესია კლასიკური, ამყოლი და ახალი მუსიკა.

6. სახლის მორთვა.

ეს არის პირველი რაზეც სტუმრები გაამახვილებენ ყურადღებას. მუსიკის მსგავსად სახლის დეკორაცია თემას უნდა შეესაბამებოდეს. უმჯობესია იყოს კარგად დაგეგმილი განათება და მრავალფეროვნება.

თამაშები

7. თამაშები.

წვეულების დროს თამაში ძალიან კარგი გზაა თავის გამოსაჩენად. აირჩიე ისეთი თამაშები, რომლებშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. მაგალითად სიმართლე თუ მოქმედება. ასევე მიეცი შენს სტუმრებს უფლება, რომ გაგიზიარონ საკუთარი იდეები.

იმედი მაქვს დაგეხმარება ზემოთ მოცემული რჩევები კარგი წვეულების დაგეგმვაში და პოპულარობის მოპოვებაში.

წინა «
შემდეგი »